2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
„თეგეტა“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს - „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი ინიციატივით ამჯერად მეორადი საბურავებისგან გიორგიწმინდის დასახლება გაიწმინდა. ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი აქტივობის ფარგლებში, დასახლებასთან არსებული ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან 2 000-მდე მეორადი საბურავი გაიტანეს.
გიორგიწმინდაში წლების განმავლობაში მოწყობილ არალეგალურ ნაგავსაყრელზე გადაყრილი საბურავები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა როგორც ნიადაგსა და წყალს, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. შედეგად, დაბინძურებული და სამუშაოდ რთული რელიეფური პირობების მქონე ტერიტორია, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის რესურსებით სრულად გაიწმინდა - ამოღებული საბურავები ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გარემოზე ზრუნვა „თეგეტასთვის“ ერთჯერადი კამპანია არ არის. ეს არის ჩვენი CSR სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. როგორც კი გიორგიწმინდაში არსებული საავტომობილო ნარჩენების შესახებ გავიგეთ, გადავწყვიტეთ, მყისიერი რეაგირება გვქონოდა.
კარგად გვესმის, რომ საავტომობილო ნარჩენები, მათ შორის საბურავები, ათწლეულების განმავლობაში რჩება გარემოში, არ იშლება, გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემასა და ადამიანების ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“, ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, წლებია, ამ გამოწვევას ვპასუხობთ. ეს არის ის მიდგომა, რომელიც „თეგეტას“ გამოარჩევს: ჩვენ არ ვართ მხოლოდ ბიზნესი - ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი საზოგადოებისა და გარემოს წინაშე“.

აქტივობის მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიის გაწმენდა, არამედ საზოგადოებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ საბურავებისა და სხვა საავტომობილო ნარჩენების უკონტროლო გადაყრას შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტა გრინ პლანეტი“ - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაცია, რომელიც კანონის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი ინიციატივით მორიგი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და საბურავების ნარჩენებისგან კიდევ ერთი დაბინძურებული ტერიტორია გავწმინდეთ. ასეთი აქტივობები მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, მით უმეტეს, რომ შეგროვებული ნარჩენები ტექნიკური რეგლამენტის სრული დაცვით გადამუშავდება.
მსგავსი პროექტები აქამდეც არაერთხელ გვქონია. მხოლოდ გასულ წელს „თეგეტა გრინ პლანეტმა“ 6 000 ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი - საბურავები, აკუმულატორები და გამოყენებული ზეთი შეაგროვა და გადაამუშავა. ვამაყობთ, რომ ეს ციფრები ყოველწლიურად იზრდება და ამ გზით ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.
ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვდით, თუ საავტომობილო ნარჩენებით დაბინძურებულ ადგილებს შეხვდებიან, შეუძლიათ, შეგვატყობინონ - „თეგეტა გრინ პლანეტის“ ვებგვერდზე ან Tegeta App-ში შეავსონ განაცხადები, ჩვენ კი შესაბამისი რეაგირება გვექნება“.

„თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ ეს საბურავების ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წლებში მათი ინიციატივით მსგავსი აქტივობა თბილისსა და ბაკურიანშიც განხორციელდა. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-მდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობაც აქვს. კომპანიის გზავნილია: „არ გადაყარო, ჩააბარე“, რომლის ფარგლებშიც, ჩაბარებული ნარჩენები ახალ ნედლეულად გარდაიქმნება.
გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. „თეგეტა“ აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).