2025 წლის 5 თვეში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა Galt & Taggart
მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით
6.4%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული.
ირკვევა, რომ 2025 წლის ივნისში, Galt & Taggart-მა ჩაატარა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:
„2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით
6.4%-ით გაიზარდა. ამასთან, გაყიდვები მაისში წლიურად 48.1%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის მაისის
რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის
მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა.
• პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი
დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
• 2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
უბნების მიხედვით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობით, დიდი დიღომი (3,386) ლიდერობს, ხოლო შემდეგ მოდის საბურთალო (2,755) და სამგორი (2,153).
უძრავი ქონების ფასები პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე უბნების მიხედვით ასე გამოიყურება: ვაკე (2,467 დოლარი), საბურთალო (1,556 დოლარი), კრწანისი (1,511 დოლარი) და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.07.2025.14:00
ONEX-ის კიდევ ერთი ახალი ფილიალი ახალქალაქში გაიხსნა. rogorc როგორც Business Insider Georgia-სთან ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ადამიამ განუცხადა, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით ONEX განაგრძობს ზრდასა და სერვისების განვითარება.
სულ ახლახან, კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა — ახალქალაქში გაიხსნა ONEX-ის ახალი სერვის ცენტრი, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურების შექმნას.
ახალქალაქში ONEX-ის ახალი სერვის ცენტრი ძერჟინსკის №3-ში მდებარეობს.
“ახალქალაქის ფილიალი კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ მომხმარებლებთან უფრო ახლოს ვიყოთ, გავუმარტივოთ ამანათის სწრაფად მიღების პროცესი და უფრო სასიამოვნო გავხადოთ ონლაინ შოფინგი. მომხმარებლებს შეუძლიათ უკვე განაახლონ თავიანთი შეკვეთის მიწოდების მისამართი ONEX-ის ვებსაიტზე, ან აპლიკაციაში და მიიღონ ამანათები ახალგახსნილ სერვისცენტრში,”- განაცხადა კომპანია ONEX-ის მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ ადამიამ.
ამასთანავე, თბილისში ONEX-მა სულ ახლახან გაუშვა უფასო სახლში მიტანის სერვისი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ამანათები მარტივად, საცობების, რიგებისა და სერვისცენტრში მისვლის გარეშე, პირდაპირ სახლში მიიღონ. ახალი საკურიერო სისტემა, რომელიც კომპანიამ დანერგა უზრუნველყოფს მეტ კომფორტს და დაუზოგავს მომხმარებლის დროს, ფულს და ენერგიას.
ONEX აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და კიდევ მრავალი სიახლე და სერვისი ელოდება მომხმარებლებს უახლოეს მომავალში.
ONEX საერთაშორისო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, ხოლო საქართველოში შვილობილი კომპანია ოფიციალურად, 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ - ში გაიხსნა. კომპანიის ორი მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოირჩევა არის ინოვაციურობა და სისწრაფე.
ONEX-ი მრავალ ინოვაციურ IT გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის IT გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია - Onex Georgia და ვებ-გვერდი - Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია.
ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support, კომპანიის IT გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.
ONEX - ის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორებიცაა Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret, ebay, Taobao, Pinduoduo, Inditex Group-ში შემავალი მაღაზიები და სხვა.
ONEX - ის მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ასევე ავტომატიზებული გამცემი პუნქტი ე.წ Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები.
მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.