მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია – რატომ ღირს ინდივიდუალური წესდების შედგენა?

news image

საქართველოში მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებასთან ერთად დამკვიდრდა სტანდარტული წესდების ინსტიტუტი. სიახლე მიზნად ისახავდა კომპანიის რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას. თუმცა, მარტივად ხელმისაწვდომ სტანდარტულ წესდებასთან ერთად, კომპანიებისთვის უცვლელად აქტუალურია ინდივიდუალური წესდების შედგენა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესის სპეციფიკა მოითხოვს მოქნილ და ზუსტ სამართლებრივ ჩარჩოს. იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს რჩევებს, თუ რატომ უნდა მიანიჭოს ბიზნესმა უპირატესობა ინდივიდუალურ მიდგომას

რას გულისხმობს სტანდარტული წესდება?

სტანდარტული წესდება წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ შაბლონს, რომელიც დამტკიცებულია იუსტიციის მინისტრის მიერ. იგი ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე და თითოეული ტიპის სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია მისი გამოყენება რეგისტრაციის პროცესში.

რა შეიძლება მოწესრიგდეს განსხვავებულად ინდივიდუალური წესდებით?

ინდივიდუალური წესდების შემუშავება საშუალებას აძლევს მეწარმეს:

კანონით დადგენილი წესისაგან განსხვავებულად მოაწესრიგონ პარტნიორებს შორის ურთიერთობები: მოგების განაწილების პრინციპები, პარტნიორთა გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები და საჭირო ხმათა ოდენობასაერთო კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა, ხმათა რაოდენობის გამოთვლის წესი, ახალი წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გათვალისწინება და ა.;

მოქნილად დაარეგულირონ კომპანიის მართვის სტრუქტურა: განსაზღვრონ დირექტორთა უფლებამოსილებები დეტალურად, შესაძლებლობისას გაითვალისწინონ სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა საზოგადოებაში და მისი უფლებამოსილებები, განსაზღვრონ დამატებითი კონტროლის მექანიზმები კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისათვის;

ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაითვალისწინონ ისეთი ინდივიდუალური დებულებები, რომლებიც არ გვხვდება კანონში და, ამავდროულად, არ ეწინააღმდეგება მის შინაარსს

რა უპირატესობა აქვს ინდივიდუალურ წესდებას?

პარტნიორთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული ინდივიდუალური წესდება ამცირებს მხარეებს შორის უთანხმოების რისკს, სადავოობისას არ ტოვებს ორაზროვან რეგულირებას, რაც ხელს უწყობს ნორმათა არახელსაყრელ ინტერპრეტაციას. გარდა ამისა, სრულყოფილი ინდივიდუალური წესდება იძლევა სტრატეგიულ უპირატესობას ინვესტორებთან ურთიერთობაში, ვინაიდან  ზრდის ნდობას და ამარტივებს მოლაპარაკებების პროცესს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სტანდარტული წესდების გამოყენება ფორმალურად საკმარისია კომპანიის სამართლებრივი სტატუსის მისაღებად, თუმცა ის ვერ პასუხობს მრავალფეროვან საჭიროებებს ბიზნესისათვის, რომელსაც სურს ურთიერთობების ამომწურავად დარეგულირება და სამართლებრივი რისკების მინიმიზაცია. შესაბამისად, ინდივიდუალური წესდების შედგენა რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯად. იგი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნიკურ სადამფუძნებლო დოკუმენტს, არამედ - ეს არის სამართლებრივი არქიტექტურა, რომელიც იცავს თქვენი ბიზნესს და ქმნის კონკურენტულ უპირატესობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image არაკეთილსინდისიერი კონკურენცია - რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა?

17.02.2026.13:12

ბიზნესი ხშირად აწყდება კონკურენტი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვან რისკებს ქმნის, როგორც მომხმარებლისთვის ასევე თავად კომპანიისთის ბაზარზე ნორმალური ოპერირებისთვის.  იმაზე, თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს მსგავს ქმედებად კანონისა და სააგენტოს პრაქტიკის მიხედვით, საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია. 

კანონის მიხედვით, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია შესაძლოა გამოიხატოს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტის/მომხმარებლის ინტერესებს. მაგალითად:

  • საქონლის ან/და მომსახურების თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის;
  • კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (არასწორი წარმოდგენის შექმნა), უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია;
  • კონკურენტის/მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება და ა.შ.

აკრძალვა ემსახურება როგორც კონკურენტების, ისე - მომხმარებლების ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ კანონიერი გზით. 

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ კონკურენციის სამართალი არ ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტების გარეგნული იერსახის (საქონლის ფორმის ან შეფუთვის) შედარების კრიტერიუმებს. მაგალითისათვის, „წერეთელის მექსიკურის“ საქმეში სააგენტომ გამოიყენა საავტორო სამართლის ნორმები და სასაქონლო ნიშნების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ ობიექტის დიზაინში ფერების განსხვავება მომხმარებლისთვის საკმარის განმასხვავებელ ნიშანს არ წარმოადგენს, ამდენად, სახეზე იყო კონკურენციის ნორმების დარღვევა.

სხვა შემთხვევაში სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევად მიიჩნია კონკურენტი ეკონომიკური აგენტის შესახებ სოციალურ ქსელში „უკანონო საქმიანობის გაწევის“ ფაქტის მტკიცება. სააგენტომ განმარტა, რომ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის აღნიშნული ჩანაწერი აღქმული იქნება იმგვარად, რომ თითქოს კომპანია საქმიანობს უკანონოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება და უფლებამოსილი უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის საქმიანობის უკანონოდ მიჩნევის შესახებ.

სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს, რომ კონკურენტის მიმართ გამოხატული კეთილსინდისიერი სამეწარმეო ქცევა ასევე გულისხმობს ისეთი მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, რომელიც აზიანებს მის ინტერესებს. ვინაიდან კონკურენტი ეკონომიკური აგენტების პოტენციური მომხმარებლები წარმოადგენენ ერთსა და იმავე სუბიექტებს, მსგავსი ქმედება ლახავს მომხმარებლის ინტერესებსაც მათთვის კომპანიაზე არასწორი შეხედულების შექმნის გზით. 

ამდენად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკები არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო დავით. იგი შეიძლება დასრულდეს კონკურენციის სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ჯარიმის დაკისრებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ბიზნეს-სუბიექტებმა უზრუნველყონ სამართლიანი კონკურენცია და გაითვალისწინონ სააგენტოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა