მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

2025 წელი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია, ფიქსირდება ზრდა - Vaziani Company

news image

„ვაზიანი კომპანიმ“ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში გამართულ Daejeon International Wine EXPO-ს მასშტაბურ გამოფენაში , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსმა აურიკა კროიტორმა განუცხადა.


„2025 წლის ოქტომბერში „ვაზიანი კომპანიმ“ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კორეის, ქალაქ დეჯონში გამართულ Daejeon International Wine EXPO-ს მასშტაბურ გამოფენაში. ღონისძიებაზე, რომელიც აერთიანებს ღვინის სფეროს პროფესიონალებს, ბაიერებს და ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვაზიანი კომპანიმ წარადგინა როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული ქვევრის მეთოდით დაყენებული ღვინოები. გარდა ამისა, დავარეგისტრირეთ ჩვენი ღვინოები კონკურსზე, რომელიც მანამდე გაიმართა და მივიღეთ ოთხი ოქროს მედალი, რაც მართლაც შესანიშნავი შედეგია.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის ბაზარი ახალ ბაზარს წარმოადგენს. ქართული ღვინო მათთვის ჯერ კიდევ ეგზოტიკად ითვლება, თუმცა ინტერესის ზრდა შესამჩნევია, რაც დადებითი ნიშანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში, მათ შორის კორეაშიც, ღვინის მოხმარებისა და ექსპორტის შემცირების ტენდენცია შეინიშნება, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. კორეის ბაზარი მიჩვეულია მაღალი ხარისხის მშრალ ღვინოებს ისეთი ტრადიციული მწარმოებელი ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია. თუმცა, სწორედ ამ ბაზრებიდან იმპორტირებული ღვინოების გაყიდვებისა და მოხმარების მაჩვენებლები მცირდება.

2025 წელი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია, ფიქსირდება ზრდა. 2024 წელსაც დაფიქსირდა რეალური ზრდა: მოცულობის მხრივ დაახლოებით 11%-ით, ხოლო თანხობრივი მაჩვენებლით ოდნავ უფრო მეტი. ეს ფაქტორი საქართველოს ერთ-ერთ იმ იშვიათ ქვეყანად აქცევს, სადაც ზრდა შეინიშნება საერთო გლობალური კლების ფონზე, რაც ძალიან კარგი შედეგია და რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციაა ჩვენი გუნდისთვის.

ვგეგმავთ, კიდევ უფრო აქტიურად შევიდეთ კორეის ბაზარზე, გავზარდოთ ცნობადობა და რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს გავაცნოთ ქართული ღვინო. ამისთვის, აუცილებელია უფრო მეტი ძალისხმევა და აქტიურობა როგორც კორეაში, ისე სხვა ბაზრებზეც. საერთო კლების ფონზე ზრდის ტენდენცია განსაკუთრებულად შთამაგონებელია და გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უკეთ წარმოვაჩინოთ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე “, - ამბობს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“

11.12.2025.18:00

ჯამბო არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.

„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.

2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.

ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.

„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა