მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

მეწარმე სუბიექტის ელექტრონული პორტალი და პრაქტიკული გამოწვევები

news image

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, გარდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისა, დარეგულირდა ელექტრონული პორტალის შექმნა ბიზნეს-სუბიექტებისათვის. აღნიშნული პორტალის არსსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

კანონის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგ ენიჭება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი (ერთიანი ელექტრონული პორტალი), სადაც ხდება წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტების/ინფორმაციის ატვირთვა და გამოქვეყნება. აღნიშნული ელექტრონული პორტალის მართვაზე პასუხისმგებელია ბიზნეს-სუბიექტის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი (ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი). 

პორტალზე გამოქვეყნებას ექვემდებარება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მათში განხორციელებული ცვლილება, საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობა, განთავსებული კაპიტალის ცვლილება, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება, სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის შესახებ ანგარიში და ა.შ. ამ დოკუმენტაციის გამოქვეყნების მიზანია გამჭირვალობის უზრუნველყოფა და პარტნიორების/კრედიტორების/მესამე პირების ინფორმირება საზოგადოებაში მიმდინარე საკითხებზე. მაგალითისათვის, პორტალზე გამოქვეყნებას ექვემდებარება შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ.

მიუხედავად ელექტრონული პორტალის ამგვარი დანიშნულებისა, ზოგიერთ შემთხვევაში მასზე დოკუმენტების გამოქვეყნება შესაძლოა დაბრკოლდეს გარკვეული ტექნიკური წინაღობით. მაგალითად, კანონის თანახმად, სააქციო საზოგადოების აქციონერი უფლებამოსილია, ხელმძღვანელი პირების მიერ კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება. ასეთ დროს საზოგადოების ელექტრონულ პორტალზე კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება დაუბრკოლებლად გამოქვეყნდება.

მეორე მხრივ, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი არ იწვევს კრებას, ელექტრონულ პორტალზე კრების მოსაწვევის გამოქვეყნება შესაძლოა ტექნიკურად დაბრკოლდეს. ასეთ შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს იდენტურ ჩანაწერს შპს-სთვის, რაც პრაქტიკაში ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებას აფერხებს.

მეწარმეთა შესაქხებ საქართველოს კანონის 128-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუ პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ ინიციატორი პარტნიორების მოთხოვნის წარდგენიდან 20 დღის ვადაში ის არ მოიწვევა, ინიციატორ პარტნიორებს უფლება აქვთ, თავად მოიწვიონ რიგგარეშე კრება. თუმცა, საჯარო რეესტრს არ აქვს ერთგვაროვანი პრაქტიკა და ზოგიერთ შემთხვევაში პარტნიორთა ინიციატივით კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში კრების შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა აფერხებს პარტნიორთა უფლების რეალიზებას. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება სასამართლოს ჩარევა და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე ინფორმაციის გამოქვეყნება ელექტრონულ პორტალზე.

ამდენად, ელექტრონული პორტალი წარმოადგენს ბიზნეს-სუბიექტის ეფექტური ფუნქციონირების ერთ-ერთ გარანტს. აუცილებელია, შპს-ს პარტნიორებს არ შეექმნათ ტექნიკური წინაღობა და საჯარო რეესტრმა დანერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა პარტნიორებისათვის სასამართლოს ჩარევის გარეშე, კანონის შესაბამისად, კრების მოსაწვევის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნების საშუალების მიცემით. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის

03.04.2026.11:35

2024 წლის განმავლობაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა 18 შუამდგომლობა უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ. პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ არბიტრაჟის მეშვეობით დავის გადაწყვეტის ხერხს ხშირად მიმართავენ ბიზნეს-სუბიექტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი ურთიერთობა უცხოურ კომპანიასთან/ფიზიკურ პირთან მყარდება.

იმისათვის, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ჰქონდეს სავალდებულო მოქმედების ძალა საქართველოს ტერიტორიაზე, აუცილებელია მისი ცნობა-აღსრულების პროცედურის დაწყება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის იურისტი მარიამ ბაღდავაძე, „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის. 

როგორია ცნობა-აღსრულების პროცედურა?

პროცედურის დასაწყებად საჭიროა, პირმა მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს წერილობითი შუამდგომლობით და მოითხოვოს შესაბამისი გადაწყვეტილების საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება. განცხადებას უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი;
  • საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მხარე იურიდიული პირია;
  • მინდობილობა, თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;
  • მტკიცებულება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაზეც იგი გამოვიდა;
  • სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (150 ლ).

მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე იმ  საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, რომელიც არ არის შედგენილი ქართულ ენაზე. დამატებით, შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს მოთხოვნას შესაბამისი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ასევე, საარბიტრაჟო მოპასუხის იურიდიულ მისამართს. განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რა საფუძვლით სურს ამ პროცედურის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე და რატომ წარმოადგენს უფლებამოსილ სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

რამ შეიძლება დააბრკოლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება?

„არბიტრაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს საკუთარი ინიციატივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ 2 გარემოების არსებობისას:

  • თუ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი (დავა არბიტრაჟუუნაროა);
  • გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

საარბიტრაჟო მოპასუხეს მოსამართლის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს, მიუთითოს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლების შესახებ, რაც დადასტურების შემთხვევაში გამორიცხავს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას:

  • საარბიტრაჟო შეთანხმება გააფორმა არაუფლებამოსილმა პირმა;
  • მხარეს საარბიტრაჟო პროცესში არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია/დაეცვა თავისი ინტერესები;
  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სცდება მხარის მოთხოვნის ფარგლებს;
  • დავის განმხილველი არბიტრაჟის შემადგენლობა იყო არაუფლებამოსილი;
  • გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ან/და იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა.

მხედველობაშია მისაღები, რომ ამ საფუძვლებით სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განმცხადებელს უარი უთხრას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თუ საარბიტრაჟო მოპასუხემ არ გააკეთა შესაბამისი შეცილება მოსამართლის მიერ განსაზღვრულ ვადაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი შეცილება განხორციელდა, განმცხადებელი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება და დაამტკიცოს ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლების არ-არსებობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა