2026 წელს „დადარი“ წარმოების მოცულობისა და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს
2026 წელს ხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“ ასორტიმენტის გაფართოებასა და წარმოების მოცულობის ზრდას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა არჩილ გობეჯიშვილმა განუცხადა.
„მომავალ წელს რამდენიმე მიმართულებით ვგეგმავთ საწარმოს გაძლიერებასა და ზრდას, მათ შორის არის, როგორც ასორტიმენტის გაფართოება, ისე წარმოების მოცულობის გაზრდა.
უკვე ვმუშაობთ ახალ სათამაშო მოდელებზე, რომლებიც განკუთვნილია როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპული ბაზრებისთვის.
გაფართოებას ვგეგმავთ როგორც პროდუქციის კუთხით, ასევე გუნდის თვალსაზრისითაც, გვინდა, კიდევ მეტი ადამიანი ჩავრთოთ საქმეში, დავასაქმოთ, გადავამზადოთ და ერთად განვავითაროთ ხარისხიანი ქართული წარმოება.
2026 წელს ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ექსპორტის მიმართულებითაც, გვინდა კიდევ მეტ ქვეყანაში შევიდეს ქართული სათამაშოები და გავაძლიეროთ უკვე არსებული პარტნიორობა.
მოხარული ვართ, რომ პროექტის „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით 2026 წელს ისევ მივიღებთ მონაწილეობას სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში.
გამოფენაზე ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთობლივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქართულმა სათამაშოებმა კიდევ უფრო მეტი საექსპორტო პოტენციალი შეიძინოს, დავამყაროთ ახალ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები და გავაფართოვოთ საექსპორტო ბაზრები.
ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენის გასაძლიერებლად, 2026 წელს ვგეგმავთ ჩვენი ბრენდული კუთხეების დამატებას კიდევ ორ სავაჭრო ცენტრში. გვინდა, რომ ჩვენს სათამაშოებს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეხვდეს — არამხოლოდ ფოტოებით ან სოციალურ ქსელში, არამედ რეალურად, ნახონ, ხელში აიღონ, შეხედონ დეტალებს, შეიგრძნონ ხის სითბო და ის ძალა, რაც თითოეულ ფიგურაშია ჩადებული.
ერთი სიტყვით, 2026 წელი იქნება განვითარების, ახალი შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული ზრდის წელი, კარგი ქართული საქმის გაგრძელება, რომელსაც თავისი შედეგებით ბევრი სიკეთე მოაქვს “, - აცხადებს არჩილ გობეჯიშვილი.
სხვა სიახლეები
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია
18.02.2026.13:08
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია. კონფერენცია იმართება 19 თებერვალს და ფოკუსირებული იქნება თანამედროვე ბიზნეს გარემოში ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელ ტრანსფორმაციულ მიდგომებზე, პრაქტიკასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.
კონფერენციაზე გამომსვლელები მოიცავენ 5 მიმართულებას: ბიზნეს პროცესების, ციფრულ, AI, Agile და HR ტრანსფორმაციებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ სფეროს წარმომადგენლების ხედვები, გაეცნონ პრაქტიკულ გამოცდილებას და განიხილონ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
სელფი მობაილი არაერთი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და გავრცელებას.
„სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განვითარების, ინოვაციური აზროვნებისა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა, რაც ბიზნეს გარემოს მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს." - აცხადებენ სელფი მობაილში.
ღონისძიებაზე დასასწრებად მიჰყევით: https://shorturl.at/t5a7v
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge;
ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს: