Kass Land – გამორჩეული მულტიფუნქციური სივრცე: როგორ ხვდება ახალ წელს და რა გეგმებია 2026-ისთვის
დღეს Kass Land • კასს ლენდი არის მრავალფუნქციური და გამორჩეული სივრცე, რომელიც სერვისების ფართო სპექტრით აკმაყოფილებს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელთა საჭიროებებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Kass Group-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ეთი ბეკურაშვილმა განუცხადა. მისივე ჰანმარტებით, 2025 წელს განხორციელებულმა ნაბიჯებმა Kass Land-ის პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა და იგი ჩამოაყალიბა როგორც უნიკალური ტურისტული და გასართობი დანიშნულების ადგილი.
„2025 წელი Kass Land-ისთვის მნიშვნელოვანი განვითარებისა და ზრდის წელია. ვიზიტორთა რაოდენობა გახსნიდან დღემდე საგრძნობლად გაიზარდა, რაც ადასტურებს ჩვენი პროექტის მზარდ პოპულარობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა ინდოეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსული სტუმრების მხრიდან და ა.შ.
მიმდინარე წელს Kass Land-ის სივრცეს დაემატა სასტუმრო, რომელიც მოიცავს აუზსა და სპა-ზონას,საკონფერენციო დარბაზებს. გაიხსნა ატრაქციონების პარკი ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასით, რაც ჩვენი ობიექტის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა.
დღეს Kass Land წარმოადგენს მრავალფუნქციურ და უნიკალურ სივრცეს, რომელიც სერვისების მრავალფეროვნებით პასუხობს სხვადასხვა სეგმენტის მოთხოვნებს — ოჯახებისთვის, აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის, ტურისტებისთვის თუ ბიზნესსტუმრებისთვის.
2025 წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ უფრო გაამყარა Kass Land-ის პოზიცია, როგორც გამორჩეული ტურისტული და გასართობი დანიშნულების ადგილი.
ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს და 2026 წელს იგეგმება ატრაქციების პარკის განვითარება, დამატებით წყლის და მშრალი გიგანტური ბატუტების პარკის მოწყობა“, - აცხადებს Kass Group-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ახალ წელს Kass Land-ი ჯადოსნურ გარემოს სთავაზობს სტუმრებს და განსაკუთრებულ გალა-ვახშამს ახალი წლის ღამეს, მუსიკალურად გააფორმებს ირინა ბაირამაშვილი და ბაჰრეინიდან მოწვეული DJ ალბერტინა. ღამე სავსე იქნება სიურპრიზებითა და გათამაშებებით. ბედნიერი მომენტები თითოეულ სტუმარს დაუვიწყარ ემოციას აჩუქებს.
„შემოგვიერთდით Kass Land-ში და შეხვდით ახალ წელს იქ, სადაც იწყება ზღაპარი და იბადება საუკეთესო მოგონებები“, - აცხადებენ Kass Group-ში.
სხვა სიახლეები
გალერეა ვერეში გამოფენა „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ“ გაიმართება -გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
02.04.2026.17:58
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სივრცე, გალერეა ვერე, 3 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ გამოფენას „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ”.
ექსპოზიცია აერთიანებს ორ ახლადგამოვლენილ სამოგზაურო ალბომს — „Mon Voyage En Asie“ და „Mon Voyage En Russie“, რომლებიც 1830-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში შესრულებულ 62 აკვარელსა და გრაფიკულ ჩანახატს მოიცავს.
პირველადი შეფასებით, ნამუშევრები დაკავშირებულია შვეიცარიელ ნატურალისტსა და არქეოლოგთან — ფრედერიკ დუბუა დე მონპერესთან (1798–1850). ალბომების გამოვლენა და მათი სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა კი მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს როგორც თბილისის, ისე მთლიანად კავკასიის ისტორიის კვლევისთვის.
ალბომებში ასახული მარშრუტი მოიცავს აფხაზეთს, სამეგრელოს, იმერეთს, ქართლს, თბილისს, ფასანაურს, ყაზბეგს, სომხეთსა და ყაბარდოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისის ამსახველ სერიას, რომელიც ქალაქის გარდამტეხ პერიოდს ასახავს, როდესაც შუა საუკუნეების ურბანული სტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და იმპერიული მოდერნიზაციის პროცესი მხოლოდ იწყება.
გალერეა ვერე თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. იგი დამთვალიერებელს სთავაზობს შერჩეულ ხელოვნების ნიმუშებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში. საქართველოს ბანკი კი, როგორც კულტურისა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდამჭერი, აგრძელებს მსგავსი პროექტების ხელშეწყობას და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება. გამოფენის კურატორები არიან: ცირა ელისაშვილი და ეკა კიკნაძე. გალერეა ვერეს მისამართია: თბილისი, ჯანაშიას 9.