2025 წელი საკმაოდ პროდუქტიული იყო - გურამ ბაღდოშვილი
ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ვინაიდან ყველასთვის ღიად გაჟღერდა წლის შემაჯამებელი ციფრები, - ამის შესახებ რესტორატორმა გურამ ბაღდოშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სექტორის 2025 წლის შედეგები მიმოიხილეს.
„საუბარი იყო პრობლემებზეც და ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი საკმაოდ პროდუქტიული იყო. ჩვენ კი ველოდებით მომავალ წელს და დიდ იმედებს ვამყარებთ“, - აღნიშნა ბაღდოშვილმა.
შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა
18.12.2025.16:23
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პრაქტიკული ციფრული უნარების გასაძლიერებლად კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა.
კურსი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ, გაიგონ:
• როგორ შექმნან პროფესიონალური ვიზუალური კონტენტი Canva-ს დახმარებით;
• როგორ მოამზადონ სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და სარეკლამო მასალები ერთიანი ვიზუალური სტილით;
• როგორ გააძლიერონ ბრენდის აღქმა ციფრულ არხებში მინიმალური რესურსებით;
• როგორ გამოიყენონ Canva, როგორც ყოველდღიური მარკეტინგული ინსტრუმენტი.
კურსს უძღვება ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი, რომელიც მონაწილეებს Canva-ს გამოყენების შესახებ პრაქტიკულ რჩევებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
„დღეს ციფრულ არხებში ეფექტიანი კომუნიკაცია ბიზნესს კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში ეხმარება. ახალი კურსით გვინდა, მცირე და საშუალო ბიზნესებს გავუზიაროთ მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ პროფესიონალური და ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ბიზნესკურსის პლატფორმის კიდევ უფრო განვითარებას განვაგრძობთ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მარკეტინგის, ფინანსების, გაყიდვებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.