2026 წელს Costa Coffee საქართველოში 5 ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს
დიდი ისტორიის მქონე ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee საქართველოში ოფიციალურად 2025 წლის მაისში შემოვიდა. კომპანიის დირექტორი, ელენე ჯგერენაია Business Insider Georgia - სთან 2025 წელს აფასებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.
- როგორ აფასებთ 2025 წელს?
2025 წელი Costa Coffee საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების ქართულ ბაზარზე ჩამოყალიბება და სწორად ინტეგრირება საკმაოდ საინტერესო პროცესი გახლავთ, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს, რათა მომხმარებლების გამოცდილებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივად ვიზუნოთ.
წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქსელის სტრუქტურა, გაიზარდა ბრენდის ხელმისაწვდომობა, Costa Coffee გახდა მომხმარებელთა ყოველდღიური რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ჩვენთვის პრიორიტეტი იყო, რომ სტუმრებისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის პროდუქტი, გვემუშავა გუნდის გაძლიერებაზე და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ სერვისზე.
- როგორი გეგმები გაქვთ 2026 წლისთვის, განსაკუთრებით გაფართოების მიმართულებით?
2026 წელს Costa Coffee გეგმავს გაფართოებას. მომავალ წელს დაგეგმილია დამატებით 5 ახალი ობიექტის გახსნა, როგორც თბილისში, ისე თბილისის ფარგლებს გარეთ, რაც ქსელის სტრატეგიული ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
ჩვენი მიზანია, რომ Costa Coffee საქართველოში ჩამოყალიბდეს როგორც ბრენდი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოცდილებას და მომხმარებლებისთვის ქმნის კომფორტულ, თანამედროვე და მეგობრულ გარემოს, სადაც მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთიანდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
EBRD ირანის ომისგან გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად განვითარებადი ეკონომიკების მხარდაჭერას გეგმავს
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.