მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7108.3
-0.004
flag
AZN 1.585
-0.0002
flag
CNY 38.645
-0.0055
flag
EUR 3.1497
-0.0053
flag
GBP 3.6226
0.0091
flag
KZT 53.25
0.0004
flag
TRY 0.0622
0
flag
USD 2.6946
-0.0004

2025 წელს მომხმარებელთა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 53%-ით გაიზარდა - Hamptons & Soles

news image

2025 წელი, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ჩვენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბრენდული ჩანთების, ფეხსაცმელებისა და ქურთუკების დელიკატური წმენდისა და რესტავრაციის კომპანია Hamptons & Soles -ის დამფუძნებელმა, ირაკლი ბაღოშვილმა, განუცხადა.

„2025 წელი, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ჩვენთვის ძალიან დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა. დავნერგეთ ისეთი სიახლეები, რომლებსაც საქართველოში პრაქტიკულად ანალოგი არ ჰქონდა და ბაზარზე შემოვიყვანეთ მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ კლასის ბრენდი Saphir.

დავიწყებ წლის ბოლოდან და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით: Hamptons & Soles გახდა ფრანგული Saphir-ის ოფიციალური ამბასადორი და ავტორიზებული რითეილერი საქართველოში. ეს არის აღიარება, როდესაც გლობალური პრემიუმ კლასის ბრენდი, რომელიც ცნობილია ხარისხის საერთაშორისო ჯილდოებით, გვენდობა სტანდარტის, ცოდნისა და ბრენდის რეპუტაციის დაცვაში.

ამავე კონტექსტში, 2025 წელს გახსნილ ჩვენს სერვის-შოპში ვუმასპინძლეთ Saphir-ის პრეზიდენტს და ბიზნეს განვითარების მენეჯერს. ვიზიტის ფარგლებში გუნდმა გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, ჩატარდა პრაქტიკული მასტერკლასები, ასევე გვქონდა შეხვედრები მომხმარებლებთან. შედეგად, სერვის-შოპის ასორტიმენტს დაემატა მაღალი კლასის არაერთი ახალი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს შეუძლია ადგილზევე დატესტოს და მიიღოს პრაქტიკული კონსულტაცია/მასტერკლასი. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ვასწავლოთ კოსმეტიკის სწორად გამოყენება, რათა ძვირფასი ნივთების მოვლა იყოს უსაფრთხო და სწორი ყოველდღიურ რეჟიმში.

ოპერაციული შედეგებით 2025 წელი ასევე ძლიერი აღმოჩნდა: მომხმარებელთა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 53%-ით გაიზარდა - ეს არის მკაფიო ინდიკატორი, რომ პრემიუმ მოვლის სეგმენტში მოთხოვნა და ხარისხზე ორიენტირებული არჩევანი მნიშვნელოვნად იზრდება. ამ ზრდის პარალელურად ბაზარს მუდმივად ვთავაზობთ ახალ სერვისებს; სერვის-შოპის გარდა 2025 წელს დავამატეთ ახალი მიმართულება - Solo Concierge.

Solo Concierge არის Hamptons & Soles-ის პრემიუმ კლასის ინდივიდუალური მომსახურების პროგრამა, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს პირადი გარდერობის ასისტენტი/კონსულტანტი, რომელიც სრულად მართავს მის ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს. პროგრამა მოიცავს:

• დისტანციურ მომსახურებას — ფილიალში მოსვლის გარეშე;

• პირად კონსულტანტს, რომელიც იცნობს მომხმარებლის გარდერობს, ნივთების ისტორიას და საჭიროებებს;

• მოვლის კალენდრის მართვას — რა როდის სჭირდება ნივთს (წმენდა/დატენიანება/დაცვა/შენახვა);

• პროდუქციის პერსონალურ შერჩევას — კონკრეტული ნივთისთვის შესაბამისი კრემი/სპრეი/ბალზამი;

• კურიერის მომსახურებას — ნივთის აღება/მიტანა;

• მომხმარებლის დროის ეკონომიას — რადგან პროცესს მთლიანად მართავს Solo ასისტენტი “, - აცხადებს ირაკლი ბაღოშვილი.

ცნობისთვის, კომპანია 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ამ ეტაპზე ორ ფილიალს აერთიანებს. ფილიალები მდებარეობს: ილია ჭავჭავაძის გამზირი №37 (Axis Towers), ძმები კაკაბაძეების ქ. №7 (რუსთაველის „მაკდონალდსთან“).

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა მორიგი წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს

23.01.2026.15:42

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა სასწავლო-პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა კვერცხიდან მოზარდეულის ხელოვნურად გამოსაჩეკ აპარატში (ინკუბატორი) 20-მდე წიწილა და 30-ზე მეტი, ორი განსხვავებული ჯიშის, ჩოჩორი (მწყერის ბარტყი) წარმატებით გამოიჩეკა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ამ ტიპის პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ თანამედროვე მეცხოველეობის ტექნოლოგიებს, სიღრმისეულად შეისწავლონ ინკუბაციის პროცესი და დააკვირდნენ ფრინველთა განვითარების ეტაპებს კვერცხიდან მოზარდეულობამდე. მსგავსი ექსპერიმენტები ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ რეალური პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია სამომავლო კარიერისთვის აგრარულ და მეცხოველეობის მიმართულებებში.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მანანა ცინცაძემ, სტუდენტებს სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნა. ლიანა თარგამაძის განცხადებით, მანანა ცინცაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი ეფუძნება თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია თანამედროვე აგრარული და მეცხოველეობის დარგში წარმატებული საქმიანობისთვის.

„მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც სტუდენტებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ხელმძღვანელის, მანანა ცინცაძის მიერ შექმნილი სასწავლო გარემო სრულად პასუხობს თანამედროვე აგრარული განათლების მოთხოვნებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, გაეცნონ ინკუბაციის პროცესს და პრაქტიკაში აითვისონ მეცხოველეობის თანამედროვე მეთოდები. მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებში ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას და მომავალში მათ ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან სპეციალისტებად”, - აცხადებს ლიანა თარგამაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა