2024 წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 1.63 მილიარდ ლარს მიაღწია
თეგეტა ჰოლდინგმა პირველად საავტომობილო სექტორში წლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი ასახავს 2024 წლის შედეგებს, სტრატეგიასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ კორპორაციულ პრაქტიკას. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტში დაწვრილებით არის აღწერილი გზა, რომელიც ჰოლდინგმა 2024 წელს გაიარა:
ჰოლდინგის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 125 მილიონს გადააჭარბა.
„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თეგეტა ჰოლდინგის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყო 2024 წელსაც. თეგეტა ერთადერთი საავტომობილო კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო CSR სტრატეგია შეიმუშავა და მიღწევები საზოგადოებას გაუზიარა“, - განმარტავენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის იუბილეს თეგეტა ახალი მიდგომებითა და ამბიციური გეგმებით ხვდება.
„2025 წელს „თეგეტა“ არა მხოლოდ 30-წლიან წარმატებას აღნიშნავს, არამედ პასუხისმგებლობის ახალ ეტაპს ჩვენს კლიენტებთან/მომხმარებლებთან, ჩვენს ხალხთან და ჩვენს მომავალთან მიმართებით. ჩვენ შევქმენით კომპანია, რომელიც დღეს რეგიონში ნდობის, ინოვაციისა და ლიდერობის სიმბოლოა. „თეგეტა“ არის იდეა, რომელიც პროგრესს მიზანთან აერთიანებს“, - აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე.
სხვა სიახლეები
18.09.2025.12:00
გურმე • Gourmet ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის წარმომადგენელმა რუსა მუზაშვილმა განაცხადა, „გურმე“ რამდენიმე დღეში თბილისში ახალ ფილიალს გახსნის.
„1-ელ ოქტომბერს იხსნება ჩვენი ახალი ფილიალი მარშალ გელოვანზე, M³-ის დასახლებაში“, - აცხადებს რუსა მუზაშვილი.
„გურმე“ არის კაფე-საკონდიტრო, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სრულყოფილ სერვისს სთავაზობს.
დაარსების დღიდან, „გურმე“ საკუთარ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ, უგემრიელეს პროდუქტებს აწვდის.
გარდა ამისა, „გურმე“ მომხმარებლებს სთავაზობს ქეითერინგის სერვისსაც.
ამ დროისთვის, კომპანია ფლობს დიდ საწარმოს მისამართზე - მირიან მეფის N70, ასევე სტუმრებს მასპინძლობს თბილისის მასშტაბით მდებარე „გურმეს“ 9 კაფეში.