მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

20 მლნ ევროს ინვესტიცია - „ასკანელი“ ბაკურციხეში მსოფლიო დონის საბრენდე ქარხანას აშენებს, რომელიც რეგიონულ ჰაბად იქცევა

news image

საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში ახალი ეტაპი იწყება: კომპანია „ასკანელმა“ ბაკურციხეში, კახეთის სტრატეგიულ გზაგასაყარზე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბრენდე ღვინის ქარხნის ოპერირება სრულად დაიწყო.

ახალი საწარმო, რომლის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონი ევროა. საწარმო „ასკანელის“ დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ „თიბისის“ გენერალურ დირექტორთან ვახტანგ ბუცხრიკიძესთან და სხვა ცნობილ ბიზნესმენებთან ერთად გახსნა.

პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს არქიტექტურული კონცეფცია, რომლის ავტორია ცნობილი ფრანგი არქიტექტორი – ანუკ ლეჟანდრი (Anouk Legendre), ბორდოს ღვინის სიმბოლოდ ქცეული „La Cité du Vin“-ის შემქმნელი.

ბაკურციხის ახალი ქარხანა, თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონულ აგრო-ინდუსტრიულ ჰაბად იქცევა. ეს ინვესტიცია უზრუნველყოფს სტაბილურ ჩაბარების წერტილს და ქართველი გლეხებისთვის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას. საწარმოში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. საწარმოს დაგეგმილი სიმძლავრე შეადგენს 22,000 ტონა ყურძნის გადამუშავებას. 

ქარხანა აღჭურვილია უახლესი, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებით, რომლებსაც მოცემული ტემპერატურის შენარჩუნების უმაღლესი შესაძლებლობა გააჩნიათ ფერმენტაციის დროს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ და ხარისხიან საბრენდე ღვინო მასალების წარმოებას. 

ქარხანაში ასევე დამონტაჟებულია უნიკალური წარმოების ორი სახის დისტილაციის სისტემა (უწყვეტი და პერიოდული), რომლის წარმადობა 24 საათში 130 ტონა ღვინის გამოხდას უზრუნველყოფს.

საბრენდე ქარხნის მასშტაბური კომპლექსის მეორე ეტაპზე დაიწყება ანუკ ლეჟანდრის ღვინის მუზეუმის მშენებლობა. ეს მუზეუმი მიეძღვნება ქართული ღვინის 8000-წლოვან უწყვეტ ისტორიას და იქნება ქვეყნის უძველესი კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი. მუზეუმი მოიცავს 5 უნიკალურ, ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც სტუმრები ელექტრონული პროექციებით იმოგზაურებენ.

გოჩა ჩხაიძე „ასკანელის“ დამფუძნებელი: „ჩვენ დღეს არ ვხსნით უბრალოდ ქარხანას, ჩვენ ვდებთ ფუნდამენტს ქართული ბრენდისა და ღვინის მომავალში. პირველ რიგში, ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა ჩვენი გლეხებისთვის. ბაკურციხეში გახსნილი ახალი კომპლექსი, თავისი 22,000 ტონა სიმძლავრით - ნიშნავს, რომ ჩვენი მევენახეები აღარ იდარდებენ, სად ჩააბარონ ყურძენი. ჩვენ ვქმნით სტაბილურ აგრო-ეკონომიკურ ჰაბს, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. მეორე, ეს არის ხარისხისა და ინოვაციის მაჩვენებელი. დავაინვესტირეთ 20 მილიონი ევრო, რათა დაგვემონტაჟებინა უნიკალური იტალიური დისტილაციის სისტემები, რომელთა წარმადობა 24 საათში 130 ტონა ღვინის გამოხდას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, ქართული საბრენდე ღვინომასალის ხარისხი მსოფლიო სტანდარტების უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. და მესამე, ჩვენ ვქმნით ეროვნულ ღირსშესანიშნაობას. როდესაც ბორდოს ღვინის ქალაქის ავტორი, ანუკ ლეჟანდრი გიპროექტებს ქარხანას და მუზეუმს, ეს უკვე უბრალო წარმოება აღარ არის. მეორე ეტაპზე აშენდება მუზეუმი, რომელიც 8000-წლოვან ქართულ ღვინის ისტორიას თანამედროვე, ინტერაქტიული 3D სივრცეებით გააცოცხლებს. ჩვენ გვინდა, რომ ეს კომპლექსი გახდეს მნიშვნელოვანი კულტურული და ტურისტული წერტილი საქართველოს რუკაზე. „ასკანელი“ ინვესტირებას ვახორციელებთ არა მხოლოდ ტექნოლოგიებში, არამედ ქართული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში.“

ბაკურციხის პროექტის კულტურული სივრცე მიზნად ისახავს საქართველოს უნიკალური იდენტობის წარმოჩენას და ქვეყანაში ღვინის ტურიზმის შემდგომ განვითარებას.

20-მილიონიანი პროექტის პარტნიორი თიბისი ბანკია,  საწარმო 14 მილიონი ლარით მათი დაფინანსებულია. კომპანია "ასკანელი" აგრძელებს ხარისხის მკაცრ კონტროლს (ვენახებიდან მზა პროდუქციის შენახვამდე), რაც უმაღლესი ხარისხის საბრენდე ღვინომასალების წარმოების გარანტიაა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ის საფრთხეები, რომლებიც ეკონომიკას ჰქონდა, გადავლახეთ, დღის წესრიგში აღარ დგას და, მეორეს მხრივ, ის შიშები, რაც ბიზნესს ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ არის უსაფუძვლო – ლევან ვეფხვაძე

20.10.2025.11:00

საბოლოო ჯამში ის საფრთხეები რომელიც ეკონომიკას ჰქონდა გადავლახეთ,  დღეს დღის წესრიგში აღარ დგას და მეორეს მხრივ, ის შიშები რაც ბიზნესს ჰქონდა აღმოჩნდა, რომ არის უსაფუძვლო, - ასე გამოეხმაურა რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე,  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას, რომელიც მისი გაზრდის მიმართულებით მოხდა. 

როგორც ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, 2025 წლის პირველ ნახევარში იმდენად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რომ წლის მეორე ნახევარში კონსერვატიული ზრდაც, რომ შენარჩუნებულიყო, საშუალო წლიური მაინც იმაზე მაღალი იქნებოდა, ვიდრე წინასწარ იყო დაგეგმილი და სწორედ ამის გამო ხდება მისი დაკორექტირება. 

„გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის  დასაწყისში საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის ბიზნესსაც სხვათა შორის, შეიძლება არ ჰქონდა მაღალი მოლოდინები. 

