200 ლარი ქეშბექი ავიაბილეთებზე - სტუდიო ლიბერთის კამპანია Top|Card Black Edition-ის მომხმარებლებისთვის
სტუდიო ლიბერთიმ და Mastercard-მა პრემიუმ საკრედიტო ბარათი, Top|Card Black Edition სულ ახლახანს წარუდგინეს მომხმარებლებს. ბარათის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორია ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE.
კამპანიის პირობების თანახმად, ტოპ|ქარდის Black Edition-ის მფლობელები tktfly.ge-ზე ავიაბილეთების ბარათით შეძენისას, 2025 წლის 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ:
· 200 ლარიანი ქეშბექი
· საფასურის გადანაწილება 3 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%)
დეტალური ინფორმაცია ბარათის აღებასა და კამპანიის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: studioliberty.ge
Video Link:
https://www.facebook.com/studioliberty.ge/videos/3933672173562200
Top|Card Black Edition, Mastercard-ის პირველი World Black Edition ბარათია საქართველოში და აერთიანებს ფინანსურ მოქნილობასა და პრემიუმ სამოგზაურო სერვისებზე წვდომას. ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია:
Top|Card Black Edition ხელმისაწვდომია მხოლოდ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის. ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლიათ მარტივად გახდნენ სტუდიოს წევრები და წინასწარ დაიმტკიცონ სასურველი ლიმიტი ბარათზე.
სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.
ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.
www.studioliberty.ge
აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეების დანერგვაზე, ბრენდის განვითარებაზე - ხის ნახშირი "თაკარა"
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
15.05.2025.18:00
„თაკარა“ არის პრემიუმ ხარისხის ხის ნახშირის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა და ქიმიური დანამატების გარეშე დამზადებულ პროდუქტს. კომპანიაში არსებულ სიახლეებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia “თაკარას“ დამფუძნებელს რევაზ ხოსიტაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
კომპანიისათვის და არა მარტო კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ქართული ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენს ჩვენი ინოვაციური პროდუქტი, ხის ნახშირი "თაკარა". იგი არის სპეცალიზირებულ, ქაღალდის ყუთებში დაფასოებული მუხის ხის ნახშირი. "თაკარას" უნიკალურობა მისი სწრაფად გაღვივების თვისებაში გამოიხატება. ის უსიამოვნო პროცესი, რაც ნახშირის გაღვივებას უკავშირდება, "თაკარა"-ს შემთხვევაში საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან სწორედ ყუთის დახმარებით, ცეცხლის მხოლოდ ერთი მოკიდებითაა შესაძლებელი ნახშირის წვა და გაღვივება. გაღვივებული ნახშირი კი, იმდენად დიდხანს იწვის, რომ დაახლოებით 5 კგ ხორცის შეწვის საშუალებას იძლევა.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
მიმდინარე ეტაპზე კომპანიის ასრტიმენტი მოიცავს: ყუთის ნახშირს, ტომრის ნახშირს და წალამს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაგვემატა და უკვე სარგებლობს დიდი მოთხოვნით. მას, არსებული სხვა მომწოდებლების წალამისგან განსხვავებული შეფუთვა აქვს, არის გამომშრალი და დაპრესილი. მისი თითოეული შეკვრის წონა 5-7 კგ-ია და შეუძლია დაახლოებით 3-4 კგ ხორცის შეწვა. წალამი ნამდვილად არის ბუნებრივი არომატი თქვენი მწვადისათვის.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის კონკურენტული უპარატესობა პირველ რიგში არის თავად ნახშირის ხარისხი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის დამზადებული და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს შემწვარ ხორცს. ასევე ყუთი, რომელიც როგორც აღვნიშნე სიახლეა ქართული ბაზრისათვის. მისი იდეა დაპატენტებული გვაქვს და ნამდვილად ბევრად ამარტივებს მწვადის შეწვის პროცესს. რაც შეეხება წალამის უპირატესობას, იგი გროვდება სპეციალური წალამის შესაგროვებელი სპეც-ტექნიკის საშუალებით, რომელიც თავად პრესავს წალამს, შემდეგ კი ხდება მისი გამოშრობა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი მაღაზიებში განაწილება.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეების დანერგვაზე, ბრენდის განვითარებაზე. არ ვჩერდებით და მომავლის გეგმებიც ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი გვაქვს. "თაკარას" ბრენდის ქვეშ, უახლოეს მომავალში, აუცილებლად შეხვდებით საინტერესო და ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებენ.