მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია – რატომ ღირს ინდივიდუალური წესდების შედგენა?

news image

საქართველოში მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებასთან ერთად დამკვიდრდა სტანდარტული წესდების ინსტიტუტი. სიახლე მიზნად ისახავდა კომპანიის რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას. თუმცა, მარტივად ხელმისაწვდომ სტანდარტულ წესდებასთან ერთად, კომპანიებისთვის უცვლელად აქტუალურია ინდივიდუალური წესდების შედგენა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესის სპეციფიკა მოითხოვს მოქნილ და ზუსტ სამართლებრივ ჩარჩოს. იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს რჩევებს, თუ რატომ უნდა მიანიჭოს ბიზნესმა უპირატესობა ინდივიდუალურ მიდგომას. 

რას გულისხმობს სტანდარტული წესდება?

სტანდარტული წესდება წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ შაბლონს, რომელიც დამტკიცებულია იუსტიციის მინისტრის მიერ. იგი ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე და თითოეული ტიპის სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია მისი გამოყენება რეგისტრაციის პროცესში.

რა შეიძლება მოწესრიგდეს განსხვავებულად ინდივიდუალური წესდებით?

ინდივიდუალური წესდების შემუშავება საშუალებას აძლევს მეწარმეს:

  • კანონით დადგენილი წესისაგან განსხვავებულად მოაწესრიგონ პარტნიორებს შორის ურთიერთობები: მოგების განაწილების პრინციპები, პარტნიორთა გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები და საჭირო ხმათა ოდენობა,  საერთო კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა, ხმათა რაოდენობის გამოთვლის წესი, ახალი წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გათვალისწინება და ა.შ;
  • მოქნილად დაარეგულირონ კომპანიის მართვის სტრუქტურა: განსაზღვრონ დირექტორთა უფლებამოსილებები დეტალურად, შესაძლებლობისას გაითვალისწინონ სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა საზოგადოებაში და მისი უფლებამოსილებები, განსაზღვრონ დამატებითი კონტროლის მექანიზმები კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისათვის;
  • ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაითვალისწინონ ისეთი ინდივიდუალური დებულებები, რომლებიც არ გვხვდება კანონში და, ამავდროულად, არ ეწინააღმდეგება მის შინაარსს. 

რა უპირატესობა აქვს ინდივიდუალურ წესდებას?

პარტნიორთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული ინდივიდუალური წესდება ამცირებს მხარეებს შორის უთანხმოების რისკს, სადავოობისას არ ტოვებს ორაზროვან რეგულირებას, რაც ხელს უწყობს ნორმათა არახელსაყრელ ინტერპრეტაციას. გარდა ამისა, სრულყოფილი ინდივიდუალური წესდება იძლევა სტრატეგიულ უპირატესობას ინვესტორებთან ურთიერთობაში, ვინაიდან  ზრდის ნდობას და ამარტივებს მოლაპარაკებების პროცესს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სტანდარტული წესდების გამოყენება ფორმალურად საკმარისია კომპანიის სამართლებრივი სტატუსის მისაღებად, თუმცა ის ვერ პასუხობს მრავალფეროვან საჭიროებებს ბიზნესისათვის, რომელსაც სურს ურთიერთობების ამომწურავად დარეგულირება და სამართლებრივი რისკების მინიმიზაცია. შესაბამისად, ინდივიდუალური წესდების შედგენა რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯად. იგი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნიკურ სადამფუძნებლო დოკუმენტს, არამედ - ეს არის სამართლებრივი არქიტექტურა, რომელიც იცავს თქვენი ბიზნესს და ქმნის კონკურენტულ უპირატესობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image რჩევები ბიზნესს - რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებისას

28.05.2025.00:44

ბიზნესის გაფართოვება ან ახალი საქმიანობის დაწყება ხშირად დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებას მოითხოვს. ბიზნეს-სესხი, როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტი, მეწარმეებს ეხმარება საჭირო ინვესტიციების განხორციელებაში. თუმცა, საფინანსო პროდუქტის წარმატებით მისაღებად აუცილებელია კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისი დოკუმენტების სწორად მომზადება. „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს რჩევებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

საბანკო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპით იხელმძღვანელონ, რაც ნიშნავს, რომ ისინი დეტალურად აფასებენ მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას. ეს პროცესი მოიცავს შემოსავლების, ხარჯებისა და არსებული ვალდებულებების სრულ ანალიზს. ამისთვის, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისე - მეწარმე იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადი – ოფიციალური მოთხოვნა ფინანსური მომსახურების მიღების თაობაზე;
  • სადამფუძნებლო დოკუმენტაცია - წესდება, სადამფუძნებლო შეთანხმება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი;
  • ფინანსური ანგარიშგება - იურიდიული პირების შემთხვევაში - საბალანსო, მოგება-ზარალისა და ფულის მიმოქცევის უწყისები, ხოლო ფიზიკური პირებისთვის - საბანკო ამონაწერი და ცნობა შემოსავლების სამსახურიდან;
  • ბიზნეს-გეგმა – ბიზნესის საქმიანობის, მიზნების, სტრატეგიის, სამომავლო გეგმებისა და ფინანსური პროგნოზების ამსახველი დოკუმენტი;
  • უზრუნველყოფის დოკუმენტები – უძრავი/მოძრავი ქონების ან სხვა აქტივების შეფასების აქტები და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გარდა ამისა, მეწარმე ფიზიკურმა პირებმა შესაძლოა წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ საქმიანობას და შესაბამის შემოსავალს, მათ შორის:

  • საქმიანობის ადგილზე ვიზიტისა და შემოსავლების შეფასების აქტები;
  • ბაზრის საშუალო შემოსავლის გათვალისწინებით შედგენილი შეფასებები;
  • საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ლიცენზია, სერტიფიკატი, დიპლომი და სხვა).

საბანკო დაწესებულება დეტალურად აფასებს ზემოხსენებულ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის სრული ანალიზის საფუძველზე, კერძოდ - პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზის, მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებისა და მსესხებლის/თანამსესხებლის საკრედიტო ისტორიის შემოწმების შედეგად. 

ბიზნეს-სესხის გაცემისას საბანკო დაწესებულება იურიდიულ პირს უხსნის საკრედიტო ხაზს (გენერალური ხელშეკრულება), რითაც კლიენტს უდასტურებს თანამშრომლობის სურვილს, ადგენს კლიენტის საკრედიტო ლიმიტის თანხასა და მაქსიმალურ განაკვეთებს (წლიური პროცენტის, პირგასამტეხლოს და სხვ. გადასახადების სახით). შესაბამისი გირავნობის, იპოთეკის, თავდებობის და სხვა უზრუნველყოფის ხელშეკრულებები, როგორც წესი, საკრედიტო ხაზის გახსნის პარალელურად ფორმდება. ამდენად, საბანკო დაწესებულება წინასწარ უზრუნველყოფს მომავალ კრედიტებს, ხოლო კლიენტს საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და მარტივად შეუძლია სასურველი თანხის მიღება შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

ბიზნეს-სესხის წარმატებით მისაღებად მნიშვნელოვანია ყველა ზემოხსენებული დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენა, რაც გაამარტივებს ფინანსური რესურსების მოპოვების პროცესს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა