მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077.8
0.006
flag
AZN 1.5872
0.0004
flag
CNY 38.325
0.0011
flag
EUR 3.1606
-0.003
flag
GBP 3.6099
0.0077
flag
KZT 52.14
-0.0022
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6984
0.0005

2026 წელს Kiwi Post-ის მომსახურების ტარიფების გადახდა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი

news image

2026 წელს Kiwi Post • კივი პოსტის მომსახურების ტარიფების გადახდა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა, ქეთევან შანიძემ, 2026 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. იგეგმება ასევე ახალი მიმართულებების დამატებაც.

„Kiwi Post-ის გეგმები 2026 წლისთვის საკმაოდ დატვირთულია. ფილიალების დამატება და ინოვაციური სერვისების დანერგვა გვინდა - მათ შორის საუბარია კრიპტოვალუტის დამატებაზე. ანუ ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჩვენი სერვისების საფასურის გადახდას კრიპტოვალუტით. ასევე გვსურს ახალი ქვეყნის დამატება, რაზედაც დიდი ხანია ვმუშაობთ. აქტიურად ვცდილობთ, რომ ჩინეთის მიმართულებაზე ჩვენს მომხმარებლებს უკეთესი ტარიფები შევთავაზოთ - შესაძლებელია, რომ სახმელეთო გადაზიდვაც დაემატოს ჩვენს მომსახურებას. ბევრი გეგმა გვაქვს, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ვფიქრობთ, რომ Kiwi Post-ს აქცენტი ფილიალების გაფართოების მიმართულებით უფრო რეგიონებზე გაკეთდება“, - აღნიშნა Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა.

ქეთევან შანიძე Kiwi Post-ის ოპერირებას 2025 წელს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კომპანიამ 2025 წელს 30-35%-ით მეტი ამანათი მოემსახურა.

„რეალურად, 2025 წელს Kiwi Post-მა საკმაოდ ბევრი მიმართულებით იმუშავა. წელს დავამატეთ დრაივები და ორი ფილიალი: ქუთაისსა და გლდანში. ასევე დავამატეთ ახალი მიმართულება - ესპანეთი, რაც საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, რადგან საჰაერო გზით ამანათი საქართველოში 3-4 დღეში ჩნდება. ესპანეთი ბრენდების მწარმოებელი ქვეყანა არის და საბერძნეთთან შედარებით უფრო ბიუჯეტური ონლაინ შოპინგისთვის. რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან ესპანეთმა მომხმარებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.

2025 წელს 30-35%-ით გაიზარდა წლიურ ჭრილში ამანათების რაოდენობა, ხოლო შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში 80-85%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ანუ მომხმარებელი საკმაოდ აქტიური იყო.

ამანათების წლიურ ზრდაში ყველაზე დიდი წილი აშშ-ს, ჩინეთისა და ბრიტანეთის მიმართულებებზე მოდის.

Kiwi Post-მა 2025 წელს Trendyol-თან ინტეგრაცია განახორციელა, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს Kiwi Post-ის საქართველოს მისამართი და ამანათი პირდაპირ ჩვენს ფილიალში მოვა. მსგავსი ინტეგრაცია გვაქვს სულ სამი კომპანიასთან. მნიშვნელოვანი არის, რომ Trendyol-ს დაემატა ინგლისური ენა და პლატფორმაზე დაიდო ქართულენოვანი ბანერები, რამაც გამოიწვია მომხმარებლების დიდი ინტერესი. Trendyol-სგან მიღებული ინფორმაციით, ბოლო 2 თვეში 15-20%-იანი ზრდაა. არსებული ამანათების რაოდენობიდან გამომდინარე, მომხმარებელი Trendyol-ს საკმაოდ აქტიურად დაუბრუნდა, რადგან პლატფორმა თავის მომხმარებლებს კარგ ფასდაკლებებს სთავაზობს. ქეშბექიც ზემოქმედებს ქართველ მომხმარებელზე და აქტიურად უბრუნებს Trendyol-ს. მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი თურქეთის ამანათების მიმართულებით, და მგონია, რომ 2026 წელს ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს Kiwi Post-ის საოპერაციო დირექტორი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია BDO-ს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გაფართოებას და ერთიან რეგიონულ ფირმად ჩამოყალიბებას

22.12.2025.14:53

BDO ოფიციალურად იწყებს საქმიანობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთიანი რეგიონული ფირმის BDO CCA–ის ფარგლებში, რომელიც ხუთ ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს.

ახალი რეგიონული ინტეგრაცია ეფუძნება BDO-ს გლობალური ქსელის სტრატეგიას და მიზნად ისახავს პროფესიული სერვისების ხარისხის ამაღლებას, ცოდნისა და რესურსების გაერთიანებას და რეგიონში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. 2025 წლის მონაცემებით, BDO წარმოდგენილია 169 ქვეყანაში, 94,900 პროფესიონალითა და 870 ოფისით მთელ მსოფლიოში.

BDO CCA-ს მართავს აღმასრულებელი კომიტეტი (ExCo). რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ზურაბ ლალაზაშვილი, ხოლო მაია ხაჩიძე გახდა BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი. BDO სომხეთის მმართველი პარტნიორია ვაჰაგნ სააკიანი, ხოლო BDO უზბეკეთის დავრონ იაკუბოვი.

BDO-ს სტრატეგიისა და ოპერაციების ხელმძღვანელის, ტრონდ-მორტენ ლინდბერგის განცხადებით, BDO CCA წარმოადგენს გლობალური ინტეგრაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებას რეგიონული და საერთაშორისო დამკვეთებისთვის. 

ზურა ლალაზაშვილის განცხადებით, ეს იქნება პარტნიორობა ერთიანი მართვის ქვეშ - ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში. ამ მოდელის მთავარი მიზანია ცოდნის, ექსპერტიზისა და ადამიანური კაპიტალის გაერთიანება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს რეგიონულ და საერთაშორისო კლიენტებს შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური სერვისების პორტფელი, მსოფლიოს მეხუთე უმსხვილესი გლობალური ქსელის მხარდაჭერით.

„ვულოცავთ BDO-ს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთიანი რეგიონული ფირმის BDO CCA-ის დაფუძნებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული თანამშრომლობის, პროფესიული სტანდარტების გაძლიერებისა და ბიზნესგარემოს განვითარების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ინტეგრირებული მოდელი ხელს შეუწყობს ინოვაციებს, ცოდნის გაზიარებასა და რეგიონში ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. 

BDO CCA წარმოადგენს BDO-ს გლობალური ქსელის სტრატეგიის გაგრძელებას და მიზნად ისახავს რეგიონში ლიდერი პოზიციის გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა