მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

2026 წელს Greenwood Hotel, Restaurant & Spa სერვისების გაფართოებას გეგმავს

news image

Greenwood Hotel, Restaurant & Spa მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე კომპლექსია, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ორი წელია ოპერირებს. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, კომპანიის გენერალურ მენეჯერს, ალექსანდრე მინასიანს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ 2025 წელს?

2025 წელი Greenwood Hotel, Restaurant & Spa-სთვის იყო სტაბილური განვითარების, სწორი სტრატეგიული ნაბიჯებისა და ხარისხზე ორიენტირებული ზრდის პერიოდი. წლის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა გაზრდილი ინტერესი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების მხრიდან, განსაკუთრებით საოჯახო და რელაქსაციური დასვენების სეგმენტში. გაიზარდა განმეორებითი ვიზიტების რაოდენობა, რაც პირდაპირ მიუთითებს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ბრენდისადმი ნდობის გაძლიერებაზე.

2025 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და გუნდის პროფესიულ განვითარებას. ასევე, აქტიურად ვიმუშავეთ ბრენდის პოზიციონირებაზე, რათა სასტუმრო „გრინვუდი“ კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩენილიყო, როგორც ბუნებასთან ჰარმონიაში არსებული თანამედროვე სასტუმრო.

- როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის?

2026 წელი Greenwood-ისთვის განიხილება როგორც განვითარების ახალი ეტაპი. ჩვენი მთავარი აქცენტი გაკეთდება სერვისების გაფართოებასა და შეთავაზებების დივერსიფიკაციაზე. იგეგმება სპა და ველნეს მიმართულების გაძლიერება, ახალი რელაქსაციის პროგრამების დამატება და გასტრონომიული მიმართულების კიდევ უფრო განვითარება რესტორან Lovati-ში.

ასევე, ვმუშაობთ ოჯახზე მორგებული სერვისების გაფართოებაზე, რათა სასტუმრო კიდევ უფრო კომფორტული გახდეს საოჯახო დასვენებისთვის.პარალელურად, ყურადღება დაეთმობა ციფრული სერვისების განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდას. ჩვენი მიზანია, Greenwood Hotel, Restaurant & Spa დარჩეს ადგილად, სადაც თანამედროვე კომფორტი, ბუნება და მაღალი ხარისხი ერთიანდება და სტუმრებს ყოველთვის ახალ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი

03.04.2026.18:00

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.

როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.

აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.

სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.

რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?

ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.

პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.

რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?

წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.

არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?

დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.

ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.

ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა