2026-2028 წლებისთვის ჩვენს ქვეყანას დაემატება 300-მდე ახალი განთავსების ობიექტი - HSC Group Hospitality-ის დირექტორი
მენეჯმენტ კომპანიის HSC Group Hospitality-ის დირექტორი გიორგი დოლიძე 2025 წელს კომპანიისთვის რეკორდულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პერიოდად აფასებს. მისი თქმით, გაზრდილი დატვირთულობა, შემოსავლების სტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი მსხვილი პროექტების გახსნა თბილისსა და ბათუმში, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის გაფართოება, HSC Group Hospitality-ს საშუალებას აძლევს, რომ 2026 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით შეხვდეს.
Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში გიორგი დოლიძე ასევე საუბრობს საქართველოს ტურიზმის სექტორის აღდგენილ დინამიკაზე, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ზრდაზე და იმ გლობალურ ტენდენციებზე, რომლებიც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააძლიერებს.
- როგორ შეაფასებთ HSC Group Hospitality-ის 2025 წლის საქმიანობას, რა იყო წლის მთავარი მიღწევები და გამორჩეული პროექტები, როგორ აისახა ბაზრის ტენდენციები კომპანიის ოპერირებაზე, მომსახურების ხარისხსა და შემოსავლის სტრუქტურაზე, და რა გეგმებითა და ახალ პროექტებზე მუშაობით ხვდება კომპანია 2026 წელს?
- 2025 წელი იყო საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული ჩვენი კომპანიისთვის. შევძელით და გადაჭარბებით შევასრულეთ ის გეგმები და მიზნები, რომლებიც დასახული გვქონდა წლის დასაწყისში.
თბილისში, Glarros OldTown - ში 2025 - მა წელმა დადო ისტორიული და რეკორდული შედეგები, როგორიცაა წლიური საშუალო დატვირთულობა - 80%, ADR და ოქუფანსი გაზრდილი 10% - ით 2024 წელთან შედარებით. წელს მივიღეთ გახანგრძლივებული მაღალი სეზონი, რომელიც დაიწყო აპრილიდან და გაგრძელდა ოქტომბრის ბოლომდე, სადაც დატვირთულობა გვქონდა 92%, ხოლო ფასი კი 15%-20% მდე მომატებული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დაბალი სეზონით გამოირჩეოდა დამახასიათებზელზე მაღალი დატვირთულობით - საშუალოდ 70%, ფასი გაზრდილი 10% - ით. ჯამში, წლის განმავლობაში მოვემსახურეთ 35,000 - ზე მეტ სტუმარს, რაც 15% - ით მეტია 2024 წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერი, განსაკუთრებით კი მისი პირველი ნახევარი თბილისისთვის სტატისტიკურად იყო დაბალი სეზონი, წელს ყველანაირ მოლოდინგს გადააჭარბა, თვის პირველი ნაწილი 65%, ხოლო დღეს, 20 დეკემბრიდან ჩვენ 90% - 100% დატვირთვით ვმუშაობთ, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის იანვრის თვის ნაწილზეც - ახალი წლის შემდგომ პერიოდზე.
2025 წელს გავხსენით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - BlueSky Apart-Hotel ბათუმში. პროექტზე წინა წლებში დავიწყეთ მუშაობა და წელს ბათუმს შეემეტა 795 მაღალი კლასის აპარტამენტი 2 000 მდე საწოლი ადგილით, შესაბამისი მომსახურებით და ყველა იმ სერვისით, რაც საჭიროა აპარტ-ჰოტელისთვის. Blue Sky Tower წარმოადგენს დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით. უშუალოდ Blue Sky Apart-Hotel - ში საშუალოდ დასაქმებული იქნება 150 ადამიანი.
წელს კახეთში, უნიკალურ ლოკაციაზე გაიხსნა ახალი, მაღალი კატეგორიის სასტუმრო - Agarani Estate 56 ნომრით, რესტორნით, აუზითა და სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცით. HSC Group Hospitality 2024 წლიდან მის გახსნამდე ჩართული იყო პროექტის Pre-Opening - ის საკონსულტაციო მომსახურების ნაწილში.
HSC Group Hospitality მუდმივად ცდილობს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას, შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფას, სტანდარტების დანერგვის მაქსიმიზაციას, თანამშრომლების კმაყოფილებას და სტუმრის გამოცდილებაზე უწყვეტ ზრუნვას, რაც საბოლოო ჯამში აისახება თითოეული ტურისტის ბედნიერებასა და თანამშრომლების მოტივაციაზე, რაც საერთო ჯამში ქმნის მაღალი დონის ობიექტში მაღალი კლასის მომსახურებას და მცირედი წვლილი შეაქვს ქვეყნის შესაბამისი იმიჯის ფორმირებაში საერთაშორიზო ბაზარზე. დეტალები - ესაა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ელემენტი, რაზეც ვაკეთებთ მთავარ აქცენტებს, იქნება ეს პროექტის კონცეფციის სტადია, Pre-Opening, ბრენდის შერჩევა-შემოყვანა, თუ გახსნის შემდგომი მენეჯმენტი. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავამარტივოთ ინვესტორის გამოცდილება და მაღალი ხარისხის, ეფექტური მომსახურება შევთავაზოთ სასტუმროს დაპროექტებიდან მის გახსნამდე ერთი ფანჯრის პრინციპით. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად, ვნერგავთ ყველა აუცილებელ საჭირო საერთაშორისო სტანდარტს და პრაქტიკას. ვარგებთ მის ლოკაციას, პოტენციურ სეგმენტს, სამომავლო მოთხოვნებს, ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც თავისმხრივ ზრდის ობიექტის როგორც სამომავლო კონცეპტუალურ, ისევე უძრავი ქონების ერთიან ღირებულებას.
ვცდილობთ, ყოველწლიურად გავზარდოთ თანამშრომლების ხელფასები საშუალოდ 10%- ით, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა სასტუმროში შექმნილი დადებითი აურისთვის, სადაც სტუმარიც და სტაფიც ბედნიერია.
ახალი წელი თბილისისა და ბათუმის ობიექტებში 100% - ზეა შევსებული. წინასწარი რეზერვაციების მიღება ნოემბერში დაიწყო და ტრადიციულად, მიღებულია მხოლოდ გარანტირებული ჯავშნები. 25 დეკემბრიდან იწყება საახალწლო შემოსვლები და გასტანს 7 იანვრამდე. მოგეხსენებათ, დაბალ სეზონზე ახალი წელი უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან ყველა ნომერი ივსება და ამას მოყვება სხვადასხვა შემოსავალი F&B ისა და სხვა მიმართულებებიდან.
რეგიოებსა და თბილისში გვაქვს 7 სხვადასხვა მიმდინარე მშენებარე პროექტი, როგორც ბრენდული Upper Upscale პროექტები, ისე არაბრენდული, თუმცა ესეც მაღალი კლასის ბუტიკური სასტუმროები. აქტიურად ვმუშაობთ ბათუმში BlueSky Tower - ში Holiday Inn Resort - ის გახსნაზე, სადაც გვექნება 150 ოთახი, 375 საწოლი, რესტორანი, სპა, საკონფერენციო და გასართობი ზონები. ასევე, ვმუშაობთ Hilton - ის ერთ-ერთ ბრენდზე, რომელიც Lagoon Resort - ის კომპლექსში იქნება განთავსებული 150 ნომრით და სხვადასხვა სარეკრეაციო ინფრასტრუქტურით. Lagoon Resort - ის პროექტი ჯამში 450 ნომრამდე აერთიანებს საშუალოდ 1 100 საწოლი ადგილით.
2025 წელს დაგვემატა 4 ობიექტი, 3 კი 2023 წლიდანაა პროცესში, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს გვქონდა ახალი პროექტების დამატების ჭრილში 133% - იანი ზრდა. დღეის მონაცემბზე დაყრდნობით, 2026-2027 წლებში შემოგვემატება ჯამში 850 - მდე ოთახი მიმდინარე 7 პროექტის ფარგლებში (აქედან 4 საერთაშორისო ბრენდი), 1 900 - მდე საწოლი ადგილი და 500 - მდე ახალი სამუშაო ადგილი (დასაქმებული).
- როგორ შეაფასებთ საქართველოს ტურიზმის სექტორის მდგომარეობას 2025 წლის რეალობის გათვალისწინებით? რა ტენდენციები გამოიკვეთა 2024–2025 წლებში ტურისტული ნაკადების, ხარჯვის კულტურისა და მოგზაურობის მოტივების მხრივ? როგორ იმოქმედა გლობალურმა და რეგიონულმა ეკონომიკურმა მოვლენებმა ტურიზმის დინამიკაზე? როგორ იცვლება მოთხოვნა სასტუმრო სექტორში - იზრდება თუ არა მოთხოვნა პრემიუმ მომსახურებაზე, ან პირიქით, ბიუჯეტურ შეთავაზებებზე? რას ელოდებით 2026 წელს ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით?
- 2025 წელი ქვეყნის ტურიზმისთვის იყო საამაყო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეების პერიოდი, სადაც წლის დასაწყსისში და შემდგომ პერიოდებში ეფექტური, კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შედეგად, დაემატა არაერთი პირდაპირი რეისი ჩვენთვის სწორედ იმ მნიშვნელოვანი ბაზრებიდან, როგორიცაა ევროპა, ბრიტანეთი, ჩინეთი და ინდოეთი. დაანონსდა სკანდინავიური ქვეყნებიდან, კერძოდ კოპენჰაგენიდან 2026 ივნისში პირდაპირი მიმოსვლაც, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია ჩვენი სამიზნე სეგმენტის მოსაზიდად. აღსანიშნავია, რომ წელს ბევრი მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები განხორციელდა ევროპისა და სხვადასხვა სამიზნე ქვეყნებში, საიდანაც გვაქვს საშუალება, ვიმუშაოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ნაკადების ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული მარკეტინგული აქტივობები გამოირჩეოდა იმით, რომ უშუალოდ იყო მორგებული სწორედ იმ ბაზრებისა თუ ლოკაციების სპეციფიკაზე, რის ირგვლივაც მიმდინარეობდა პროცესები. თუ გადავხედავთ მარკეტინგის ბიუჯეტის პროცენტულ გადანაწილებას საერთაშორისო მასშტაბით, ვნახავთ, რომ უდიდესი ნაწილი - 60% მოხმარდა ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს შესაბამის პოპულარიზაციას, რეკლამას, ცნობადობის ამაღლებას, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან ევროპიდან & ბრიტანეთიდან ჩამოსული სტუმარი ყველასთვის სასურველი, მაღალმხარჯველუნარიანი და ქვეყნის ტურიზმის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა.
2025 წელი ფაქტობრივად გაუტოლდა 2019 წლის ნიშნულებს და ვხედავთ, რომ ტურიზმის აღდგენის საკმაოდ ნაყოფიერი, დამაჯერებელი და რეკორდული შედეგებია ქვეყანაში. რაოდენობრივი აღდგენა უკვე პრაქტიკულად დასრულებულია, ხოლო მთავარი დღის წესრიგი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების კიდევ უფრო მეტი მოზიდვა და სერვისის ხარისხის გაზრდაზე ზრუნვაა. ქვეყანას დაემატა უამრავი ბრენდული თუ არაბრენდული ობიექტი, საერთაშორისო ბრენდები დღითიდღე უფრო მეტ დაინტერესებას გამოხატავენ საქართველოს მიმართ. მათთვის ქვეყნის ცნობადობა და სტაბილურობა დამაჯერებელია და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად განვითარდნენ როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი შედეგია, რადგან თითოეული ახალი ბრენდის შემოსვლა პირდაპირპროპორციულია სტანდარტების, სერვისის ხარისხის და ქვეყნის - ლოკაციების ცნობადობის გაზრდის. ერთის მხრივ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იზრდება კონკურენცია, თუმცა აქვე მიყვება მოთხოვნაც და სწორედ ეს იყო 2025 წლის მაღალი დატვირთულობებისა და შესაბამისი ფასების განმსაზღვრელი გარემოება. პიკურ პერიოდებში იყო შემთხვევები, როდესაც OTA პლატფორმებზე მაღალი კლასის ობიექტების გამოცხადებული ფასები სცდებოდა მაგალიტად ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ანალოგიური ობიექტების გამოცხადებულ ფასებსაც, რაც საამაყოა.
ძალიან კარგი ინდიკატორი იყო საერთაშორისო დონის მომღერლების მოწვევის შედეგები, თბილისში ჩატარდა ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი, სადაც უამრავი ევროპელი ტურისტი იყო ჩამოსული, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად მაღალმხარჯველუნარიანობით როგორც სასტუმროს, ისე კვებისა და გართობის სხვადასხვა მიმართულბებზე. სეგმეტი იყო ძირითადად ახალგაზრდები, რომელიც ძირითადად გართობაში ხარჯავდნენ თანხებს და ამან ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ბაზარზე. ასევე, გვანახა, რომ აუცილებელია მეტი მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატატრება და საერთაშორისო დონის არტისტების მოზიდვა, რადგან ეს ყველაფერი კიდევ მეტად უსვამს ხაზს ქვეყნის პოპულარიზაციას, წევს ცნობადობას და ინტერესს. ამას მხოლოდ ერთჯერადი შედეგი არ ექნება ქვეყნისთვის, ეს გრძელვადიან პერიოდში კარგად იმუშავებს ჩვენს იმიჯზე. 2025 წელს ვნახეთ, რამდენი საერთაშორისო ბლოგერი ეწვია ჩვენს ქვეყანას, რომლებიც გამოირჩევიან უშუალოდ ტურისტული მიმართულებების შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარებაში და ჰყავთ ძალიან ბევრი აქტიური აუდიტორია, რომელთა დიდი ნაწილიც არის ჩვენი პოტენციური ვიზიტორი.
2026 წლისთვის ველოდებით კიდევ უფრო მეტ დივერსიფიცირებულ ბაზრებს, კიდევ უფრო მეტ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს, შესაბამისად გაზრდილ ფასებს, გაზრდილ მოთხოვნას და ა.შ. ვფიქრობ, ის ცალსახად მნიშვნელვანი სიახლეები და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიები სამიზნე ქვეყნებში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობა, გამოფენებზე მონაწილეობა, გაყიდვების მაქსიმიზაციაზე ზრუნვა ყველა შესაძლო რესურსით, არხით და სხვადასხვა დადებითი ტენდენციები, რისი მომსწრეც ჩვენ 2025 - ში გავხდით, ერთმნიშვნელოვნად იქონიებს პირდაპირ გავლენას 2026 წლის ტურიზმზე, ქვეყნის ეკონომიკისა და ზოგადად საქართველოს ტურისტული პოტენციალის გრძელვადიან პერიოდზე. ძალიან მიხარია ისეთი ტიპის დაგეგმილი აქტივობები როგორიცაა 2026 წლის ITB ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით რომ წარსდგება, ეს დიდ ყურადღებას მიიქცევს და ძალიან შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობისა და იმიჯის ზრდას. ყველას კარგად გვახსოვს ITB Berlin - ზე იგივე ტიპის გამოცდილება, გამოხმაურება და შედეგები. აღსანიშნავია ის, რომ 2026 წელს 20% - ზე მეტით იზრდება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მარკეტინგის ბიუჯეტი, რაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს მიზნობრივ ბაზრებზე და კიდევ უფრო მეტ ხმას მივაწვდენთ ჩვენთვის შესაბამის აუდიტორიას. 2026 წელს ველოდები კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ევროპელ ტურისტს საქართველოში, მეტ მაღალმხარჯველიან სტუმარს, მომსახურების ხარისხის მეტად გაზრდას, ქვეყნის ცნობადობის არეალის კიდევ მეტად გაფართოებას და კიდევ მეტ პირდაპირ ფრენას და მიმოსვლის გაზრდილ სიხშირეს ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრებიდან.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ის ფუნდამენტი და ღირებულებები, რომელიც იქმნება ქვეყნის ტურზმის 10-15 და 20 წლიანი კეთილდღეობისა და მდგრადი წინსვლისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად დასაფასებელი და საამაყოა.
მიმაჩნია, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენილი, პოზიციონირებული და აღქმულია, როგორც სტაბილურად მზარდი, უსაფრთხო და პრესტიჟული მიმართულება, სწრაფად პროგრესირებადი ეკონომიკით, რაც თავისმხრივ ზრდის დამაჯერებლობას და იმიჯს ინვესტიციებისა და ტურისტული შემოდინებების კუთხით.
მიხარია, რომ დღეს გაცილებით უფრო თამამები და ამბიციურები ვართ, როდესაც მივდივართ საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებზე პოტენციურ პარტნიორებთან, რადგან ზურგს გვიმაგრებს ის ფასეულობები, ღირებულებები და შესაძლებლობები, რაც წლების მანძილზე ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიაღწია. ბევრს ნიშნავს, როდესაც ახალ ბაზარს ელაპარაკები და ქვეყნის სხვა ყველა მიმზიდველობასთან ერთად პირდაპირ ფრენას სთავაზობ იმავე ბაზრის დედაქალაქიდან, ბევრს ნიშნავს, როდესაც უცხო ბაზარზე აპირებ შესვლას და შენი ქვეყნის შესახებ უკვე ბევრი დადებითი რამ იციან.
ჩემი აზრით, 2026 წელს აუცილებლად გაიზრდება მოთხოვნა, გაიზრდება ვიზიტორების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ციფრები მინიმუმ 10% - ით. ასევე, ფაიფლაინში ვხედავთ რომ 2026 – 2028 წლებისთვის ჩვენს ქვეყანას დაემატება 300 - მდე ახალი განთავსების ობიექტი, საშუალოდ 18 000 ოთახით და 38 000 საწოლით. აქედან, ვიცით, რომ 25 ობიექტი იქნება საერთაშორისო ბრენდით წარმოდგენილი. ეს გვანახებს იმას, თუ რამდენად მზარდი და მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო წამყვანი ბრენდებისთვის და რამდენად ცდილობენ რომ ხელი შეუწყონ ინვესტორებს და თითქმის ყველა მათგანი იყოს შესაბამისად პოზიციონირებული საქართველოში ბრენდთან ერთად. მათ შორის არიან ისეთი ბრენდებიც, რომელთა ჯგუფში შემავალი ქვე-ბრენდები ქვეყანაში 5-10 ერთეული ობიექტითაც კი არიან წარმოდგენილები. თუ გადავხედავთ 10-15 წლის წინა პერიოდს, გავიხსენებთ, თუ რა ბიუროკრატია, სხვადასხვა კვლევები და მტკიცება გვჭირდებოდა ამა თუ იმ საერთაშორისო ბრენდთან თუ ინვესტორთან საუბრისას, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ქვეყნის პოტენციალში, თუმცა დღეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, ეს ყველაფერი გადალახულია, ქვეყანა თავის სათქმელს საერთაშორისო ბაზარზე შესაბამის დონეზე ამბობს და უამრავი გზაა გაკვალული სხვადასხვა კარგი საქმეების საკეთებლად.
მე მეამაყება, რომ ჩემს გუნდთან და კომპანიასთან ერთად ვარ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის მოკრძალებული ნაწილი და მცირედი წვლილი შეგვაქვს მის განვითარებაში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ინვესტორს, რომლებიც არ ზოგავენ ენერგიასა და ფინანსურ რესურსს, განახორციელონ მასშტაბური პროექტები საქართველოში, დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ჩვენთვის მათთან მუშაობა, გამოცხადებული ნდობა კი გვაძლევს უდიდეს მოტივაციას, შევქმნათ მაღალი ხარისხის პროდუქტი, კონცეფციებისა და სტანდარტების ჭრილში მივცეთ სწორი მიმართულება სასტუმროს პროექტებს დასაწისიდანვე, რაც სამომავლოდ პირდაპირპროპორციულად ეფექტიანი იქნება როგორც კონკრეტულად ობიექტების, ისე მათი ლოკაციების განვითარებისთვის.
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს სტაფს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ 24/7 - ზე, რათა ჩვენთან მოსული თითოეული სტუმარმა იგრძნოს მაქსიმალური კონფორტი და დადებითი ემოციებით იყვნენ ჩვენი ქვეყნისადმი განწყობილი. მათ გარეშე, დამეთანხმებით, ვერანაირი სერვისი და საოპერაციო გარემო ვერ იარსებებს. სწორედ მათზეა დაფუძნებული ამა თუ იმ სასტუმროში შექმნილი თბილი გარემო და ა.შ.
ძალიან მადლიერები ვართ ყველა ჩვენი პარტნიორი ტურისტული თუ სხვადასხვა კომპანიების, რომლებიც წლების მანძილზე უწყვეტად გვეთანამშრომლებიან, გვერდში გვიდგანან, გვიგზავნიან უამრავ ტურისტს, ზრუნავენ როგორც სასტუმროს, ისე ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე საერთაშორისო მასშტაბით, იღებენ ყველა საჭირო გამოფენასა და ვორქშოფში მონაწილეობას, იზიდავენ ვიზიტორებს ახალი ბაზრებიდან და ძალიან დიდ რესურსს დებენ ტურიზმის ინდუსტრიაში.
ასევე, დიდ მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო ბრენდს, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოში და წლიდან წლამდე ზრდის რაოდენობას და არეალს ქვეყნის რეგიონებშიც. დასაფასებელია, როდესაც უმსხვილესი ბრენდების მხრიდან არის ასეთი მეგობრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ.
განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ბრენდებს, მათ გუნდს და წარმომადგენლებს, რომლებთანაც უშუალოდ გვაკავშირებს პირდაპირი პარტნიორული ურთიერთობები საერთო პროექტების მიმართულებით. თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან ჩვენთვის დიდი პატივი და მოტივაციაა. ვიზიარებთ მათ გამოცდილებას, ვახორციელებთ ეფექტურ პროექტებს. მათი ჩართულობა დიდ ფასეულობას და ღირებულებას სძენს ამა თუ იმ ლოკაციასა და უშუალოდ ობიექტებს. სწრაფად ზრდის სასტუმროს ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით, გხდის მეტად კონკურენტუნარიანს და სხვა უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად გიზიარებს სიღრმისეულ პრაქტიკულ, ეფექტურ გამოცდილებებს მართვის პროცესში.
სხვა სიახლეები
2026-2028 წლებისთვის ჩვენს ქვეყანას დაემატება 300-მდე ახალი განთავსების ობიექტი - HSC Group Hospitality-ის დირექტორი
01.01.2026.10:00