„100% ბამბამ" ახალი, ფერადი და კონცეპტუალური ფილიალი გახსნა
„100% ბამბამ" ახალი, ფერადი და კონცეპტუალური ფილიალი გახსნა თბილისის გულში - ვერაზე, კოსტავას 24-ში , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა ნატა ნათაძემ განუცხადა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
გავხსენით ახალი ფილიალი. ეს არის სივრცე, სადაც როგორც ბავშვები, ისე მშობლები ჯადოსნურ, ზღაპრულ გარემოში ხვდებიან. მაღაზიის კონცეფცია Candy store სტილზეა დაფუძნებული - ინტერიერი შექმნილია ფერადი, ნათელი და ემოციურად ბედნიერი ატმოსფეროს შესაქმნელად.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს :
• დაფასოებული ბამბის ნაყინი და ბამბის ნაყინის ტორტები სხვადასხვა გემოთი;
• გურმე პოპკორნის მრავალფეროვანი არჩევანი „პოპი"-ს ხაზიდან;
• ყავა, ცხელი შოკოლადი და სხვა ტკბილეულობები.
ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შოკოლადის მწარმოებლებთან, რათა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის შოკოლადების არჩევანი გვქონდეს. ასორტიმენტი ეტაპობრივად გაფართოვდება.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებლებისთვის უფრო ფართო, მრავალფეროვანი და ემოციურად დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნა.
მომდევნო ეტაპზე იგეგმება:
• ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება;
• თანამშრომლობა პრემიუმ შოკოლადის ბრენდებთან;
• ახალი პროდუქტების დამატება გურმე პოპკორნის ხაზში.
ცნობისთვის, კომპანია აქტიურად მუშაობს სადღესასწაულო ღონისძიების მიმართულებითაც, იქნება ეს დაბადების დღე, კორპორატიული საღამო თუ ნებისმიერი გასართობი ღონისძიება.
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.