მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7160.8
-0.0081
flag
AZN 1.5901
-0.0025
flag
CNY 39.109
-0.0081
flag
EUR 3.1114
-0.0163
flag
GBP 3.5949
-0.0192
flag
KZT 55.84
-0.0022
flag
TRY 0.0608
-0.0002
flag
USD 2.7025
-0.0041

მეწარმე სუბიექტის ელექტრონული პორტალი და პრაქტიკული გამოწვევები

news image

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, გარდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისა, დარეგულირდა ელექტრონული პორტალის შექმნა ბიზნეს-სუბიექტებისათვის. აღნიშნული პორტალის არსსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრობს იურიდიული ფირმა "ბი ვი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

კანონის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგ ენიჭება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი (ერთიანი ელექტრონული პორტალი), სადაც ხდება წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტების/ინფორმაციის ატვირთვა და გამოქვეყნება. აღნიშნული ელექტრონული პორტალის მართვაზე პასუხისმგებელია ბიზნეს-სუბიექტის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი (ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი). 

პორტალზე გამოქვეყნებას ექვემდებარება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მათში განხორციელებული ცვლილება, საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობა, განთავსებული კაპიტალის ცვლილება, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება, სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის შესახებ ანგარიში და ა.შ. ამ დოკუმენტაციის გამოქვეყნების მიზანია გამჭირვალობის უზრუნველყოფა და პარტნიორების/კრედიტორების/მესამე პირების ინფორმირება საზოგადოებაში მიმდინარე საკითხებზე. მაგალითისათვის, პორტალზე გამოქვეყნებას ექვემდებარება შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ.

მიუხედავად ელექტრონული პორტალის ამგვარი დანიშნულებისა, ზოგიერთ შემთხვევაში მასზე დოკუმენტების გამოქვეყნება შესაძლოა დაბრკოლდეს გარკვეული ტექნიკური წინაღობით. მაგალითად, კანონის თანახმად, სააქციო საზოგადოების აქციონერი უფლებამოსილია, ხელმძღვანელი პირების მიერ კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება. ასეთ დროს საზოგადოების ელექტრონულ პორტალზე კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება დაუბრკოლებლად გამოქვეყნდება.

მეორე მხრივ, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი არ იწვევს კრებას, ელექტრონულ პორტალზე კრების მოსაწვევის გამოქვეყნება შესაძლოა ტექნიკურად დაბრკოლდეს. ასეთ შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს იდენტურ ჩანაწერს შპს-სთვის, რაც პრაქტიკაში ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებას აფერხებს.

მეწარმეთა შესაქხებ საქართველოს კანონის 128-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუ პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ ინიციატორი პარტნიორების მოთხოვნის წარდგენიდან 20 დღის ვადაში ის არ მოიწვევა, ინიციატორ პარტნიორებს უფლება აქვთ, თავად მოიწვიონ რიგგარეშე კრება. თუმცა, საჯარო რეესტრს არ აქვს ერთგვაროვანი პრაქტიკა და ზოგიერთ შემთხვევაში პარტნიორთა ინიციატივით კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში კრების შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა აფერხებს პარტნიორთა უფლების რეალიზებას. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება სასამართლოს ჩარევა და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე ინფორმაციის გამოქვეყნება ელექტრონულ პორტალზე.

ამდენად, ელექტრონული პორტალი წარმოადგენს ბიზნეს-სუბიექტის ეფექტური ფუნქციონირების ერთ-ერთ გარანტს. აუცილებელია, შპს-ს პარტნიორებს არ შეექმნათ ტექნიკური წინაღობა და საჯარო რეესტრმა დანერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა პარტნიორებისათვის სასამართლოს ჩარევის გარეშე, კანონის შესაბამისად, კრების მოსაწვევის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნების საშუალების მიცემით. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესი

16.03.2026.14:38

2026 წლის 12 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ. სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების პრივატიზების წესებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების რამდენიმე გზა:

• აუქციონი;
• პირდაპირი მიყიდვა;
• უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

კანონის თანახმად, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად კი განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვის წინაპირობები (მათ შორის და არა მხოლოდ):

• საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობა;
• უძრავი ქონების დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ არსებობა, როდესაც მას საკუთარ უძრავ ნივთზე განხორციელებული აქვს არანაკლებ 100 000 000 ლარის ინვესტიცია/დანახარჯი;
• სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობა სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისა თუ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა მიზნით;
• საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები.
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მმართველის მიერ. ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, დამატებითი პროცედურების გარეშე, ხოლო ვადის გასვლის შემთხვევაში აქტი კარგავს ძალას.

მეორე მხრივ, აუქციონის გზით პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge). აუქციონში მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენა, რომლის ოდენობას უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. მყიდველი ვალდებულია, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და წარუდგინოს მას საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების/ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აუქციონის წესებისა და პირობების ზუსტ დაცვას. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობა და წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა