2025 წელს კრისტალმა ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 230 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
მიკრობანკმა კრისტალმა 2025 წელს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 230 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოზიდული საკრედიტო რესურსი წარმოადგენს მნიშვნელოვან განაცხადს როგორც კრისტალის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
გამორჩეული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული 10 მილიონი დოლარის და ასევე ევროსაბჭოს განვითარების ბანკთან (CEB) 8 მილიონი ევროს ხელშეკრულებები. ასევე, წლის ჭრილში $7.5 მილიონის სუბორდინირებული სესხის მიღება Triplejump-ის ფონდებიდან. ჯამში კომპანიამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 20-მდე ტრანზაქცია შეასრულა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს ავტორირეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია SCOPE Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგი ‘B+/Stable’-ზე დაადგინა. რეიტინგი ადასტურებს კრისტალის მძლავრ შემოსავლიანობას, წარმატებულ ტრანსფორმაციას, აქტივების სანდო ხარისხსა და სტაბილურ ლიკვიდობას, რაც განპირობებულია კომპანიის მენეჯმენტის სიძლიერით, და წამყვანი ინსტიტუციური აქციონერების მხარდაჭერით.
„მიკრობანკის ლიცენზიის მიღების და ოპერირების წარმატებულად დაწყების შემდეგ კრისტალი აფართოებს ფინანსური პარტნორების წრეს და მჭიდროდ თანამშრომლობს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, რაც საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ არა მხოლოდ კომპანიის განვითარება, არამედ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ბიზნესის განვითარებაში. როგორც მიკრობანკი, ფოკუსირებულები ვართ ბიზნესების მხარდაჭერაზე, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობასა და მათზე მორგებული ახალი პროდუქტების შექმნაზე, რაც თავისთავად ახდენს პოზიტიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.
საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობას მიკრობანკი „კრისტალი“ 2026 წელსაც აქტიურად გააგრძელებს.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
სხვა სიახლეები
ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონულ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნესგარემოს - მარიამ ქვრივიშვილი
14.03.2026.17:29
„საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ, ტურბულენტურ დროში შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა, რომელიც ემყარება რეგიონული თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ხედვას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშვიდობის პოლიტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოება და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი პროექტების განვითარება უზრუნველყო. მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმ ხედვასა და გეგმაზე, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით აქვს.
„ფაქტია, რომ რეგიონში მიმდინარე ომები არამხოლოდ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, არამედ გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ეკონომიკისთვის. ამ ფონზე ერთადერთ სწორ გზად გვესახება მშვიდობის ტოტალური დაცვა, საერთო ინტერესებზე აგებული თანამშრომლობა და სამშვიდობო პოლიტიკის უპირატესობების დემონსტრირება. ეს პოლიტიკა ბადებს ნდობას და ეს ნდობა გაამყარა ხელისუფლების მედეგობამ, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო ნათლად აჩვენებს თავის პოლიტიკას და განაგრძობს იყოს საიმედო პარტნიორი.
„საქართველოს ეკონომიკის ზრდა და განვითარება ჩვენს მიერ წარმოებული და აღწერილი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონულ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნესგარემოს. შედეგად ვიღებთ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგია გააჩნია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.