2025 წლის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების TOP 5
2025 წლის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების TOP 5 უკვე ცნობილია. ინფორმაცია Business Insider Georgia-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
ამ მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ ქვეყნის ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიას:
შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/10/1997. მისი დირექტორია ივანე მაჭავარიანი, ხოლო დამფუძნებელი IDS Borjomi Beverages Co.N.V.
სს არ ემ ჯი კოპერი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 31/01/1996. მისი გენერალური დირექტორია ჯონდო შუბითიძე.
სს რუსთავის აზოტი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 13/09/2016. გენერალური დირექტორი - ჯეი პრაკაშ ჯაჯუ.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2004. პარტნიორები: 27.225% - გიორგი გულაშვილი, 27.9% - ლევან სურგულაძე, 34.875% - გიორგი სურგულაძე, 10% - დავით გულაშვილი.
შპს ტოიოტა კავკასია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 18/01/2006, პრეზიდენტი - ტოშინარი საკაბე. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18 529.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11 238.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტია.
სხვა სიახლეები
„ღვინის ემოცია“ 2026 წელს ახალი მოდელების შექმნასა და გაყიდვების ქსელის გაფართოებას გეგმავს
21.01.2026.16:00
„ღვინის ემოცია“ სუვენირებისა და სამკაულის ქართული ბრენდია, რომელიც 2020 წელს დაარსდა და ქმნის პროდუქციას საქართველოსა და ვაზის თემატიკით. კომპანიას უჭირავს მოწინავე ნიშა ამ კუთხით და ამართლებს თავის მთავარ სლოგანს: „საუკეთესო ქართული საჩუქარი!“ 2025 წლის შედეგებსა და 2026 წლის გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, თამარ აბულაძეს ესაუბრა.

„2025 წლის ჭრილში, „ღვინის ემოციამ“ გაზარდა წარმოება და არაერთი წარმატებული B2B პროექტი განახორციელა. ასევე, შექმნა რამდენიმე ახალი, პრემიალური მოდელი, რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული. „ღვინის ემოციას“ პროდუქციას აქვს თავისი დამახასიათებელი ხელწერა, რომელიც გამორჩეულია მსგავსი ნაკეთობებისგან. სწორედ ეს არის ბრენდის ერთ-ერთ დიდი მიღწევა და უნიკალურობა.

„ღვინის ემოცია“ დიდ ყურადღებას აქცევს ინდივიდუალიზმს და თითოეული მოდელი დიდი ყურადღებითა და ინდივიდუალური დიზაინით იქმნება. მთავარი ფაქტორი არის ქართული მეღვინეობის ისტორიისა და ყურძნის ჯიშების ზედმიწევნით ცოდნა, რაც სამკაულსა და სუვენირს მაქსიმალურად რეალურსა და შთამბეჭდავს ხდის.
„ღვინის ემოცია“ იყენებს უმაღლესი ხარისხის, ნარჩევ ნატურალურ ქვებს, ბრინჯაოს და მარმარილოს. ასევე აღსანიშნავია, გამორჩეული და ძვირფასი ბრენდული შეფუთვა და პასპორტი, რომელიც ნივთებს ახლავს თან. პასპორტი ქართულ და ინგლისურენოვანია. მასში საქართველოზე საინტერესო ცნობები წერია, რაც საუკეთესო კუთხით აცნობს ჩვენს ქვეყანას უცხოელ სტუმრებსა და პარტნიორებს.

გასულ წლებთან შედარებით, 2025 წელს „ღვინის ემოციის“ სუვენირებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. კომპანიას უკვე აქვს საკმარისი ცნობადობაც და ასევე ხარისხიანი პროდუქციისა და სანდო პარტნიორის ავტორიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე პოპულარი და გაყიდვადი პროდუქტი არის ქვევრი და საქართველო, ასევე ბრინჯაოს ბროში საქართველო, ქართული მტევანი ქვევრში და წლის ბოლოს შექმნილი, პრემიალური სუვენირი ვაზი და ყურძნის მტევანი.

2026 წელს დაგეგმილია ახალი მოდელების შექმნა და გაყიდვების ქსელის გაფართოვება. აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებით. ვგეგმავთ კორპორატიულ თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან. რაც მთავარია კვლავ ვინარჩუნებთ უმაღლეს ხარისხსა და მაღალი სტანდარტის მომსახურებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია “, - აცხადებს თამარ აბულაძე.
ღვინის ემოცია - საუკეთესო ქართული საჩუქარი!
მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3/31
მაღაზია: #გადაეციემოცია