1 წელი მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან
„კრისტალს“ მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან 1 წელი შესრულდა. საქართველოს ფინანსური ბაზრის მაღალ ლიგაში გადასვლა კომპანიისთვის არა მარტო საეტაპო, არამედ მნიშვნელოვანი სიახლეებისა და წარმატების მომტანიც აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ „კრისტალმა“ სრულფასოვანი საბანკო მომსახურების ამოქმედება და ახალი სტატუსით ოპერირების დაწყება, ლიცენზიის მიღებიდან უპრეცენდენტოდ სწრაფად, ზუსტად ოთხ თვეში მოახერხა.
საბანკო პროდუქტების შეთავაზებას წინ უძღოდა კომპლექსური სისტემური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი, რომლის დროსაც ერთმანეთის პარალელურად 95 სხვადასხვა მასშტაბის და სირთულის პროექტი იმართა: დაინერგა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ინოვაციები, თანმდევი სამუშაოები ჩატარდა რისკების მართვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით, რამაც ხელი შეუწყო როგორც საბანკო ტრანზაქციების ეფექტიან ფუნქციონირებას, ისე, ჩვენი მომხმარებლების დაცულობას და საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობას.
„ეს ერთი წელი გარდამტეხი და სრულიად უპრეცედენტო აღმოჩნდა. ამ სისტემური ტრანსფორმაციის წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა კომპანიის მენეჯმენტის გუნდი, რომლის მონდომებით, პროფესიონალიზმით და მაღალი პასუხისმგებლობით წარმატებით დასრულდა როგორც ლიცენზიის მიღებისა და ტრანსფორმაციის, ისე საბანკო მომსახურების შეთავაზების ეტაპები. მნიშვნელოვანი იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხარდაჭერა კომპანიისთვის, და საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ძლიერი და პასუხისმგებლიანი რეგულატორის პოზიტიური, მხარდამჭერი როლი. ყველაფერი ეს ერთად, უდიდეს მოტივაციასა და ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენდნენ.“ - აღნიშნავს „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია.
საგულისხმოა, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მიღების პირველ წელს კვლავაც წარმატებით გაგრძელდა გლობალურსაფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და ინვესტიციების მოზიდვა. გაიზარდა თანამშრომლობა მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, რაც კომპანიის წინსვლისა და ქართული ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. “კრისტალის” პარტნიორების რიცხვი უკვე 20-ს აჭარბებს. სულ კი 2025 წელს კომპანიამ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 230 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.
მიკრობანკმა გაიძლიერა პოზიცია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში: 2025 წელს ავტორირეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია SCOPE Ratings-მა “კრისტალის” საკრედიტო რეიტინგი ‘B+/Stable’-ზე დაადგინა. გაზრდილი რეიტინგი ადასტურებს კომპანიის მდგრად შემოსავლიანობას, წარმატებულ ტრანსფორმაციას, აქტივების სანდო ხარისხსა და სტაბილურ ლიკვიდობას, რაც კომპანიის სტრატეგიული გეზის სისწორით, მენეჯმენტის სიძლიერით და წამყვანი ინსტიტუციური აქციონერების მხარდაჭერითაა განპირობებული.
კომპანია მიკრობანკის სტატუსით საქმიანობის მეორე წელსაც „კრისტალი“ მნიშვნელოვანი გეგმებით იწყებს. კომპანია წარმატებით განაგრძობს საბანკო ბაზარზე დამკვიდრებას, სტაბილურ ოპერირებასა და ზრდას. მიმდინარეობს მზადება ახალი საბანკო პროდუქტების შეთავაზებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეებისთვის. მიმდინარე წელს მთავარი აქცენტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ციფრული მომსახურების არხების — განსაკუთრებით მობილური ბანკინგის განვითარებაზე, ინოვაციებსა და მომხმარებლებზე ორიენტირებული პროდუქტების გამრავალფეროვნებაზე გაკეთდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge