მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

2025 - განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

news image

მომხმარებლის უკუკავშირის, კვლევისა და თანამედროვე ინოვაციების გათვალისწინებით, 2025 წელს, თიბისის მობაილბანკმა აპლიკაციის განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. 

მობაილბანკის განახლებით, მომხმარებლისთვის ყოველდღიურობა კიდევ უფრო გამარტივდა. განახლებული ფონტი და ფერები, გამარტივებული ფორმები და ერთ სისტემაში მოქცეული დიზაინი - ამ ყველაფერმა, მობაილბანკი მეტად მოქნილი გახადა. მობაილბანკის საშუალებით, თიბისის მომხმარებელი 30 წამში, მხოლოდ სელფის გადაღებით გახდები. 

განახლდა მთავარი გვერდი. ასევე, გადარიცხვების, გადახდების, შეთავაზებების, განაწილების, სამომხმარებლო სესხისა და ანაბრების გვერდები. 

დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალები, როგორებიცაა საერთო ხარჯები, სასურველი კურსის მოთხოვნა, სმარტ პორტფელი, საკრედიტო ბარათის მობაილბანკიდან შეკვეთა, ბარათის პინის შეცვლა, მეგობრების მოწვევა. 

მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა მშობლებისთვის - გაჩნდა ბავშვის სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მოსწავლის ბარათის შეკვეთა და ბავშვის ფინანსების მართვა. 

2025 წელი კი, დეკემბრის მარათონით დასრულდა, რომელშიც 400 000 ადამიანი იყო ჩართული და 1000-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა.

თიბისის განახლებული მობაილბანკი აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. 

გამოგვყევით მობაილბანკში 2026 წელს - თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას, რადგან უპირველესი მიზანი, მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წლის მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზრების გაფართოება და საექსპორტო მიმართულების გაძლიერებაა - „ჩირჩხელა“

22.01.2026.14:00

„ჩირჩხელა“ ნატურალური ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 8 წელია ბაზარზე ოპერირებს. 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ირმა კვაჭანტირაძეს, ესაუბრა.

„2025 წელი პრაქტიკულად საუკეთესო წელი აღმოჩნდა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ მიწვეული ვართ ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენა, The International Restaurant & Foodservice Show of New York–ზე, რომელიც 8–10 მარტს გაიმართება. გვექნება B2B და პანელური შეხვედრები. სამი დღის განმავლობაში 20-მდე წინასწარ შეთანხმებულ და დაინტერესებულ მონაწილესა და ვიზიტორს შევხვდებით. ეს იყო ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე დიდი და წარმატებული ნაბიჯი 2025 წელს.

გარდა ამისა, გერმანიასთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები და თებერვალში ვიზიტს ვგეგმავთ. მოთხოვნა რამდენიმე სახეობის ჩირზეა, რომლის შეფუთვასაც პარტნიორები თავად უზრუნველყოფენ, რადგან მათთვის ფასი უფრო ხელსაყრელია.

საერთაშორისო მიმართულებით წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, რაც თავიდანვე ჩვენს მიზანს წარმოადგენდა.

რაც შეეხება 2026 წელს, კომპანიის მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზრების გაფართოება და საექსპორტო მიმართულების გაძლიერებაა “, - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა