მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

2026 წელს FantastiClean Georgia მომხმარებელს განახლებულ ასორტიმენტს შესთავაზებს

news image

FantastiClean Georgia არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკომეგობრულ, ანტიალერგიულ, მრავალჯერადი გამოყენების, უმაღლესი ხარისხის მიკროფიბერის ხვეულებს, ნაჭრებსა და ტილოებს. კომპანიის თანადამფუძნებელი, ირაკლი ზამბახიძე, Business Insider Georgia - სთან 2025 წელს აფასებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.

როგორ აფასებთ 2025 წელს?

მე, როგორც Fantasticlean-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და ამავდროულად, კომპანიის თანადამფუძნებელი-დირექტორი შემიძლია თამამად გითხრათ, რომ 2025 წელი გასულ წელთან შედარებით უკეთესია, რადგან უფრო მეტი ადამიანი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი, ვისთვისაც მნიშნველოვანია ხარისხი, ახალ 2026 წელს ჩვენი პროდუქციით შეხვდება და ყოველდღიურობას უფრო გაიმარტივებს.

როგორია 2026 წლის გეგმები განსაკუთრებით ასორტიმენტის ზრდისა და
გაფართოების მიმართულებით?

ჩვენ მთავარ მიზანს კვლავ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს ეკომეგობრული პროდუქციების მიმართ.

2026 წლის იანვრიდან ჩვენს ასორტიმენტს დაემატება შემცირებული რაოდენობის ანუ 15 მოხევიანი ხვეულები, რომლებიც შედარებით ბიუჯეტური ვარიანტი იქნება, რადგან პროდუქცია ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ფერები (ნაცრისფერი და ვარდისფერი) . ასევე პრემიუმ ხაზის იატაკის ანუ დიდი ზომის ცალკეული ტილოები, რომელიც 50*80სმ იქნება და წარმოდგენილი იქნება მწვანე და ლურჯ ფერებში. დამატებით, ვგეგმავთ ავტო-მოტო მიმართულების განვითარებას, ინოვაციური და საინტერესო პროდუქციების შეთავაზებას, როგორც საცალოდ ასევე საბითუმოდ.

დამატებით 2025 წლის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი კანონის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში და დარწმუნებულები ვართ, რომ დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწება და ბევრ სხვადასხვა ყოველდღიურ მავნე ნარჩენს შეეხება, რომლითაც ყოველდღიურად ბინძურდება ჩვენი სამშობლო და საყვარელი დედამიწა. ვგულისხმობთ, საქართველოს მთავრობის, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობიის სამინისტროს იმ მნიშვნელოვან და ძალიან საყურადღებო ნაბიჯს, რომელიც მომავალი წლის 1 იანვრიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის ერთჯერადი საგნების აკრძალვას ეხება, რც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი, ეკომეგობრული მომავლისკენ. ჩვენ, როგორც მეტი წილი ეკომეგობრული ქსოვილების და პროდუქტების იმპორტიორები აღნიშნულ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და მზად ვართ მომხმარებლებს შევთავაზოთ უსაფრთხო, ხარისხიანი და გარემოსდაცვითი ალტერნატივები.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „აგროლეინი“ საუდის არაბეთში ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან თანამშრომლობას გეგმავს

18.02.2026.12:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, Gulfood -ზე 2 პავილიონით წარსდგა, ხოლო ღონისძიებას ჯამში 26 ქართული კომპანია დაესწრო. მათ შორის იყო ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Agrolane / აგროლეინიგამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს და დირექტორს გიორგი ღვინიაშვილს ესაუბრა.

„ეს გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლებია ჩვენ გალფის ქვეყნებში ვოპერირებთ და ვაწვდით მათ ჩვენს პროდუქციას. პრაქტიკულად ყოველ წელს გამოფენის შემდეგ გვემატება ახალი პარტნიორი კომპანიები, რის გამოც კონკრეტულად ჩვენთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებით ფასეულია.

დაინტერესება კვლავ მაღალია. ვგეგმავთ, რომ წელს საუდის არაბეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან დავიწყოთ თანამშრომლობა და მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია. ეს ქსელი ახალია ჩვენთვის, გამოფენაზე გავიცანით და გვაქვს მოლოდინი, რომ წელს შევძლებთ მუშაობის დაწყებას და სუპერმარკეტებში შესვლას “, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა