მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

15 წლიანი პარტნიორობის გზა — ცერერას და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის ისტორია

news image

უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ცერერა ქართულ ბაზარს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტებით ამარაგებს. მისი ისტორია 2004 წელს ზუგდიდში, ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოთი დაიწყო. წლიდან წლამდე მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობით კი ახლა ცერერა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საცხობსაც ფლობს და წარმოების გაფართოებასაც ისახავს მიზნად

2011 წლიდან ცერერას ფინანსური პარტნიორი საქართველოს ბანკია. კომპანიამ ბანკის ინვესტიციით არაერთი პროექტი განახორციელა. ამ სტატიაში კი სწორედ ამ თანამშრომლობის შესახებ გიამბობთ.

„2004 წლიდან ცერერა ხორბლის გადამუშავებითა და შედეგად მიღებული სხვადასხვა სახის ფქვილისა თუ ქატოს რეალიზებითაა დაკავებული. არეალიქართული ბაზარია, რომლისთვისაც ყოველთვიურად 2500 – 3000 ტონა ხორბალს ვამუშავებთ. ჩვენი მაქსიმალური წარმადობა 9000 ტონა ხორბალია თვეში, საცავების ტევადობა კი 35 000 ტონაა. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი კომპანიის სრულ დატვირთვაზე გადაყვანაა, რომელსაც სტაბილური ნაბიჯებით ვუახლოვდებით“, — ამბობს ცერერას კომერციული დირექტორი, ირაკლი ხაინდრავა.

ცერერასა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა 15 წლის წინ დაიწყო და როგორც ირაკლი ხაინდრავა აღნიშნავს, ამ გზაზე ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა:

ჩვენი დღევანდელი მიზანიმივაღწიოთ საწარმოს სრულ დატვირთვასარა მარტო კომპანიას, არამედ მთელ რეგიონს ეკონომიკურ სტიმულს მისცემს. ამ გზაზე კი საქართველოს ბანკის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაპირველი ფინანსური რესურსი  2011 წელს ავიღეთ და მას შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი პროექტი ბანკის მხარდაჭერით განვახორციელეთ.“

მისი თქმით, თანამშრომლობა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოიფარგლება:

საქართველოს ბანკის მხრიდან ყოველთვის ვიღებდით და ვიღებთ გულისხმიერ პარტნიორულ დამოკიდებულებას ჩვენი ბიზნესისადმი. არაპროგნოზირებად ბაზარზე ეს ძალიან მნიშვნელოვანიაგყავდეს სტაბილური და სანდო პარტნიორი. ამას კიდევ უფრო ვაფასებთ დღეს, როცა ინვესტიცია ჩავდეთ ახალ პროექტშიაღნიშნავს ირაკლი ხაინდრავა.

საცხობი, რომელზეც ირაკლი ხაინდრავა საუბრობს, ცოტა ხნის წინ გაიხსნა. იგი თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა და მაქსიმალური წარმადობა 10 000 – 12 000 ერთეული პურით განისაზღვრა. ინვესტიციამ კი 2 000 000 ლარი შეადგინა

ახალი პროექტითანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ჩვენი მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. სასიამოვნო და საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ ცერერას მუდმივ განვითარებასა და ზრდას. რაც მთავარია, გვიხარია, რომ ამ გზაზე კომპანიას ფინანსურ მხარდაჭერას ვუწევთ უკვე 15 წელია. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას და გვჯერა, რომ მომავალში ცერერას კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს დავუჭერთ მხარს“, — ამბობს ზაზა ფიფია, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

საგულისხმოა, რომ ამ პროექტით ცერერამ 50 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და ადგილობრივები დაასაქმა. ახლა კი კომპანიის უახლოეს სამომავლო გეგმებში ფქვილის ექსპორტზე გატანაა, რისთვისაც მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12.12.2025.16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.

ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.

1. HOME

HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.

2. ძველი სუფრა

15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.

3. iPLUS 

17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.

4. VOULEZ-VOUS

Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა