2026 წელს ჩვენი სტრატეგია საერთაშორისო და რეგიონალური გაფართოებისკენ არის მიმართული - Escapers
2026 წელს ჩვენი სტრატეგია საერთაშორისო და რეგიონალური გაფართოებისკენ არის მიმართული , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს ტურისტული კომპანია Escapers - ის გაყიდვების ხელმძღვანელმა ანი კეკელიამ განუცხადა.
„2026 წელს ჩვენი სტრატეგია საერთაშორისო და რეგიონალური გაფართოებისკენ არის მიმართული :
აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას B2B პარტნიორობის გაფართოებაზე, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით ჩვენი ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებაზე.
კიდევ რამოდენიმე ახალი გეგმის დამუშავების პროცესში ვართ, ამ ეტაპზე დეტალების გაზიარებისგან თავს შევიკავებ, ჩვენი მოგზაურები და პარტნიორები მათ ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე პრაქტიკაში იხილავენ.
ქართველი მოგზაურები წლებთან ერთად უფრო მეტად ინტერესდებიან საზღვრებს გარეთ მოგზაურობით. მოგზაურობა მათ მთავარ პრიორიტეტად და განტვირთვის საუკეთესო საშუალებად ჩამოყალიბდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მახარებს, რადგან დასვენებასთან ერთად ისინი ბუნებრივად ერთვებიან შემეცნების პროცესში, ეცნობიან ახალ კულტურებს და იღებენ ისეთ დაუვიწყარ ემოციებს, რომლებიც შემდეგ ყველაზე ლამაზ და მნიშვნელოვანი მოგონებებად იქცევა.
ჩემი პროფესიული მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს მოგზაურის ამპლუაში, რადგან მოგზაურობა ადამიანს უფრო ლოიალურს, კეთილს და თავისუფალს ხდის.
სწორედ ამისთვის არსებობს ჩვენი კომპანია, რომ ეს გამოცდილება ყველასთვის ხელმისაწვდომი და განსაკუთრებული გახდეს “, - აცხადებს ანი კეკელია.
ცნობისთვის, კომპანია 2023 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მთავარი მიზანი თითოეული მომხმარებლის კეთილგანწყობა და სანდოობაა.
სხვა სიახლეები
„იონას საფუტკრე“ 2026 წელს ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს
26.01.2026.18:00
2025 წელს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად განვვითარდით , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „იონას საფუტკრე“-ს დამფუძნებელმა გიორგი იონათამიშვილმა განუცხადა.
„2025 წელს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად განვვითარდით და არსებულ ასორტიმენტს არაერთი ახალი პროდუქტი დავამატეთ, მათ შორის ნატურალური ცვილის სანთლები. ვცდილობთ, ვაწარმოოთ ყველა ის პროდუქტი, რომლის მიღებაც ფუტკრისგან არის შესაძლებელი. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მომხმარებლები მათ ხშირად სასაჩუქრედაც ყიდულობენ.
სკოლების მხრიდან მეფუტკრეობით დაინტერესება საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ მასტერკლასების ჩატარებას ნატურალური სანთლების დამზადებაზე. მსურველებს სახელოსნოში ექნებათ შესაძლებლობა სანთლის შექმნის პროცესს დაესწრონ და თავადაც მონაწილეობა მიიღონ.
მომდევნო წლის მთავარი გეგმა კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნაა, რომელიც ლოკაციურად გლდანის, ვარკეთილის ან დიდი დიღმის ტერიტორიაზე განთავსდება. პარალელურად ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას “, - აცხადებს გიორგი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, „იონას საფუტკრის“ პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე, ბუდაპეშტის 11 ნომერში.