მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7076.5
-0.0217
flag
AZN 1.5959
-0.0042
flag
CNY 38.096
-0.01
flag
EUR 3.1672
-0.0042
flag
GBP 3.6463
-0.0076
flag
KZT 50.2
0.0021
flag
TRY 0.0651
-0.0001
flag
USD 2.713
-0.0071

2 ჩანაფიქრი ერთ მოქმედებაში - მიწის ნაკვეთი საჩუქრად!

news image

„მეტროპოლი“ კვლავ ქმნის შეთავაზებებს, რომლებიც ადამიანების სურვილებს პასუხობს

ნებისმიერ ადამიანს, ალბათ, ერთხელ მაინც უფიქრია: „ახლა ბინას ვიყიდი, მაგრამ მერე აუცილებლად ავაშენებ სახლს ბუნებაში“ —„მეტროპოლმა“ ეს ფიქრები რეალობად აქცია და ადამიანებს ორი ჩანაფიქრის ერთი მოქმედებით რეალიზება შესთავაზა.

თუ ხარ საქართველოს მოქალაქე და შეიძენ „მეტროპოლის“ ბინას თბილისში ან ბათუმში, საჩუქრად თბილისიდან 55 კილომეტრის დაშორებით, მანგლისში, მინიმუმ, 600 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთს მიიღებ.

სწორედ ახლა არის დრო, როცა, ბინის შეძენასთან ერთად, მომავალში საკუთარ მიწის ნაკვეთზე, ბუნებაში, შენი საოცნებო სახლის აშენება შეგიძლია.

რატომ მანგლისი? მანგლისი არის ცნობილი კურორტი, რომელიც გამოირჩევა სუფთა ჰაერით, ზომიერი ჰავითა და 200 ჰექტარზე გადაჭიმული ულამაზესი ფიჭვის ტყით, რაც დასვენებისა და სიჯანსაღისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

ადგილი გამორჩეულია კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობითა და ტრადიციებით.

„მეტროპოლის“ პროექტები

„მეტროპოლი“ პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაინტერესებულ ადამიანს უძრავი ქონების სრულ სპექტრს სთავაზობს: ჩაიფიქრა მან სახლი თბილისში თუ ზღვისპირა აპარტამენტი ბათუმში, ინვესტიცია მომავალში თუ ქალაქისგან მოშორებით ცხოვრება, როგორც დასვენება.

„მეტროპოლის“ მიმდინარე პროექტები: თბილისში: „მეტროპოლ ქავთარაძე“, „მეტროპოლ ორთაჭალა“; სუბურბანული - „მეტროპოლ ლისი” და „მეტროპოლ შინდისი“; ბათუმი - „კუბი“, „ოვალი“ და „პარალელი“.

კომპანიის ხედვა

„მეტროპოლი“ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების განმავითარებელი კომპანია. ის არის ბრენდი, რომელიც ადამიანებს ეხმარება, საკუთარი ჩანაფიქრები რეალობად აქციონ. კომპანიაში სჯერათ, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი საკუთარი სახლის ფლობაა, რადგან სახლი არის ადამიანის უმთავრესი თავშესაფარი და, ამავდროულად, თვითგამოხატვის ადგილი, რომელიც შენი სურვილებისა და მისწრაფებების ენერგიას ატარებს.

„მეტროპოლი“ — სახლი, რომელიც ჩაიფიქრე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TOP 5 სწრაფი კვების ობიექტი ბრუნვის მიხედვით - მეორე კვარტლის სტატისტიკა

08.10.2025.13:00

სწრაფი კვების ბიზნესი მთელს მსოფლიოში მზარდ მიმართულებად ითვლება, რაც თავის მხრივ საქართველოზეც აისახება. ამის მაგალითია ისიც, რომ ასეთი ობიექტების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. Business Insider Georgia საქართველოში სწრაფი კვების ლიდერი კომპანიებით დაინტერესდა.

საქსტატის ინფორმაციით, სწრაფი კვების ტოპ 5 საწარმოს ჩამონათვალი 2025 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებით ასე გამოიყურება

  • შპს იბერია ფუდ კომპანი
  • შპს ვ-ჯეო რესტორნები
  • შპს თ და კ რესტორნები
  • შპს დან ჯორჯია
  • შპს ხარება

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

შპს იბერია ფუდ კომპანი - რეგისტრაციის თარიღია 22/05/2013. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ოთარი ქათამაძე, ხოლო დირექტორი - ნიკოლოზ ცეცხლაძე.

შპს ვ-ჯეო რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 21/07/2020. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია ლევან ფხაკაძე, 50%-ის სამსონ ფხაკაძე. კომპანიის დირექტორია გივი გვეტაძე.

შპს თ და კ რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 16/12/1997. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელია თემურ ჭყონია, ხოლო 10%-ის თენგიზ კაპანაძე. კომპანიის პრეზიდენტია თემურ ჭყონია, გენერალური დირექტორი კი თენგიზ კაპანაძე.

შპს დან ჯორჯია - რეგისტრაციის თარიღია 20/07/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გლობალ ინვესტორს ლიმიტედ, ხოლო დირექტორი გივი გვეტაძე.

შპს ხარება - რეგისტრაციის თარიღია 21/02/2019. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის რამაზ ხარებავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა