მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7079.8
0.0016
flag
AZN 1.5865
0.0002
flag
CNY 38.621
0.0015
flag
EUR 3.1595
0.008
flag
GBP 3.6515
0.0224
flag
KZT 53
0.0022
flag
TRY 0.0627
0
flag
USD 2.6974
0.0006

2025 წელი Sugar Free - სთვის გარდამტეხი და განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

news image

Sugar Free ქართული ტკბილეულის ბრენდია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით ოთხი წელია ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელი Business Insider Georgia-სთან 2025 წელს აფასებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი Sugar Free-სთვის გარდამტეხი და განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს იყო წელი, როდესაც ბრენდმა საკუთარი ნიშა მკაფიოდ დაიკავა და ბაზარზე ძლიერი პოზიციონირება შეიქმნა. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ინდივიდუალური შეკვეთები, მკვეთრად გაძლიერდა B2B მიმართულება, მზარდია ონლაინ შეკვეთებიც.

მთავარი მიღწევა ალბათ მომხმარებლების მაღალი დაბრუნების მაჩვენებელი იყო, რაც მიუთითებს პროდუქტისადმი ნდობაზე და გემოსა და ხარისხის მიმართ კმაყოფილებაზე.

რაც შეეხება 2026 წელს, ვგეგმავთ გავაძლიეროთ B2B მიმართულება, გავაფართოვოთ პროდუქციის ხელმისაწვდომობა და გავზარდოთ პროდუქციის ასორტიმენტი “, - აცხადებს რუსუდან კვანტალიანი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის Sugar Free თბილისში ორი ფილიალითაა წარმოდგენილი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image LoveStars -ი 2025 წელსა და სამომავლო გეგმებზე

06.01.2026.18:00

2025 წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ბრენდისთვის. მიუხედავად ამისა მთელი წლის განმავლობაში ვაგრძელებდით მუშაობას და განვითარებას , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს LoveStars - ის თანადამფუძნებელმა, სალი სულთანიშვილმა განუცხადა.

„2025 წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ბრენდისთვის. მიუხედავად ამისა, მთელი წლის განმავლობაში ვაგრძელებდით მუშაობას და განვითარებას. ვცდილობდით არ გავჩერებულიყავით და მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა სხვადასხვა სიახლეები. ვფიქრობთ რომ ეს შევძელით და 2025 წელს ძალიან ჯადოსნური ამბით ვასრულებთ, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომხმარებლების ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური და ფერადი გავხადოთ “, - ამბობს სალი სულთანიშვილი.

2026 წელს ბრენდი კოლექციების განვითარებასა და ბაზრის გაფართოებას გეგმავს.

„2026 წელს ყურადღებას გავამახვილებთ კოლექციების განვითარებაზე, დიზაინის მრავალფეროვნებასა და ბაზრის გაფართოებაზე. ასევე განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატებას და ბრენდის პოზიციონირების კიდევ უფრო გამყარებას. ფოკუსს გავაკეთებთ ციფრულ განვითარებაზე, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ვებ-გვერდის შექმნაზე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ბრენდი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, LoveStars-ის მაღაზიები თბილისში, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N22-სა და ირაკლი აბაშიძის ქუჩა N33-ში მდებარეობს. მაღაზიები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა