1 ოქრო, 4 ვერცხლი და 10 ბრინჯაო - საქართველოს ბანკის წარმატება კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე
კიევის 26-ე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე საქართველოს ბანკმა სამი კრეატიული კამპანიით 15მედალი მოიპოვა. მათ შორის 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.
კამპანიებს შორის მოხვდა: - საქართველოს ხმა, სხვა სამყარო და ჩაინიშნე საკითხავი.
საქართველოს ხმა საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ შექმნილი და აღსრულებული კამპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების აღსანიშნად შეიქმნა. გამარჯვების მეორე დღეს, 27 მარტს საქართველოს ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვისას ისმოდა დაუვიწყარი ფრაზა - „გილოცავთ, საქართველო ევროპაზეა, საქართველო ფორმაშია“.
სხვა სამყარო საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაციის - sCoolApp-ის უნიკალური ფუნქციონალია, რომელიც 2023 წელს Redberry-ს გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. თამაში განსხვავებული კონცეფციითა და დიზაინით გამოირჩევა, ის მოსწავლეებს ფინანსური განათლების შინაარსის მისიებსა და სახალისო კონტენტს აწვდის.
ბავშვებსა და მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების გუნდმა პროექტი ჩაინიშნე საკითხავი შექმნა, რომლის იდეა მარი სუხიშვილს, დიზაინი თეონა შელიას, ქოფი კი დუდის ეკუთვნის. ინიციატივის ფარგლებში ხელოვნების სფეროს 5 წარმომადგენელთან თანამშრომლობით შეირჩა 10 წიგნი და შეიქმნა უნიკალური დიზაინის მქონე გამოცემები, სადაც დატანილი იყო ხელოვანების კომენტარები მათთვის საყვარელი ფრაზების, ნაწილებისა და იდეების შესახებ. უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები შეზღუდული რაოდენობით გამოიცა და ისინი საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების თაროებზე განთავსდა.
“საქართველოს ბანკისთვის კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე მოპოვებული აღიარება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევის დაფასებაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ხელი გვეჭიროს ქვეყნის, ინდუსტრიისა და ახალი ტრენდების გულისცემაზე - შევქმნათ ისეთი კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბრენდის ღირებულებების, რომელიც მომხმარებელთან რეზონირდება, სწორად პოზიციონირებას - რაც საბოლოოდ ქმნის ყველაზე დასამახსოვრებელ, გამორჩეულ მოგონებებს, ადამიანებს ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან წამებს და ამასთან, ხელს უწყობს ახალ აღმოჩენებს. კიევის 26-ე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე მიღწეული წარმატება გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი, დასამახსოვრებელი გამოცდილება“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის მიერ მოპოვებული ჯილდოებისა და კატეგორიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.18:01
SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება.
Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.
ამასთან, 9 ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ.