მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.8
-0.0395
flag
AZN 1.6014
-0.0083
flag
CNY 39.518
-0.0185
flag
EUR 3.1336
-0.0046
flag
GBP 3.6286
-0.0014
flag
KZT 56.66
0.0027
flag
TRY 0.0616
-0.0003
flag
USD 2.7223
-0.0142

2026 წელს „ჩირიფრუტი“ გაფართოებას და ახალ საწარმოში გადასვლას გეგმავს

news image

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტი“
რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განუცხადა.

„2026 წელს ვგეგმავთ ნატახტარში არსებული ფართის სრულად მოწყობას. დასრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და შიდა ინვენტარიზაცია, რის შემდეგაც კომპანია სრულად გადაინაცვლებს ნატახტარში, დიდ საწარმოში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას და ახალი ფილიალების დამატების შესაძლებლობას.

„ჩირიფრუტი“ - ტყლაპისა და ჩირის ოჯახური ბიზნესი ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა