მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.8
-0.0052
flag
AZN 1.5614
-0.0009
flag
CNY 39.274
-0.0027
flag
EUR 3.0787
-0.0048
flag
GBP 3.5605
-0.0041
flag
KZT 54.25
-0.0026
flag
TRY 0.0573
-0.0001
flag
USD 2.6543
-0.0011
news banner

2025 წელს საერთო ჯამში ვასრულებთ 80%-იანი დატვირთულობით - HSC Group Hospitality-ს დირექტორი

news image
mbc image

ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, - ამის შესახებ მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე აცხადებს. მისი თქმით, 2025 წელი იყო ბევრი სიახლე, რაც ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. 

„2025 წელი იყო მართლაც საამაყო წელიწადი და იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეების პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ ვიხილეთ წლის დასაწყისში ამდენი ახალი ავიამიმოსვლა და პირდაპირი ფრენა საქართველოში ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ევროპის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრიტანეთის. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები. 2025 წელს საერთო ჯამში ვასრულებთ 80%-იანი დატვირთულობით - ჯამში მოვემსახურეთ  33 000 ტურისტს - და 10%-ით გაზრდილი ფასით. იმ სიახლეებისა და ფუნდამენტური, კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შედეგებს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ ვიხილავთ 2026 წელს და გრძელვადიან პერიოდში. 

მაღალ სეზონზე მივაღწიეთ პიკურ დატვირთვას თბილისში - ეს იყო 92%. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონის პიკურ პერიოდებში, იყო მომენტები, როდესაც მაღალი კლასის, ბრენდული სასტუმროების გამოცხადებული ფასები ზოგ შემთხვევაში, აჭარბებდა კიდეც მაგალითად ევროპის სხვადასხვა ანალოგიური ტიპის სასტუმროების გამოცხადებულ ფასებს.

 

რაც აჭარბებდა ევროპის სხვადასხვა ქალაქების ობიექტების გამოცხადებულ ფასებს“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.  
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარესი

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი

17.06.2026.18:35

დღეს ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მზის ენერგია კი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც კომპანიებს არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვაში, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციასა და ფინანსური სარგებლის მიღებაშიც ეხმარება.

თუ გსურთ გაიგოთ, რა ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია მზის ენერგიის გამოყენებას თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის, რა ეტაპები უნდა გაიაროთ მზის ელექტროსადგურის მშენებლობისას საქართველოში და რა უნდა გაითვალისწინოთ ამ პროცესში,  Businesscourse.ge-ზე შეგიძლიათ სრულად დაფინანსებული კურსი გაიაროთ.

კურსს უძღვება Helios Energy-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია, რომელიც გაგიზიარებთ როგორც ტექნიკურ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით.

კურსის ფარგლებში გაიგებთ:

• როგორ ვითვისებთ მზის ენერგიას;

• რა უპირატესობები აქვს მზის ენერგიის გამოყენებას;

• როგორ მუშაობს მზის ელექტროსადგური;

• როგორ შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება საკუთარი მოხმარების შესამცირებლად;

• რას წარმოადგენს ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურები;

• რა დაფინანსების წყაროები არსებობს მსგავსი პროექტებისთვის;

• როგორ განისაზღვრება პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა;

• რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად კომპანიები და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება;

• როგორია მზის ენერგიის მომავალი და თანამედროვე ინოვაციები.

Businesscourse.ge საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს პრაქტიკულ და სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს. პლატფორმაზე ამჟამად 70-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი, პროგრამებზე უკვე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა.

კურსები მუდმივად ახლდება და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული ცოდნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა