მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0013
flag
AZN 1.5876
-0.0003
flag
CNY 39.131
-0.0132
flag
EUR 3.1083
-0.0235
flag
GBP 3.5609
-0.0339
flag
KZT 57.13
0.0036
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6989
-0.0005

2026 წელს კომპანია გაყიდვების ზრდასა და ახალი საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას გეგმავს - DGF ICC Georgia

news image

DGF ICC Georgia წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით. 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს ნათია ცხომელიძეს ესაუბრა.

“2025 წელი სტაბილური წელი იყო ჩვენი კომპანიისთვის, როგორც გაყიდვების კუთხით, ასევე საკონდიტრო სკოლაში.

მასტერკლასების კუთხით მნიშვნელოვანი წარმატება გვქონდა, ჩავატარეთ რამოდენიმე მასტერკლასი ევროპელი შეფ-კონდიტერების ხელმძღვანელობით და რაც ყველზე მნიშვნელოვანია, გავაფორმეთ ხელშეკრულება მსოფლიო დონის შეფ-კონდიტერ ანტონიო ბაშურთან, რომლის მასტერკლასიც აპრილის თვეში გვქონდა. იგი გახდა ჩვენი ასოცირებული შეფი “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

2026 წელს კომპანია გაყიდვების ზრდას და ახალი პარტნიორების მოძიებას გეგმავს.

„2026 წელს კომპანიის მიზნები უკავშირდება გაყიდვების გაზრდას და ასევე ახალი პარტნიორების მოძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამ მიზნით DGF-ის გუნდი იმყოდებოდა იტალიაში, საერთაშორისო გამოფენაზე, SIGEP 2026.

გარდა ამისა, ჩვენს მაღაზიაში გაფართოვდა პროდუქციის ასორტიმენტი, დაემატა აზიური კუთხე და ასევე გაყინული თევზეული და ხორცეული.

ასევე წლის დასაწყისშივე, 18, 19 და 20 თებერვალს ტარდება გრანდიოზული მასტერკლასი ანტონიო ბაშურთან ერთად და ჩვენს მოაქალეებს კიდევ ერთხელ ვაძლევთ საშუალებას თავისივე ქვეყანაში აიმაღლონ კვალიფიკაცია ისეთი დონის შეფთან, როგორიც ანტონიო ბაშურია “, - აღნიშნავს ნათია ცხომელიძე.

ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს თბილისში, ი.აბაშიძის 38 ნომერში. მასტერკლასებზე ჩაწერა წინასწარ არის შესაძლებელი. ამისთვის, მსურველები უშუალოდ კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ხაჭოსა და კლასიკური პასკები სამი ზომით - როგორია "დივოლ"-ის სააღდგომო ასორტიმენტი

03.04.2026.14:00

საკონდიტრო „დივოლ“-მა გარკვეული პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა გველებიანმა განუცხადა.

„მუშაობა განვაახლეთ და მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლე შევთავაზეთ. ჩვენი ასორტიმენტი გამრავალფეროვნდა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მზა ცომეული, როგორიცაა ლობიანი, ხაჭაპური და ნახევრად ფენოვანი ლობიან-ხაჭაპური. ეს პროდუქტები მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დავამატეთ.

სამომავლოდ გეგმაში გვაქვს Fresh სალათებისა და სენდვიჩების დამატება, რათა სრულად მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. ტკბილეული კი უცვლელია - იგივე ხარისხიანი, სახლური ნამცხვრები ძველი რეცეპტით, რაც აქამდე გვქონდა “, - აღნიშნავს გვანცა გველებიანი.

საკონდიტრო მომხმარებელს სააღდგომოდ პასკების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

„პასკების მომზადება უკვე დაწყებულია. აქტიურად ვაწარმოებთ, ვყიდით და შეკვეთებსაც ვიღებთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე ხაჭოს პასკებს. ხაჭოს პასკა წინა წელსაც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, ამიტომ წელსაც გვაქვს გაყიდვაში.

მომხმარებლებს სამი ზომის პასკას ვთავაზობთ:

• პატარა (200 გ) - 7 ლარი;
• საშუალო (800 გ) - 26 ლარი;
• დიდი (1 კგ) - 31 ლარი.

თითოეული მათგანი მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, საკონდიტრო ქალაქ რუსთავში, მეგობრობის 12 ნომერში მდებარეობს და დაახლოებით სამი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა