მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7040.5
-0.0624
flag
AZN 1.5888
-0.0143
flag
CNY 37.626
-0.0391
flag
EUR 3.1553
-0.0317
flag
GBP 3.6607
-0.0427
flag
KZT 49.86
-0.008
flag
TRY 0.066
-0.0008
flag
USD 2.701
-0.0253

ინვესტიციების მზარდი დინამიკა საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება - „კედარო ჯგუფი”

news image

„კედარო ჯგუფი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას უძრავი ქონების მართვისა და განვითარების მიმართულებით საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ, ეფექტურ და გამჭვირვალე სერვისებს.
მისი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რომლებიც ინდივიდუალურად უდგებიან თითოეულ პროექტს და უზრუნველყოფენ სანდო, შედეგზე ორიენტირებულ პარტნიორობას.

როგორია დღეს უძრავი ქონების ბაზარი და რა ხედვები აქვს „კედარო ჯგუფს“ – ამ თემებზე Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ასევე საერთაშორისო ბიზნეს-მედია საშუალების Kedaro News-ის და საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Gate Capital-ის თანადამფუძნებელს ეკატერინე ჭიღლაძეს ესაუბრა.

- რამდენი წელია რაც „კედარო ჯგუფი“ ბაზარზეა, რა ძირითად მიმართულებებზე მუშაობს კომპანია?

-  „კედარო ჯგუფი” უკვე 5 წელია რაც უძრავი ქონების ბაზარზეა. მისი ძირითადი მიმართულებაა მშენებარე და მეორად ბაზარზე უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, საინვესტიციო პოტენციალის შექმნა და შეფასებაა. 

- კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც საცხოვრებელი, ისე ბიზნეს და საინვესტიციო ქონებას, თქვენი შეფასებით რომელი მიმართულება ვითარდება ამჟამად ყველაზე სწრაფად და რატომ?

- რთულია გამოყო მიმართულებები, რადგან პროცესი მუდმივად ცვალებადია. წლის განმავლობაშიც კი,  კვარტალურად, სხვადასხვა მიმართულება ხდება აქტუალური. ამას განაპირობებს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ან ნეგატიური მოვლენები. უძრავი ქონების ბაზარი მგრძნობიარეა პროცესების მიმართ, შესაბამისად, მტკიცედ რაიმეს თქმა, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. 

ზოგადად, თუ განვიხილავთ თბილისს, საცხოვრებელი და საინვესტიციო მიმართულება თანაბრად აქტუალურია. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით ბათუმზე, სადაც მოთხოვნის უდიდესი წილი მოდის საინვესტიციო დანიშნულებაზე. 

-  საქართველოში როგორი ვითარებაა დღეს უძრავი ქონების ბაზარზე? რომელ სეგმენტებში ხედავთ ყველაზე დიდ ინტერესს?

- საბედნიეროდ, იანვრიდან ბაზარი გაცოცხლდა. ეს განაპირობა ქვეყანაში შედარებით სტაბილურმა მდგომარეობამ. გახსოვთ ალბათ წინა წელი აქციების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ამ სექტორს. თუმცა ახლა იჯარის ფასები დასტაბილურდა, ხელოვნურად მომატებული ფასები დაუბრუნდა ადეკვატურ ნიშნულს, რაც ჩემთვის პირადად პოზიტიური მოვლენაა. გაყიდვების ტემპიც გაუმჯობესებულია.

- დღეისათვის რამდენი პროექტი გაქვთ აღებული სარეალიზაციოდ და მიმდინარე წლის 7 თვის გაყიდვებით რამდენად კმაყოფილები ხართ?

- ჩვენი ძირითადი მიმართულება, რაშიც ფაქტობრივად შეუდარებლად კარგები ვართ, არის მეორადი უძრავი ქონების ექსკლუზიური მართვა. თვის ჭრილში ჩვენ მუდმივად ვმართავთ საშუალოდ 30 უძრავ ქონებას. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ კარგი რეპუტაციის მქონე დეველოპერულ კომპანიებთან და მათ პროექტებში ჩვენ მიერ გაყიდული ქონების წილი საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ივლისის თვეში, ერთ დღეში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას ჯამურად 1 756 000 ლარის ღირებულების საინვესტიციო აპარტამენტები გავუყიდეთ. 

- „კედარო ჯგუფი" ახდენს ინვესტორის დაკვეთის დამუშავებას და საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე შესაბამის ქონების მოძიებას, როგორ მუშაობთ საინვესტიციო შეკვეთებზე? რას მოიცავს „დაკვეთის დამუშავება“ პრაქტიკაში?

- ეს იმდენად კომპლექსური მიდგომაა, ვფიქრობ ეს ფორმატი არ მეყოფა. 

პირველ რიგში, ამ ადამიანებს სჭირდებათ ობიექტური ინფორმაცია - რა ხდება ქვეყანაში, წლიდან წლამდე როგორ ვითარდება ეკონომიკა და რა რეგულაციებია. შემდგომ ვეკითხებით - რა მოლოდინები აქვთ. ამის შემდგომ კი გადავდივარ მათთვის კონკრეტული მიმართულებების გაცნობაზე - რა ვადაში და რა ტიპის უძრავ ქონებაში სურთ ინვესტირება, სჭირდებათ თუ არა შემდგომ ამ ინვესტიციის მართვა, ჩვენთან მუდმივი კომუნიკაცია და ასე შემდეგ. მთავარი არ არის რამდენად სწორ ინვესტიციას ახორციელებ, მთავარია რამდენად სწორად მართავ და როგორ რეაგირებ დადებით ან უარყოფით ცვლილებებზე. ჩემთვის პირადად ეს ნაწილი, პროფესიულად ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და საინტერესოა. 

- რამდენად დაინტერესებულია უცხოელი ინვესტორი ქართულ უძრავი ქონების ბაზრით  და მათი მხრიდან  რა ტიპის ობიექტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

- როგორც იცით, ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა. საუბარია როგორც ბრენდულ სასტუმროს ქსელებზე, ასევე სამშენებლო კომპანიებზე. ცხადია ეს დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. მზარდი დინამიკაა შედარებით პატარა ინვესტიციებზეც. 

ზოგადად უცხოელი ინვესტორებისგან ინტერესი არის, თუმცა სიფრთხილით ეკიდებიან. მათ ხიბლავთ ჩვენს ქვეყანაში დაბალი გადასახადები, სახელმწიფოსგან ბიზნესის მიმართ ლიბერალური მიდგომა, თუმცა აშინებთ მუდმივად ცვალებადი სტატისტიკა. ეს ერთგვარი მუშა პროცესია. სწორი დამოკიდებულებით ვფიქრობ ამ რისკების მართვა შესაძლებელია. 

- თქვენი კომპანია ახდენს ქონების შეფასებას. როგორია შეფასების სტანდარტები და რომელი ინდიკატორებია ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ჩვენი კომპანია შეფასებას აკეთებს მხოლოდ ძველი თბილისის არეალში და ეს შეფასება კეთდება ინდივიდუალურად, არამხოლოდ საბაზრო ანალოგების შედარების გზით, არამედ შენობის მდგრადობის, მისი ისტორიული ღირებულებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსების გათვალისწინებით.  ზოგადად სტანდარტი ასეთია - უძრავი ქონება საქართველოში ფასდება ანალოგების მეთოდით, რაც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არასწორ სურათს გვაძლევს. თუმცა, ეს არ არის იმდენად დიდი პრობლემა რომ ამან გააჩინოს რისკები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საზომი გახდა ბანკის შეფასება - ესეც იმიტომ რომ უმრავლესობა ყიდულობს საბანკო კრედიტით და ამ ყველაფერს პირველ ეტაპზე სჭირდება შეფასება. შესაბამისად, ინდივიდუალური შეფასების კულტურა ჯერ დიდად არ გვაქვს. ალბათ ამ მიმართულებითაც გაუმჯობესდება გარემო. 

- უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად იცვლება. როგორ აჰყვა „კედარო ჯგუფი“ ამ ცვლილებებს და რას სთავაზობთ კლიენტებს, რაც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?

- მე ასე ვიტყოდი - იცვლება მხოლოდ მომხმარებლის ქცევა და ჩვენ მუდმივად პულსზე გვაქვს ხელი. მთავარი რაც გამოგვარჩევს არის მომსახურების ხარისხი - ჩვენ არ ვმუშაობთ რაოდენობისთვის, ჩვენთვის უმთავრესია დამკვეთმა მიიღოს კომპლექსური სერვისი ჩვენგან და მას გაუჩნდეს სურვილი განმეორებით დაგვიკავშირდეს და გაგვიწიოს რეკომენდაცია. ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით რეპუტაციას. უკვე 5 წელია რაც ექსკლუზიურად ვმართავთ სხვადასხვა ქონებას და გვაქვს საკმარისი გამოცდილება, ნებისმიერი სირთულის მოლაპარაკებას გავუმკლავდეთ. 

- როგორია თქვენი ხედვა მომდევნო 3-5 წლისთვის, გეგმავთ თუ არა განვითარებას სხვა სეგმენტებში ან რეგიონულ გაფართოებას?

- იმ დღიდან, რაც ამ სფეროში ვარ, ჩემი მიზანია საქართველო მსოფლიო რუკაზე წარმატებულ საინვესტიციო ქვეყნად წარმოვაჩინო. სწორედ ამიტომ, “კედარო ჯგუფის” შემდეგ შევქმენი საერთაშორისო მედია-პლატფორმა Kedaro News, სადაც იდება მასალები საქართველოს უძრავი ქონების შესახებ. ასევე, პარტნიორთან ერთად, ახლახან დავაფუძნე კიდევ ერთი კომპანია Gate Capital, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში. თითოეული ორგანიზაცია ემსახურება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას და გაჯანსაღებას. 

- როგორია თქვენი დამოკიდებულება უძრავ ქონებაში ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ, იყენებთ თუ არა ამგვარ ინოვაციებს?

- ჩვენ დაარსების დღიდან ვართ ტექნოლოგიური კომპანია. გვაქვს საკუთარი ვებ-გვერდი Kedarogroup.ge, სადაც განთავსებული გვაქვს ჩვენს მართვაში არსებული
ქონებები

საიტზე მართვის პანელში ჩაშენებული გვაქვს CRM სისტემა, რაც გვიმარტივებს მოლაპარაკებების მართვას. 

ვთანამშრომლობთ სხვა პლატფორმებთან, ათვისებული გვაქვს სოციალური არხები. სერვისების ნაწილში დამკვეთს ვთავაზობთ: ფოტო, ვიდეო, აერო 3D გადაღებას 

შეუძლებელია იყო მუდმივად კარგი, თუ არ ვითარდები და ამას დროში ძალიან სწრაფად არ აკეთებ. ამ ნაწილში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი შესაძლებლობები ქართული ღვინისთვის - Aramex Georgia და Navi Ltd დიდ ბრიტანეთში ექსპორტს ამარტივებენ

15.08.2025.18:00

სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია Aramex Georgia და ბრიტანული კომპანია Navi Ltd (UK Georgian Trade Hub) 20 აგვისტოს, 17:00 საათზე, თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ეს ექსკლუზიური პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში.

ღონისძიება, რომელიც სპეციალურად ქართველი მეღვინეებისთვის იმართება, მიზნად ისახავს მათთვის ახალი საექსპორტო არხებისა და ლოჯისტიკური მხარდაჭერის გაცნობას.

ღონისძიების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: ბრიტანული ბაზრის მიმდინარე ტენდენციები და სიახლეები; ბაზრის მოცულობა და განვითარებადი სეგმენტები; ბრიტანული ღვინის ბაზრის ტენდენციები და გამოცდილება ქართული ღვინის კომპანია Wet Dog გამოცდილებით. ღონისძიების ფარგებში ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მიწოდებული იქნება ასევე შემდეგი სახის ინფორმაცია: CWC – საერთაშორისო კონკურსის უპირატესობები, რეგისტრაცია და ლოჯისტიკა; ექკლუზიური ლოჯისტიკური პარტნიორი - Aramex Georgia; ეფექტური მიწოდების სქემა და პრაქტიკული რჩევები დროული ტრანსპორტირებისთვის; ხარჯების ოპტიმიზაცია და დროული ტრანსპორტირება; ბრიტანეთში საექსპორტო პარტნიორობის შეთავაზება – NAVI Ltd-ის ქსელი და გაყიდვების არხები.

აღნიშნული შეხვერის სპიკერები კი არიან: 

  • მაკო აბაშიძე – ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელი / NAVI Ltd დირექტორი
  • ლიკა უსეინაშვილი – Aramex Georgia-ს გენერალური დირექტორი
  • ირაკლი ჩოლობარგია – Wet Dog ღვინის კომპანიის დამფუძნებელი
  • მონაწილეობა უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო გადაზიდვების გლობალური ბრენდი „Aramex“-ი უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ექსპორტიორებსა თუ იმპორტიორებს. სწორედ ამ მისიის გაგრძელებაა „Navi Ltd“-თან გაფორმებული ახალი შეთანხმება.

რაც შეეხება ბრიტანულ კომპანია Navi Ltd-ს ის საიმპორტო-სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც  21 წლის უკან ბრიტანეთში მცხოვრები ქართველების მიერ დაფუძნდა. 

დაინტერესებულ პირებს ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Sj1o9Ux6aPVMNWds7

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ გაერთიანებულ სამეფოში 753.0 ათასი დოლარის ღირებულების 149 733 ლიტრი ღვინო გაიტანა ექსპორტზე. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი კი 182 574 ლიტრის დონეზე იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი %-ითაა შემცირებული. 18%-ითაა შემცირებული. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა