2025 წელი გარდამტეხი და შედეგიანი აღმოჩნდა - „ჯამბო“
2025 წელი „ჯამბოსთვის“ ნამდვილად გარდამტეხი და შედეგიანი პერიოდი იყო , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელმა თათია ზარქუამ განუცხადა.
„2025 წელი ჯამბოსთვის ნამდვილად გარდამტეხი და შედეგიანი პერიოდი იყო.
პირველივე operational წელს შევძელით 200-მდე აპარატის დადგმა ნიკორას სუპერმარკეტებში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქსელის გაფართოებისთვის.
დღეს უკვე გვყავს დაახლოებით 5,000 ერთგული მომხმარებელი და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. შევქმენით მაღალი ხარისხის, ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე ძალიან სწრაფად დამკვიდრდა.
გაყიდვების მიხედვით , შეგვიძლია თამამად ვთქვა,რომ „ჯამბოს“ პირველი operational წელი ძალიან ძლიერი სტარტი იყო “, - აცხადებს თათია ზარქუა.
ცნობისთვის, კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.
სხვა სიახლეები
ღვინის წარმოებით დაკავებული TOP 5 საწარმო
29.12.2025.19:00
საქართველო ღვინის წარმოების კუთხით ოდითგანვე განთქმული ქვეყანაა და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. საინტერესოა ვინ არიან დარგის ლიდერები.
Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ 2025 წლის მესამე კვარტლის ბრუნვის მიხედვით ღვინის მწარმოებელი კომპანიების top 5.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საინტერესოა, ვინ არიან ლიდერი კომპანიების მფლობელები.
სს ბადაგონი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. მისი გენერალური დირექტორია მარინა გიორგაძე.
შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.
შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/06/1998. მისი დირექტორია ირაკლი უგლავა. კომპანიის 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე.
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.
შპს მოსავლის მართვის კომპანია - რეგისტრაციის თარიღია 04/08/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, მმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო დირექტორია პაატა ჭავჭანიძე.