2025 წელი განვითარებისა და აღმოჩენების წელი – Roots Coffee and More-ის წლის შეფასება და სამომავლო გეგმები
Roots Coffee and More კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც 8 თვეა რაც ფუნქციონირებს. Business Insider Georgia 2025 წელსა და 2026 წლის გეგმებზე, Roots-ის დამფუძნებლებს ნინჩო ჭანტურიასა და ანანო აბზიანიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
2025 წელი Roots-ისთვის განვითარებისა და აღმოჩენების პერიოდი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მხოლოდ 8 თვეა ვიმყოფებით, მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლებს ახალი პროდუქტები შევთავაზოთ, რათა გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.
ჩვენი გუნდისთვის განვითარება უწყვეტი პროცესია.
სწორედ ამიტომ, მომხმარებლის გამოცდილება, მათთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე თავდაპირველად ვვარაუდობდით.
მიუხედავად იმისა, რომ გახსნიდან მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა, უკვე გვყავს ძლიერი და მზარდი ლოიალური აუდიტორია. Roots-ში სტუმრები მხოლოდ პროდუქტს არ ყიდულობენ - მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ემოცია და დამოკიდებულება, რასაც ჩვენი გუნდი სთავაზობს.
ამიტომ მოთხოვნა მხოლოდ „გემოზე“ არ იზრდება - მთავარი მამოძრავებელი გამოცდილებაა, რომელსაც სტუმარი ჩვენთან იღებს.
ჩვენი მხრიდან მაქსიმალურ ენერგიას ვდებთ, რათა ეს ტენდენცია დღესაც და მომავალშიც კიდევ უფრო გაძლიერდეს.
როგორ აფასებთ 2025 წელს?
2025 წელი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დასაწყისი - პროექტის, რომელსაც დიდი და საინტერესო მომავალი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, ჩვენ შევძელით მომხმარებლებისთვის დაგვემახსოვრებინა თავი უნიკალური კონცეფციით, დიზაინით და იმ ემოციური კავშირით, რომელიც ჩვენს სტუმრებთან ბუნებრივად იქმნება.

Roots-ის მთავარი სიძლიერე არის გუნდი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის მაღალი ხარისხის გამოცდილებას თითოეული მომხმარებლისთვის. ძლიერი გუნდი კი სტაბილური განვითარების და ხარისხის საფუძველია.
როგორია 2026-ის გეგმები, განსაკუთრებით გაფართოებისა და ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?
გვჯერა, რომ 2026 წელი Roots-ისთვის გაფართოების წელი იქნება.
ჩვენი მიზანია, ბრენდის ფილოსოფია და სტაბილურად მაღალი ხარისხი უფრო ფართო სივრცეებშიც გადავიტანოთ. უკვე ვმუშაობთ ახალი მიმართულებებისა და ლოკაციების იდეებზე, რათა Roots-ი იქცეს ადგილად, რომელსაც სხვადასხვა უბანში ერთნაირად იცნობენ და უყვართ.
გვჯერა, წინ კიდევ უფრო საინტერესო ამბები გველოდება.

ცნობისთვის, კონცეპტუალური სივრცე თბილისის ცენტრში, მრგვალ ბაღთან, იოველ ქუთათელაძის 7 ნომერში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
მოაწყვე სახლი ისე, როგორც ჩაიფიქრე
25.12.2025.14:25
ჩაიფიქრე და იმოქმედე
საახალწლო სეზონი ყოველთვის ახალი სურვილების, გეგმებისა და ჩანაფიქრების დროა. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანები საკუთარ მომავალს თავიდან აწყობენ — ფიქრობენ სივრცეზე, სადაც იცხოვრებენ, დეტალებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურობას შექმნის და იმ გარემოზე, რომელიც მათი ცხოვრების სტილს ასახავს.
“მეტროპოლი” სწორედ ამ განწყობას ეხმიანება და საახალწლო პერიოდში მომხმარებლებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს.
31 დეკემბრამდე, ყველა ადამიანი, ვინც მეტროპოლის პროექტებში უძრავ ქონებას შეიძენს, მიიღებს:
საახალწლო საჩუქრების ფარგლებში “მეტროპოლი” თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან, როგორებიცაა: Villeroy & Boch, Elite, Home Aura და Orion — კომპანიები, რომლებიც ხარისხთან, დიზაინთან და თანამედროვე ცხოვრებასთან ასოცირდება.
ყველა ადამიანს აქვს ჩანაფიქრი, როგორი უნდა იყოს მისი სახლი:
როგორ უნდა გაშალოს სუფრა და მიიღოს სტუმრები , როგორ ატმოსფეროს შექმნის განათებით, რომელი ტექნიკა გაუმარტივებს ყოველდღიურობას
და როგორი ავეჯი აქცევს სახლს ნამდვილ, ცოცხალ და სასურველ სივრცედ.
ადამიანს შეუძლია აირჩიოს ის სახლი და საჩუქარი, რომელიც ჩაიფიქრა.
მეტროპოლის პროექტები:
მეტროპოლ ქავთარაძე – დახვეწილი არქიტექტურა, კომფორტული ურბანული ცხოვრება
მეტროპოლ ორთაჭალა – მშვიდი ყოველდღიურობა ქალაქის ცენტრთან ახლოს
მეტროპოლ პარალელი - ცხოვრების ახალი გამოცდილება ბათუმის შუაგულში
გამორჩეული არქიტექტურის საინვესტიციო აპარტამენტები ბათუმში: “მეტროპოლ კუბი” და “მეტროპოლ ოვალი”.
კომპანიის ხედვა
„მეტროპოლი“ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების განმავითარებელი კომპანია. ის არის ბრენდი, რომელიც ადამიანებს ეხმარება, საკუთარი ჩანაფიქრები რეალობად აქციონ. კომპანიაში სჯერათ, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი საკუთარი სახლის ფლობაა, რადგან სახლი არის ადამიანის უმთავრესი თავშესაფარი და, ამავდროულად, თვითგამოხატვის ადგილი, რომელიც შენი სურვილებისა და მისწრაფებების ენერგიას ატარებს.