2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.7 %-ით გაიზარდა - საქსტატი
2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.3 პროცენტით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.8 პროცენტით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9 პროცენტით.
2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.78 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.9 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.0 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 5.09 და 0.24 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2 პროცენტით.
სხვა სიახლეები
ბიოქიმფარმის ფაგების საწარმოს CDC-ის (ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის) ყოფილი სამედიცინო დირექტორი, მიჩელ ვოლფე ესტუმრა
06.02.2026.13:33
ბიოქიმფარმის ფაგების საწარმოს CDC-ის (ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის) ყოფილი სამედიცინო დირექტორი, მიჩელ ვოლფე ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საწარმოო ტურზე ბიოქიმფარმის გუნდმა უმასპინძლა. მათ მოინახულეს ახლად მოდერნიზებული, GMP სტანდარტის, ფაგების ისტორიული საწარმო, სადაც პრეპარატი ფაგიო®-სა და ფაგების პრეპარატების წარმოების პროცესს გაეცნენ. კომპანიის გენერალურ მენეჯერთან, რატი ღოლიჯაშვილთან ერთად, მხარეებმა განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები, ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური პრობლემის პირობებში ფაგების განსაკუთრებული მნიშვნელობა და მისი პოტენციალი თანამედროვე მედიცინაში.
„ინფექციებსა და ანბიტიოტიკორეზისტენტობას არ გააჩნიათ გეოგრაფიული საზღვრები. ისინი ერთნაირად ქმნიან პრობლემას, როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია რომ ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, საუკეთესო პრაქტიკით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ურთიერთთანამშრომლობით გავუმკლავდეთ ამ საკმაოდ კომპლექსურ პრობლემას, რასაც ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური გამოწვევა ქვია. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობასთან ბრძოლაში ქართული ფაგებითა და ფაგოთერაპიით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია.
სასიამოვნოა რომ ვუმასპინძლეთ ჩვენს ძვირფასს სტუმარებს და ახლა უკვე მეგობარს. ჩვენთვის საამაყოა რომ ფაგებითა და საქართველოთი, როგორც ფაგების წარმოების პიონერი ქვეყნით ინტერესდებიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით კი ისეთი გამოცდილების ადამიანები როგორიც ბატონი მიტჩელ ვოლფია, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სამედიცინო დირექტორის პოზიციას. შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ პოტენციური პარტნიორობის დეტალები და ვიმედოვნებთ მომავალში ვითანამშრომლებთ ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ - რატი ღოლიჯაშვილი, ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.