2026 წელს კომპანია გაყიდვების ზრდასა და ახალი საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას გეგმავს - DGF ICC Georgia
DGF ICC Georgia წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით. 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს ნათია ცხომელიძეს ესაუბრა.
“2025 წელი სტაბილური წელი იყო ჩვენი კომპანიისთვის, როგორც გაყიდვების კუთხით, ასევე საკონდიტრო სკოლაში.
მასტერკლასების კუთხით მნიშვნელოვანი წარმატება გვქონდა, ჩავატარეთ რამოდენიმე მასტერკლასი ევროპელი შეფ-კონდიტერების ხელმძღვანელობით და რაც ყველზე მნიშვნელოვანია, გავაფორმეთ ხელშეკრულება მსოფლიო დონის შეფ-კონდიტერ ანტონიო ბაშურთან, რომლის მასტერკლასიც აპრილის თვეში გვქონდა. იგი გახდა ჩვენი ასოცირებული შეფი “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
2026 წელს კომპანია გაყიდვების ზრდას და ახალი პარტნიორების მოძიებას გეგმავს.
„2026 წელს კომპანიის მიზნები უკავშირდება გაყიდვების გაზრდას და ასევე ახალი პარტნიორების მოძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამ მიზნით DGF-ის გუნდი იმყოდებოდა იტალიაში, საერთაშორისო გამოფენაზე, SIGEP 2026.
გარდა ამისა, ჩვენს მაღაზიაში გაფართოვდა პროდუქციის ასორტიმენტი, დაემატა აზიური კუთხე და ასევე გაყინული თევზეული და ხორცეული.

ასევე წლის დასაწყისშივე, 18-19-20 თებერვალს ტარდება გრანდიოზული მასტერკლასი ანტონიო ბაშურთან ერთად და ჩვენს მოაქალეებს კიდევ ერთხელ ვაძლევთ საშუალებას თავისივე ქვეყანაში აიმაღლონ კვალიფიკაცია ისეთი დონის შეფთან, როგორიც ანტონიო ბაშურია “, - აღნიშნავს ნათია ცხომელიძე.
ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს თბილისში, ი.აბაშიძის 38 ნომერში. მასტერკლასებზე ჩაწერა წინასწარ არის შესაძლებელი. ამისთვის, მსურველები უშუალოდ კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ.
სხვა სიახლეები
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
03.02.2026.13:22
თიბისისთვის ბიზნესების ყოველდღიურობის გამარტივება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისთვის, რომ მეწარმეებმა ბანკთან ურთიერთობისას ნაკლები დრო დახარჯონ და ოპერაციები დისტანციურად შეასრულონ, თიბისის ბიზნესმობაილბანკს მუდმივად ემატება მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალები. პარალელურად, იხვეწება არსებული სერვისები და პროდუქტები, რაც ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
2025 წელს, თიბისის ბიზნესმობაილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მეწარმეებს ფინანსური ოპერაციების სწრაფად და მარტივად შესრულების შესაძლებლობას აძლევს.
• ონბორდინგი
ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, თიბისის მომხმარებელი 90 წამში, სრულად ონლაინ გახდეს, დამატებითი დოკუმენტებისა და პროცედურების გარეშე.
• ინდივიდუალური მეწარმეების ონბორდინგი
ინდივიდუალურ მეწარმეებს უკვე აქვთ ბიზნეს მობაილბანკით სარგებლობის შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკს იყენებს, ბიზნეს მობაილბანკის ჩამოტვირთვას და რეგისტრაციის გავლას იმავე იუზერით (Face ID, იუზერი და პაროლი) შეძლებს.
• QR კოდის გენერირება
ბიზნეს მობაილბანკში შესაძლებელია ანგარიშის ნომრის QR კოდის გენერირება. ფუნქციონალი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ტერმინალი ან ანგარიშის ნომრის ხელით გაზიარება უწევთ. QR კოდით სარგებლობისთვის, იმ ანგარიშის ნომერს უნდა დააჭიროთ, რომლის QR-ის გაზიარებაც გსურთ. ამის შემდეგ, კოდი ავტომატურად დაგენერირდება.
• ინვოისის შექმნა
ბიზნეს ინტერნეტბანკს ინვოისის შაბლონი დაემატა, რაც ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მხოლოდ სავალდებულო ველების შევსებით მიიღონ გამზადებული დოკუმენტი.
• მომხმარებლის მენეჯმენტის ფუნქციონალი
კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში დაამატოს თანამშრომლები და მიანიჭოს მათ კონკრეტული უფლებები (დადასტურება, რედაქტირება და სხვა). უფლებების მინიჭება შესაძლებელია განსაზღვრული დროით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დროის გახანგრძლივებაც.
• ანგარიშის გახსნა
ბიზნესმომხმარებლებს ე.წ. ონბორდინგის დასრულების შემდეგ, ანგარიშის გახსნა უკვე დისტანციურად, ბიზნესმობაილბანკიდან შეუძლიათ.
ბიზნესების საქმიანობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, 2026 წელს, კიდევ არაერთი სიახლე დაემატება.