მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

2024 წელს შევძელით ზუგდიდში საწარმოს გახნა და თბილისის პარალელურად, პროდუქციის წარმოების დაწყება - ,,დადარი"

news image

2025 წელს ,,დადარი" ზუგდიდში ახალი საწარმოთი შეხვდა, რომელმაც თბილისის საწარმოსთან ერთად დაიწყო პროდუქციის წარმოება. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანია Dadari დადარი -ს ესაუბრა. 

როგორ აფასებთ 2024 წელს და როგორია 2025 წლის გეგმები?

2024 წელი ძალიან წარმატებულად დავიწყეთ, დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC)-ის მხარდაჭერით შევძელით ახალი საწარმოს გახსნა ქალაქ ზუგდიდში, რომელმაც თბილისის საწარმოსთან პარალელურ რეჟიმში დაიწყო პროდუქციის წარმოება.
ეს დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და საბედნიეროდ ძალიან კარგი შედეგები მოგვცა რეგიონალურმა განვითარებამ.

სამწუხაროდ, 2024 წელი ისე წარამატებულად არ გაგრძელდა როგორც დაიწყო, დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენა ექსპორტის შემცირებამ - 2023 წელთან შედარებით 2024 წელს ექსპოერტზე მოთხვნა 60%-ით შეგვიმცირდა. აღნიშნულის მიზეზად ჩვენი B2B პარტნიორებს მხრიდან განმარტებული იყო მსოფლიოში მიმდინარე ომები და არეულობა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპულ ბაზარზე, განსაკუთრებით ჩვენს სექტორში.

2025 წელს განახლებული მიზნებით და ენერგიით შევხვდით, დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორც ევროპულ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.

იანვრის ბოლოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით მონაწილეობას ვიღებთ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში „Spielwarenmesse 2025 Nuremberg". იმედი გვაქვს შევიძენთ ახალ B2B პარტნიორებს და 2025 წელს შევძლებთ შემცირებული ექსპორტის მოცულობის გაზრდას.  

ასევე, დაგეგმილი გვაქვს თბილისის ერთერთ  სავაჭრო ცენტრში ჩვენი ბრენდული მაღაზიის გახსნა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი წარმოებული პროდუქციის დიდი ასორტიმენტი შევთავაზოთ ქართველ მომხმარებლებს.

ხომ არ გეგმავთ ასორტიმენტის ზრდას და ზოგადად კომპანიის გაფართოებას?

ასორტიმენტის ზრდაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და სათამაშების საერთაშორისო გამოფენზე გერმანიაში წარმოდეგენილი გვექნება 50-მდე ახლი მოდელი. ვიმედოვნებთ შევიძენთ ახალ B2B პარტნიორებს, რის შედეგადაც გაიზრდება ექსპორტის მოცულობა და შესაამისად შევძლებთ კომპანიის გაფართოებას.

როგორია მიმდინარე სიახლეები?
საერთო ჯამში მიმდინარე სიახლეები საწარმოსთვის პოზიტიურია, 2024 წლის ბოლოს ,,დადარის" მხარდამჭრი გახდა გავლენის ფონდი აქციო და ევროკავშირი, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას, შშმ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას.

სოციალური საწარმოების განვითარებას საქართველოში წლების მანძილზე მხარს უჭერს ევროკავშირი და სამოქალაქო სექტორი, რაც არაეთხელ აისახა პოზიტიურად იმ ქართულ საქმეში რასაც სოციალური საწარმო ,,დადარი" აკეთებს.
გავლენის ფონდი აქციო და ევროკავშირის მიერ მიღებული მხარდაჭერით შევძელით მნიშვნელოვნად გაგვეძლიერებინა საწარმოს შესაძლებლობები პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დაზგებით, ასევე მათი მხარდაჭერით შევძელით დაგვესაქმებინა რამდენიმე ადამიანი და მნიშვნელოვანად გაგვემყარებინა საწარმოს მდგრადობა

როგორია მოთხოვნა ზოგადი თვალსაზრისით და კონკრეტულად რომელი პროდუქტია ყველაზე მეტად მოთხოვნადი?

საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებზე.  ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მშობელი ინტერესდება სათამაშების მაღალი ხარისხის მნიშვნელობაზე და ვითარდება ცნობიერება ხის სათამაშოების დადებითი თვისებების შესახებ.
ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციიდან, გამორჩეულად მოთხოვნადია საქართველოს რეგიონების ფაზლი, რომლის თამაშითაც პატარები სწავლობენ საქართველოს აგებულებას, რეგიონების განლაგებას, მათ ზომებს და ფორმებს. შეისწავლიან და აერთიანებენ ჩვენს ლამაზ ქვეყანას!

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სადაც კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება - მიხეილ ჯაფარიძე

09.05.2025.12:20

კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.

„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.

თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.

მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.

„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა