მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

2024-2025 წლებში ასობით კომპანიამ მიიღო გაფრთხილება ან ჯარიმა გარემოსდაცვითი კუთხით დარღვევების გამო - Green Steps

news image

Green Steps • გრინ სთეფს - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას გარემოს დაცვის მიმართულებით. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტინა კოროშინაძე, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში განიხილავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს დღევანდელი ბიზნესისთვის როგორიც არის გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევები კომპანიების მხრიდან.


რამდენად ხშირია გარემოსდაცვითი დარღვევები და რომელი სექტორებია ყველაზე მეტად პრობლემური?

საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევები საკმაოდ ხშირია და პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ეს მიუთითებს, რომ გარემოსდაცვითი შესაბამისობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესებისთვის. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მხოლოდ 2024-25 წლებში ასობით კომპანიამ მიიღო გაფრთხილება ან ჯარიმა გარემოსდაცვითი კუთხუთ დარღვევების გამო.

ყველაზე ხშირად დარღვევები ფიქსირდება სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სექტორში, მძიმე მრეწველობაში (ცემენტის, მეტალურგიის, ქიმიური საწარმოები), ენერგეტიკაში და ა.შ. ეს სექტორები გამოირჩევიან გარემოზე მაღალი ზემოქმედებით და შესაბამისად, ზედამხედველობის ძირითადი ფოკუსიც, როგორც ჩანს სწორედ ამ სექტორებზე მოდის.

რა ტიპის დარღვევებია ყველაზე გავრცელებული და როგორია სანქციების სიმკაცრე?

ყველაზე ხშირია ორი ტიპის დარღვევა:

1. ნებართვის გარეშე საქმიანობა - მაშინ როდესაც კომპანია იწყებს ოპერირებას ან სამშენებლო სამუშაოებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე;

2. ნებართვის პირობების შეუსრულებლობა - ასეთ შემთხვევაში, კომპანიას უკვე აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ნებართვა, თუმცა ბრძანებაში მითითებულ პირობებს, რაც მისთვის სავალდებულო შესასრულებელია, არ ან ვერ ასრულებს.

ორივე შემთხვევაში, კანონი საკმაოდ მკაცრია და ხშირად საქმე სასამართლოშიც გადადის.

რაც შეეხება სანქციების სიმკაცრეს, ბოლო 2 წლის მონაცემებს თუ გავიხსენებთ, ჯარიმები მერყეობს გაფრთხილებიდან 45 000 ლარამდე.

რა არის დარღვევების ძირითადი მიზეზები?

მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ:

  • ცნობიერების ნაკლებობა - მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია ვალდებულებების შესახებ;
  • გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სირთულე - კომპანიები იოლად იბნევიან ნორმატიულ მოთხოვნებში;
  • პრევენციული ნაბიჯების უგულებელყოფა - ბევრი კომპანია გარემოსდაცვით საკითხებზე ფიქრობს მხოლოდ მაშინ, როცა უკვე დაჯარიმდება და ასეთი არაერთი ფაქტი ყოფილა ჩვენი კომპანიის გამოცდილებაში.

ეს ფაქტორები მიუთითებს, რომ რეგულაციის პარალელურად საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია და კონსულტაცია. ცნობიერების ნაკლებობა განსაკუთრებით შესამჩნევია მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში. ისინი ხშირად დარღვევას უშვებენ არა ბოროტი განზრახვით, არამედ ინფორმაციის არ არსებობის გამო.

როგორ შეიძლება კომპანიებმა თავიდან აიცილონ დარღვევები და რა სარგებელი მოაქვთ საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობას?

თანამშრომლობა საკონსულტაციო კომპანიებთან ბიზნესს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს ჯარიმები, უზრუნველყონ კანონთან შესაბამისობა და ერთდროულად გააუმჯობესონ გარემოსდაცვითი მენეჯმენტი. გარდა ამისა, ეს პირდაპირ აისახება მათ რეპუტაციაზე, ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობაზე. მაგალითად, IFC ან EBRD, როგორც იცით, დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუ კომპანია იცავს გარემოსდაცვით სტანდარტებს.

რა არის Green Steps-ის როლი ამ პროცესში?

Green Steps-ს განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გარემოსდაცვითი კონსულტანტის, ისე ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ჩვენი გუნდი ეხმარება კომპანიებს გარემოსდაცვითი ვალდებულებების სწორად განსაზღვრასა და შესრულებაში - იქნება ეს სკრინინგის, სკოპინგის ან გზშ-ის დოკუმენტაცია, გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარებ, მონიტორინგი თუ ა.შ

ჩვენი მიზანია, კომპანიებმა არამხოლოდ თავიდან აიცილონ ჯარიმები, არამედ მათ დავეხმართ, სწორად გაანალიზებაში, რომ გარემოსდაცვითი მენეჯმენტი მათი ბიზნესის მდგრადობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “ვაშლის აგრობაღებმა“ გორში 47ჰა-ზე ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

19.09.2025.17:06

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია “ვაშლის აგრობაღებმა” გორში ინტენსიური ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 20 მლნ. ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ზერტში, 47 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღები გაშენდა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სეტყვის საწინააღმდეგო და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით. ასევე, აშენდა სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 1 500 ტონამდე პროდუქტის შენახვისთვის არის განკუთვნილი.

„ინტენსიური ტიპის ბაღებში ვაშლის ჯიშები გემოვნური თვისების და ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა, ესენია: გოლდენი, რედ დელიშეზი, გალა, გრანი სმიტი, პინოვა და ჯონაპრინცი. საქართველოს ბაზარზე ბიო პროდუქტის დეფიციტია, მოთხოვნა კი მაღალი. სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორგანული ვაშლის წარმოებაზე, ამჟამად 8.41 ჰა-ზე გაშენებულ ბაღებში მიმდინარეობს ბიოსერთიფიცირების პროცესი.

გაშენებული ბაღების მასშტაბებმა წარმოქმნა სამაცივრე მეურნეობის შექმნის აუცილებლობა. რაც განხორციელდა იტალიელი კონსულტანტების ჩართულობითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამაცივრე მეურნეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვაშლი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შევინახოთ და მისი მაღალი გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი და საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით შექმნილი პროექტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ერთგვარ „ნოუ ჰაუ“-ს წარმოადგენს. სამომავლოდ, ასევე გორის მუნიციპალიტეტში, ვგეგმავთ დამატებით, 10ჰა. ბაღების გაშენებას და პროდუქციის როგორც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, ასევე ექსპორტზე გატანს“, - განაცხადა დავით ჯაფარიძემ, „ვაშლის აგრობაღების“ დირექტორმა.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია “ვაშლის აგრობაღებთან” ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო სექტორის განვითარებაში. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ ვაშლის ინტენსიური ბაღები გააშენა და თანამედროვე მოწყობილობებითა და ენერგოეფექტური დანადგარებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ააშენა. სამომავლოდ კი, კიდევ უფრო მეტად გაფართოებას, მეურნეობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა