2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 9.5%-ით მეტი ბინა გაიყიდა - Galt & Taggart
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული.
Galt & Taggart-ში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, 23.4%-ით გაიზარდა.
„პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 0.5%-ით შემცირდა. ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად ზრდას აჩვენებს. გამოკითხვის მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 37.4%-ით გაიზარდა“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.