16 ივნისს თბილისში მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება - „HR ბიზნეს სამიტი“ გაიმართება
HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ოქროს სპონსორია Teamboat. ღონისძიების ვერცხლის სპონსორია apeople/adjarabet.com.
8 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიება, როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებათ. HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა HR ქეისებია.
ღონისძიება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, გაჯერებული იქნება საინტერესო HR ქეისებით და ინსპირაციის უდიდესი დოზით.
თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ნეთვორქინგი, გათამაშება და პრიზები. ძველი და ახალი პარტნიორებს/კოლეგებს ერთ სივრცეში შეხვდებით.
სპიკერები აქტუალურ თემებზე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, თუ როგორ გადაჭრეს და მოაგვარეს სხვადასხვა გამოწვევა.
HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები
ბილეთის ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია 7 ივნისამდე.
რა გელოდებათ, როგორი იქნება ღონისძიების ფორმატი და რა აქტივობებია დაგეგმილი წლევანდელ სამიტზე?
• სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე;
• პანელ დისკუსია;
• ვორქშოპები;
• HR Expo;
• სახალისო და შემეცნებითი აქტივობები;
• მუსიკალური ნომრები;
• გათამაშებები, თქვენ უამრავი საჩუქარი გელოდებათ.
დაესწრებით შთამაგონებელ გამოსვლებს მთავარ სცენაზე, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღებთ ახალ ცოდნას, გაიზიარებთ გამოცდილებას, შეიძინთ ახალ კონტაქტებს და დატკბებით ფუნიკულიორის შესანიშნავი გარემოთი და ხედებით.
ვისთვისაა ღონისძიება?
ღონისძიება განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორის:
• HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები);
• დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
• C-Suite – TOP მენეჯერებისთვის;
• HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ვინ იქნებიან სპიკერები და რა თემებზე იქნება საუბარი?
ღონისძიების ძირითად ნაწილს საშა კაცმანი, სანდრო ჯეჯელავა და პაატა პაპავა გაუძღვება.
თითოეული მათგანი თქვენს წინაშე სხვადასხვა თემით წარდგება. შემდეგ კი პანელში სასაუბროდ და კონკრეტული ეიჩარ ქეისების მოსაყოლად, სხვადასხვა კომპანიის ეიჩარებსა და დირექტორებს მოიწვევენ. ასევე, იქნება 5 პანელ დისკუსია აქტუალურ თემებზე.
სპიკერი: სანდრო ჯეჯელავა – Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი
თემა: HR Story 1995 – 2035 წლებში (როგორ იცვლებოდა და შეიცვლება HR-ის როლი)
პანელ დისკუსია I: HR transformation story
პანელის მონაწილეები:
• ნუცა კაციტაძე – საქართველოს ბანკის ტალანტების განვითარების დირექტორი;
• ლელა სალაყაია – სელფი მობაილის Პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი;
• ნინო ნანიკაშვილი – GMT/HOSPITALITY – ის ადამიანური კაპიტალის მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სპიკერი: პაატა პაპავა – „თიმბოუთის“ მმართველი პარტნიორი
თემა: HR ლიდერის პორტრეტი
პანელ დისკუსია II: ინიციატივები
პანელის მონაწილეები:
• პაპუნა ტოლიაშვილი – სინერჯი ჯგუფის მმართველი პარტნიორი;
• ნინო კიკნაველიძე – Deputy People Director at Adjarabet.com;
• თამარ მიქაბერიძე – Head of HR and Administrative Department at Swiss Capital.
სპიკერი: საშა კაცმანი – ორგანიზაციული ცნობიერების, კულტურის და ლიდერობის კონსულტანტი, Katsman&Friends – ის დამფუძნებელი
თემა: კომუნიკაციის პარადიგმები მართვასა და ლიდერობაში
პანელ დისკუსია III: როგორ გახდეს HR ბიზნესის ნაწილი
პანელის მონაწილეები:
• ზეინაბ ლომაშვილი – პროკრედიტ ბანკის დირექტორი და მმართველი საბჭოს წევრი;
• ნოდარ ყანჩაველი – სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის დირექტორი.
პანელ დისკუსია IV: HR ქეისები HR ლიდერებისგან – წარმატების ალგორითმი თუ HR ჯადოქრობა?
პანელს გაუძღვება HR და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი ნანა ყუფუნია და Talent Flow-ს დამფუძნებელი ლიკა ნოზაძე
პანელის მონაწილეები:
• თეა რუსიტაშვილი – ეროვნული ბანკს აპარატის უფროსი;
• გიორგი ტრაპაიძე – ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
• მარიამ სანაია – ველი სთორის კულტურისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი.
პანელ დისკუსია V: პანელი – HR ტრანსფორმაცია ციფრულ სამყაროში
პანელს გაუძღვება ნინი ხარშილაძე, Signify-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი
პანელის მონაწილეები:
• მედეა ტაბატაძე – Insource-ის მმართველი პარტნიორი, მენეჯმენტ კონსულტანტი;
• დავით ტაბატაძე – BLC-ის დავების მიმართულების ხელმძღვანელი;
• თაკო ფოცხიშვილი – ასკანელის HR მენეჯერი.
პანელ დისკუსია IV: Self.HR– ადამიანები ბიზნესში: ვინ ქმნის წარმატების ისტორიას?
პანელს გაუძღვება ნინო ფეიქრიშვილი – Self.HR-ის თანადამფუძნებელი
პანელის მონაწილეები:
• ირმა დაუშვილი – დიოს დამფუძნებელი/CEO;
• თინათინ რუხაძე – ACT გლობალის მმართველი პარტნიორი;
• ამირან ამბროლაძე – თბილისის თავისუფალი სკოლა – დირექტორი.
ვორქშოპები
ვორქშოპი I: apeople – გააცნობიერე სტერეოტიპები
სტერეოტიპები და გაუცნობიერებელი მიკერძოებები ჩვენს გონებაში ნელ-ნელა, ჩვენგან დამოუკიდებლად იძერწება. ხშირად გვგონია, რომ თავისუფლად ვფიქრობთ და მიუკერძოებლები ვართ, თუმცა სტერეოტიპები ჩუმად გვკარნახობენ არჩევანს. თუ მეტი გაინტერესებს, გეპატიჟებით ვორქშოფზე, სადაც ერთად დავფიქრდებით, რა გავლენას ახდენს ჩვენს ქვეცნობიერში ჩამალული მიკერძოებები ჩვენს გადაწყვეტილებებზე, გუნდურ ურთიერთობებსა და სამუშაო კულტურაზე.
შემოგვიერთდი, იქნებ შენი გაოცებაც შევძლოთ!
ღონისძიება ტრადიციულად უამრავი აქტივობით იქნება დატვირთული. ბოლოს გელოდებათ სიურპრიზი.
ვორქშოპი II: ფლომასტერი
Gen Z-ის Onboarding – როგორ ვითანამშრომლოთ თაობასთან, რომელიც ცვლის თამაშის წესებს.
ტრენერები: ანი ხარშილაძე & მარიეტა მაჭარაშვილი
მენეჯმენტი და ლიდერობა ბუნებრივი, ემოციური და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
ტრენერები: ქეთი ტყავაძე & ვანო ნადირაძე
ვორქშოპი III: გუნდის ტრანსფორმაცია: HR ქეისების განხილვა ერთობლივი წარმატებისთვის
აღმოაჩინეთ ეფექტური გუნდების ძალა! ამ დინამიურ და ინტერაქციულ ვორქშოპზე თქვენ ჩაუღრმავდებით რეალურ HR ქეისებს, რათა დაადგინოთ გუნდის წინაშე მდგარი ხშირი გამოწვევები და ერთობლივად შეიმუშაოთ ეფექტური თიმბილდინგური გადაწყვეტები. გაიგეთ, როგორ შეუძლია სტრატეგიულ ინტერვენციებს პირდაპირ გააუმჯობესოს კომუნიკაცია, გაზარდოს ნდობა, გადაჭრას კონფლიქტები და გაზარდოს პროდუქტიულობა თქვენს ორგანიზაციაში. მიიღეთ პრაქტიკული ცოდნა, რომლის დაუყოვნებლივ გამოყენებასაც შეძლებთ მაღალი მოსწრების (HPT) გუნდების შესაქმნელად და ხელშესახები ბიზნეს სარგებლის მისაღებად.
HR Expo
ღონისძიებაზე დაგხვდებათ HR Expo, სადაც სხვადასხვა კომპანია საინტერესო და საჭირო HR სერვისებს გაგაცნობენ და სპეციალურ შეთავაზებებსაც შემოგთავაზებენ.
• HRSchool – პირველი HR სკოლა საქართველოში!
• საოჯახო მეღვინეობა მილდიანი
• Safco
• Grant Thornton
• Smart Academy
• BackOffice
• Piel Naturals
• Fitpass
• Self.HR
• TreeDesign
• DGN Consulting
• Varanini Coffee Georgia.
• თუ თქვენც დაინტერესებული ხართ HR Expo – ში მონაწილეობით ან ღონისძიების სრული სასპონსორო შემოთავაზებით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge
გადახედეთ HR ბიზნეს სამიტის 8 წლიან წარმატებულ ისტორიას!
1. HR Business summit 2024
2. HR Business summit 2023
3. HR Business summit 2022
4. HR Business summit 2021
5. HR Business summit 2020
6. HR Business summit 2019
7. HR Business summit 2018
შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად!
ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!
მხარდამჭერები არიან: FitPass ფლომასტერი Self.HR Grant Thornton Georgia / გრანთ თორნთონსაქართველო Network • ნეთვორქი Geosoft Cloud • ჯეოსოფტი TreeDesign
მედია მხარდამჭერია: Business Insider Georgia, Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი
სხვა სიახლეები
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი Leila Meskhi Tennis Academy Cup & Coca Cola
29.05.2026.20:51
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ორგანიზებით 30 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი (TENNIS EUROPE JUNIOR TOUR U 14) - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ( Leila Meskhi Tennis Academy & Coca-Cola Cup) გაიმართება.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ უკვე მრავალი წელია სპორტისა და არაერთი ახალგაზრდული ინიციატივის მხარდამჭერია. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ტურნირების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენებს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს როგორც ქართული სპორტის განვითარებას, ისე ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ვინაიდან „კოკა-კოლასთვის“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა, კომპანია უკვე წლებია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და მისი ტურნირების მთავარი პარტნიორია.
საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართება. საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
საკვალიფიკაციო თამაშები 30 მაისს, ხოლო მთავარი ბადის თამაშები 1 ივნისიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრება და დაჯილდოების ცერემონიალი კი 7 ივნისს გაიმართება.
ტურნირისთვის სპეციალურად მოწვეულია თეთრის სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი, რომელიც ტურნირსა და ადგილობრივი ხაზის მსაჯებს უხელმძღვანელებს.
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობის ამაღლება, ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო ქულების მოპოვება და საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება.