2025 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეცხრედ ხორციელდება. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, 23 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით ნომინირება გაუწიოს მასწავლებლებს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე www.tprize.ge
მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
მასწავლებლების ჯილდო სამ ეტაპად გაიმართება:
• კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება;
• მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ათეული შეირჩევა;
• მესამე ეტაპზე ხუთი ფინალისტი დასახელდება.
5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება.
კონკურსანტთა შერჩევა 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდება. ჟიურის წევრები არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები - EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.08.2025.10:12
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა - „სილქ როუდ ჯგუფმა” სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა, რომელიც “აჭარა ჯგუფის” საკუთრებაში იყო. თიბისი კაპიტალმა ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის როლი შეასრულა.
თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის ჩართულობით შეთანხმება უმოკლეს ვადაში, ორ თვეზე ნაკლებ დროში, განხორციელდა. გაყიდვის პროცესი მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.
ბაკურიანში 2019 წლიდან გახსნილი Rooms Kokhta 95 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ახალ ბრენდზე, ობიექტის მართვასა და განვითარებაზე “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანია “სილქ ჰოსფითალითი” იზრუნებს. ახალი მფლობელების მიზანია, სასტუმრო გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულების წერტილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
“სილქ როუდ ჯგუფსა” და “აჭარა ჯგუფს” შორის ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის შერწყმა/შეძენის მე-9 გარიგებაა. საინვესტიციო ბანკს ამ მიმართულებით 3 ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში - ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.
„თიბისის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ ამ ორ ჯგუფს შორის გარიგება სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და შემდგომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წარმატებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ამ მიმართულებაში ახალ გარიგებებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„თიბისი ბანკი აჭარა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ჩვენს გუნდსა და სამომავლო ხედვას პირველივე ნაბიჯებიდან ენდობა და ფინანსურ პარტნიორობას უწევს. თიბისი კაპიტალთან კი აჭარა ჯგუფი მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რაც არაერთ წარმატებულ პროექტში გამოიხატება, მათ შორის, ამ შეთანხმებაში. წარმატებას ვუსურვებთ „სილქ როუდ ჯგუფს“ როგორც სასტუმროს, ასევე რეგიონის განვითარების ხედვის განხორციელებაში“,- ლუკა თავზარაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.
“მოხარული ვართ, რომ გარიგება “აჭარა ჯგუფთან” წარმატებით დაიხურა. “სილქ ჰოსფითალითის” პორტფელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივი შეემატა. ქონების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს საოპერაციო კუთხით სასტუმროს გადმობარებას. “სილქ როუდ ჯგუფი” და მისი დამფუძნებლები ათწლეულებია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებენ სამთო-სათხილამურო სპორტს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხედვის კვალდაკვალ კიდევ უფრო დიდი შემართებით მოხდება ბაკურიანის კურორტისა და კონკრეტულად სასტუმროს განვითარება”,- ნონა ონიანი, “სილქ როუდ ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.