14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის
14 ივნისს, კინომოყვარულების ყურადღების ცენტრში გურჯაანი, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი იქნება, რომელიც კინოპრემია „ელისოს“ დაჯილდოებას უკვე მეორედ უმასპინძლებს.
დაარსების დღიდან, „ელისო“ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული კინემატოგრაფიისთვის და მხარდაჭერა - ხელოვნების ამ სფეროსთვის. სწორედ, ამ იდეას უჭერს თიბისი მხარს მტკიცედ და ერთგულად და მეორე წელია, კინოპრემიის მთავარი პარტნიორია.
წელს, „ელისო“ 6 ნომინაციაში გაიცემა:
საუკეთესო ფილმი
საუკეთესო რეჟისორი
საუკეთესო მსახიობი
საუკეთესო ოპერატორი
საუკეთესო მონტაჟი
საუკეთესო მხატვრული გაფორმება
ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდი დაასახელებს 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს.
14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის კარი სტუმრებისთვის 17:00 საათიდან გაიღება. 19:30-დან კი, ღონისძიება დაიწყება.
„ელისოს“ მთავარი მხარდამჭერები არიან: კოკა-კოლა, სიტროენი, ვაზისუბნის მამული, ენკენი ფილმს, ბლუტაბლა, სარაჯიშვილი და რუმს ჰოტელი.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს
06.03.2026.20:51
9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.