ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილას - რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღებისას
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ინტეგრაცია შრომით ურთიერთობებში სულ უფრო მეტად იძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას. კომპანიები ხშირად იყენებენ AI სისტემებს როგორც კანდიდატთა შერჩევის, ისე - თანამშრომელთა მონიტორინგისა და საქმიანობის შეფასების პროცესებში. უფრო მეტიც, პლატფორმის სახით ორგანიზებული სამუშაოს დროს ავტომატური გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასაქმებულთა შრომით ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა სამუშაო პროცესის ორგანიზების მეტი ეფექტურობის შესაძლებლობას ქმნის, ის ამავდროულად აჩენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემებს, განსაკუთრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, რომელთა უგულებელყოფა კომპანიებისთვის სერიოზული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს.
მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ჯერ-ჯერობით არ იცნობს ევროპული რეგულაციის მსგავს მოწესრიგებას (ე.წ. „AI Act”-ის მსგავსად), თუმცა საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება მსგავს ევროპულ რეგულაციას, ქმნის საკმარის სამართლებრივ ჩარჩოს განსახილველი საკითხის მოსაწესრიგებლად.
რა არის ავტომატიზებული გადაწყვეტილება შრომით ურთიერთობაში?
ავტომატიზებული გადაწყვეტილება გულისხმობს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ აღსრულებულია ხელოვნური ინტელექტის, ალგორითმების ან სხვა ავტომატიზებული სისტემების საშუალებით, ადამიანის ჩართულობის გარეშე ან მინიმალური ჩართულობით. ასეთი გადაწყვეტილებები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება სხვადასხვა ფორმით, მაგალითად:
რა რისკებთანაა დაკავშირებული ავტომატიზებული გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის?
ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას, თან სდევს რიგი სამართლებრივი რისკები:
ქართული სამართლებრივი ჩარჩო: როგორ უნდა მოემზადოს ბიზნესი AI-ის პასუხისმგებლობიანი გამოყენებისთვის?
საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ითვალისწინებს ავტომატიზებული გადაწყვეტილებების გამოყენების რეგულირებას:
თუმცა, კანონი არ ითვალისწინებს პირდაპირ რეგულაციებს AI-ის გამოყენების სპეციალურ წესებზე, რაც ტოვებს ინტერპრეტაციის სივრცეს. სწორედ ამიტომ, სასურველია, ხელოვნური ინტელექტის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში გამოყენებისას გათვალისწინებული იქნეს შემდეგი საკითხები:
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში AI-ის გამოყენება შრომით სამართალში ჯერ არ არის სპეციფიკურად რეგულირებული, მოქმედი კანონმდებლობა და ევროკავშირის მიდგომები კომპანიებს საშუალებას აძლევს, პასუხისმგებლიანად გამოიყენონ ავტომატიზირებული სისტემები. სწორი პრაქტიკის დანერგვა არა მხოლოდ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს, არამედ ზრდის თანამშრომლების ნდობას და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნის შანსს.
სხვა სიახლეები
ახალი წესები ვირტუალური აქტივების ბაზარზე - რა უნდა გაითვალისწინონ პროვაიდერებმა
08.09.2026.10:43
ვირტუალური აქტივების ბაზარი საქართველოში ახალი ეტაპისთვის ემზადება - სექტორის რეგულირების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები ბაზრის მონაწილეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და ვალდებულებას ითვალისწინებს. რა იცვლება ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერებისთვის, რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიებმა და რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაციები მათ საქმიანობაზე - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რეგულირებული საქმიანობის ფარგლების დაზუსტებას უკავშირდება. ახალი რეგულაცია უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს, რა შეიძლება ჩაითვალოს ვირტუალური აქტივის მომსახურებად. რეგულირების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ვირტუალური აქტივის გაცვლა, არამედ: მისი გადაცემა, შენახვა და ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება, სესხად გაცემა და პირველადი შეთავაზება ან მასთან დაკავშირებული მომსახურება.
ამასთან, ცვლილებების შედეგად პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად მიეთითება მის მიერ განხორციელებული ვირტუალური აქტივის მომსახურების სახე. ეს მიდგომა ბაზარზე საქმიანობის უფრო გამჭვირვალე და მკაფიო ჩარჩოს შექმნას ემსახურება.
სიახლეები შეეხება ფინანსურ სანქციებსაც. ახალი წესების მიხედვით, პროვაიდერის მიერ ნებადართული საქმიანობის ფარგლების მიღმა მოქმედება 50 000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს, შესაბამისი ელექტრონული სისტემის არქონა ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მომსახურების სქემის დარღვევა კი - 20 000 ლარს. განსაკუთრებით მკაცრია მიდგომა სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან მიმართებით. საქართველოში ასეთი აქტივის პირველადი შეთავაზება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ასევე 50 000 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ, მარეგულირებელთან წინასწარი კომუნიკაცია და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.
ცვლილებებით აგრეთვე გაფართოვდა მოთხოვნები VASP-ების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის მსურველმა ეროვნულ ბანკს, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარუდგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი. აღნიშნული მოთხოვნები პირდაპირ აისახება პროვაიდერების ფინანსურ მოდელზეც - მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის მომსახურებას ახორციელებს პროვაიდერი. მაგალითისათვის, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის ან გადაცემის მომსახურების განხორციელებისას მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 150 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების შემთხვევაში - 350 000 ლარით.
ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება რისკების მართვის ჩარჩოს სავალდებულო არსებობაა. პროვაიდერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას, შეფასებას, მონიტორინგს, ანგარიშგებას, კონტროლსა და შემცირებას.
საბოლოოდ, ახალი რეგულაციები ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის მხოლოდ დამატებითი ბარიერების დაწესებას არ ნიშნავს. მათი მთავარი შედეგი ბაზარზე უფრო მკაფიო თამაშის წესების ჩამოყალიბება და პროფესიული სტანდარტების დახვეწაა. თუმცა, ამავე დროს, კომპანიებისთვის იზრდება როგორც შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯი, ისე - რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები. სწორედ ამიტომ, VASP-ებისთვის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ახალი მოთხოვნების ცოდნა, არამედ მათი ბიზნეს-ოპერაციებში სწორად ინტეგრირება და საქმიანობის მოქმედ რეგულაციებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფაა. ამ პროცესში კი კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა კომპანიებს საშუალებას აძლევს, დროულად შეაფასონ რისკები და თავიდან აიცილონ რეგულაციების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი თუ ფინანსური რისკები.