ძალიან აქტიურად არის კავშირში, კორელაციაშია პოლიტიკური არასტაბილურობა და ბიზნესის განწყობები, განწყობები ეკონომიკაში და ა.შ.  ძალიან მგრძნობიარეა ბიზნესი. რატომაა მგრძნობიარე? იმიტომ, რომ ბიზნესი ერთის მხრივ, თვითონ ახორციელებს ინვესტიციას და თვითონ ფიქრობს გავფართოვდე თუ არ გავფართოვდე, ახალი ადამიანები დავასაქმო თუ არ დავასაქმო. მაგრამ მეორეს მხრივ, ბიზნესის მეორე მხარეს დგას მომხმარებელი, რომელიც ასევე ფიქრობს დახარჯოს თუ არა ფული, დახარჯოს თუ არა მაგალითად, უძრავ ქონებაზე როცა არის საუბარი, მას აქვს გარკვეული დანაზოგი, ამ დანაზოგით შეუძლია გააკეთოს პირველი შენატანი მშენებლობაში, რომ ბინა დაიბევოს და მერე უნდა წავიდეს და რომელიღაც საფინანსო ინსტიტუტთან იპოთეკური კრედიტი გამოიტანოს და მერე ყოველთვიურად რაღაცა გრძელვადიან ვალდებულებაში შევიდეს. თუ სტაბილურობის განცდა არ არის, მომხმარებელი ამაზე არ მიდის. მას ურჩევნია დანაზოგი ჰქონდეს შავი დღისთვის, კიდევ უფრო „უარესი დროისთვის“, თუ შეიძლება რამე კიდევ მოხდეს, ვიდრე დახარჯოს უცებ და მერე კიდევ ვალდებულებებში შევიდეს რომელიმე საფინანსო ინსტიტუტთან. ამ შემთხვევაში განწყობები ყოველთვის არის დაბალი და როდესაც „ბიზნეს ინდექსი“ წარვადგინეთ, ნახეთ როგორ მყისიერად რეაგირებს ხოლმე კვარტალურად რაიმე ტიპის გამოწვევებზე - ეს იყო კოვიდი, ეს იყო  პოლიტიკური აქციები, ეს იყო  რაღაცა ტიპის დაძაბულობები და ასე შემდეგ, საერთაშორისო დაძაბულობები და ასე შემდეგ, ანუ მყისიერად ვარდება განწყობების ინდექსი და ეს არის  ანი- ბანი ბიზნესის და ეკონომიკის, რაზედაც ახლა ჩვენ  ვსაუბრობთ.  აქედან გამომდინარე, მოლოდინი წლის დასაწყისში არ იყო მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტები კიდევ ერთხელ ვამბობ არ იყო იმდენად მაღალი, რომ მათ როგორც ჩანს კონსერვატიურად დაგეგმეს საკუთარი მაჩვენებლები, პროგნოზები ეკონომიკური ზრდის ქვეყნის, მაგრამ მერე უკვე ზაფხულიდან ხედავენ, რომ პოლიტიკურმა აქციებმა ვერ მოახდინა ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე, პირიქით, ეკონომიკაში არის იმაზე მაღალი ზრდა, ვიდრე შეიძლებოდა ვიღაცას წლის დასაწყისში წარმოედგინა. ამიტომ მიდის უკვე დაკორექტირება. სულ მცირე წლის პირველ ნახევარში იმდენად მაღალი ზრდა არის, პირველ ექვს თვეში, რომ ეს წლის მეორე ნახევარში რომც შეინარჩუნონ კონსერვატიული ზრდა უკვე მაინც იმაზე მაღალია საშუალო წლიური, ვიდრე წინასწარ იყო დაგეგმილი და შესაბამისად ხდება ამ მონაცემების დაკორექტირება. ასევე ეს პირდაპირ ჩანს ჩვენს ინდექსში - მესამე კვარტალში უკვე ბრუნდება იმ ნიშნულზე რომელიც, დავუშვათ, შარშან ამ პერიოდში იყო. ასეთი დინამიკა და პერიოდი გავიარეთ. გავიარეთ როგორც ჩანს კარგად იმ გაგებით, რომ საბოლოო ჯამში ის საფრთხეები რომელიც ეკონომიკას ჰქონდა გადავლახეთ, დღეს დღის წესრიგში აღარ დგას და მეორეს მხრივ, ის შიშები რაც ბიზნეს ჰქონდა ეს შიშებიც აღმოჩნდა, რომ არის უსაფუძვლო. შესაბამისად, იწყება მეტი აქტიურობა.  კომპანიების 65% მესამე კვარტალში იძახის, რომ ინვესტიციებისთვის მზად არის რომ გააფართოოს, ყოველი მესამე კომპანია ამბობს, რომ დაიმატებს სამუშაო ადგილს და ახალ თანამშრომელს დაიმატებს, ახალ სამუშაო ადგილზე და რაც მთავარია ძალიან  რეკორდულად  დაბალია იმ კომპანიებს რიცხვი, რომელიც ამბობს, რომ მოთხოვნა მათ სერვისზე და პროდუქტზე არის იმაზე დაბალი, ვიდრე მათ უნდათ რომ იყოს.  ეს არის 10%-ზე დაბალი და ეს არის ყველაზე კარგი, ჯანსაღი ინდიკატორი იმ ბიზნეს ინდექსიდან რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ხოლმე“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე. 

მისივე განმარტებით, მოლოდინი იყო, რომ ეს განწყობები მოახდენდა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენას და ყველაზე მთავარი რაც ყველამ დაინახა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის ძალიან მყარი.

„და თუ არის მყარი ნიშნავს, რომ საფუძველი შიშის აღარ არსებობს. ე.ო. ნიშნავს. რომ ეკონომიკა ძალიან ჯანსაღია იმისათვის რომ ინვესტიციები განახორციელო“, - ამბობს ვეფხვაძე

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა