14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართება- ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით დაგეგმილი თბილისის წიგნის დღეები 2025 -ის გენერალური სპონსორია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:
• გაეცნონ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს;
• შეხვდნენ ცნობილ ავტორებს;
• მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
• დაესწრონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს.
თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართება. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ.
კერძოდ: Student Card, sCool Card, მფლობელები შეძლებენ მიიღონ 20% ქეშბექი (მაქს. 20₾)
PLUS ბარათით გადახდისას კი 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20,000 PLUS) დააგროვებთ.
ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.
ღონისძიებაზე მეტი დეტალის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ–სა და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge.
სხვა სიახლეები
თბილისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით ICAO-ს რეგიონული შეხვედრა იმართება
11.11.2025.14:51
11-12 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ,,ტელეგრაფში”, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონულ ვორქშოფს მასპინძლობს. ICAO-ს სამუშო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის აერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას. ვორქშოფს იკაოს წევრი ქვეყნების ევროპის და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ორგანოების, აეროპორტების ოპერატორებისა და ინდუსტრიის 35-მდე წარმომადგენელი ესწრება.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG), ლევან კარანაძემ მიმართეს.
ხაზი გაესვა, რომ საერთაშორისო ფორმატის ვორქშოფის ჩატარება თბილისში მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო განმტკიცების გზაზე.
ორი დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართს (ICAO Annex 14) განიხილავენ. რომელიც აეროპორტების დიზაინსა და ოპერირების სტანდარტებს ეხება. ასევე, ICAO-ს მიერ ცოტა ხნის წინ, აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის რეიტინგის ახალ სისტემას, რომლის ეეფექტიანი დანერგვა მსოფლიოს აეროპორტებში სავალდებულო ხდება.
შეფასების ახალი სისტემა საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად და ერთიანი საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვროს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკისა და ბაქანის ეფექტურად გამოყენებისა და დატვირთვის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის.
ვორქშოფის მონაწილეები ეცნობიან სისტემის ძირეულ პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს, ცვლიან გამოცდილებას, განიხილავენ რეგულირებისა და ოპერირების საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს აეროპორტების უსაფრთხოებაზე და ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვაზე.
ღონისძიებაში ქართული მხრიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქაერონავიგაციის და TAV Georgia-ს წარმომადგენლები ესწრებიან.