მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

დირექტორის პასუხისმგებლობა ბიზნესში – როდის და რისთვის აგებს პასუხს კომპანიის ხელმძღვანელი

news image

ბოლო წლებში კომპანიების დირექტორთა წინააღმდეგ სამართლებრივი დავები სულ უფრო ხშირდება. ეს ტენდენცია აჩვენებს საჭიროებას, უკეთ გავიგოთ, თუ როდის და რატომ ხდება დირექტორი პასუხისმგებელი საკუთარი გადაწყვეტილებებისათვის და როგორ შეუძლია მას დაიცვას თავი არასასურველი შედეგებისაგან. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და რჩევებს.

რა მოვალეობები გააჩნია კომპანიის დირექტორს?

დირექტორის მთავარი ამოცანაა, იმოქმედოს ისე, როგორც ამას „გონივრული ხელმძღვანელი“ გააკეთებდა – მართოს ბიზნესი კეთილსინდისიერად, კომპანიის საუკეთესო ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. 

სამართლებრივად, დირექტორს ევალება კომპანიაზე ზრუნვა ისე, როგორც მის ადგილზე მყოფი საღად მოაზროვნე ადამიანი მოიქცეოდა იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება კომპანიისთვის ყველაზე ხელსაყრელია. მოქმედებდა თუ არა დირექტორი სათანადო გულისხმიერებით ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველ კონკრეტულ სადავო შემთხვევაში დგინდება სასამართლოს მიერ. ხელმძღვანელი პირი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს სწორედ ამ მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის. 

როდის დგება დირექტორის პასუხისმგებლობა?

დირექტორს პირადი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მაშინ, როდესაც:

  • მოქმედებს დაუდევრად ან გაუფრთხილებლად;
  • იღებს გადაწყვეტილებებს კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ;
  • უგულებელყოფს სანდო ინფორმაციის გადამოწმებას;
  • აქვს ინტერესთა კონფლიქტი და ამის შესახებ არ აცხადებს;
  • იყენებს კომპანიის რესურსებს პირადი მიზნებისათვის.

მაგალითისათვის, ერთ-ერთ საქმეში დირექტორს დაეკისრა პასუხისმგებლობა მეორე კომპანიის მიმართ თანხის გადახდის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე უარის თქმის გამო, ვინაიდან ამგვარი ქმედებით კომპანიამ დაკარგა კომერციული შესაძლებლობა, სასამართლო გადაწყვეტილებით მიეღწია სასურველი შედეგისათვის (იხ. სუსგ №ას-687-658-2016, 06 ნოემბერი, 2018 წელი).

რა შემთხვევაში გამოირიცხება დირექტორის პასუხისმგებლობა?

დირექტორის პასუხისმგებლობის განხილვას მხოლოდ მაშინ აქვს სამართლებრვი საფუძვლები, როდესაც იგი ვალდებული იყო, განეხორციელებინა რაიმე სახის ქმედება და ის ან არ განახორციელა, ან განახორციელა არასწორად. უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ფიდუციური ვალდებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს დირექტორს პასუხისმგებლობა აკისრია აპრიორი ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი თანამშრომელი განახორციელებს. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დადგინდა დირექტორის პასუხისმგებლობა კომპანიის ბუღალტრის უკანონო ქმედებისათვის (ყალბი ანგარიშ-ფაქტურების შედგენა), რამაც კომპანიას მატერიალური ზიანი მიაყენა და რის შესახებაც დირექტორი ინფორმირებული არ ყოფილა (იხ. სუსგ №ას-710-2023, 19 ივნისი, 2024 წელი).

რა თქმა უნდა, ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, როდესაც დირექტორი იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას პირადი დაინტერესების გარეშე, მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარი შედეგისათვის (სამეწარმეო განსჯის წესი). აღნიშნული პრინციპი დირექტორებს აძლევს თავისუფლებას, მიიღონ რისკიანი ბიზნეს-გადაწყვეტილებები და არ შეიბოჭონ შესაძლო პასუხისმგებლობით.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზემოთ მოყვანილ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ დირექტორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა სარჩელზე კომპანიის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ. განსხვავებით მოვალის მიმართ აღძრული სარჩელისაგან, თუ სარჩელი ყოფილი დირექტორის მიმართ შეეხებოდა მის მიერ მიღებულ „უმართებულო“ ბიზნეს გადაწყვეტილებას, მასზე უარის თქმის ფაქტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავასკვნათ მოქმედი დირექტორის პირადი დაინტერესება ან საზოგადოების ინტერესებისთვის საზიანო ქმედება. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთ სიტუაციებზე ვრცელდება სამეწარმეო განსჯის წესი და დირექტორი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან (იხ. სუსგ №ას-687-658-2016, 06 ნოემბერი, 2018 წელი).

დირექტორის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ფორმალური ვალდებულებაა, არამედ კომპანიის წარმატებისა და სტაბილურობის გარანტი. სათანადო გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით მიღებული გადაწყვეტილებები იცავს დირექტორს პირადი პასუხისმგებლობისაგან და ხელს უწყობს ჯანსაღი მენეჯმენტის ჩამოყალიბებასა და  კომპანიის სტაბილურ განვითარებას.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image რა იცვლება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში - ვახტანგ შურღაიას შეფასება

07.04.2026.16:32

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის პირველ აპრილს დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის თანახმად, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „თვითდასაქმებულის“ ცნებიდან ამოღებული იქნება ტერმინი „პარტნიორი“. შედეგად, საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება არ გავრცელდება სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორ უცხოელებზე.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს არც ბინადრობის ნებართვისა და არც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებას. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან და ხორციელდება მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მოკლევადიანი საქმიანობის განხორციელება.

ცვლილებების შედეგად, კანონის მოქმედება აგრეთვე არ ვრცელდება: სრულად დისტანციურ საქმიანობაზე, რომელიც არ საჭიროებს საქართველოში შემოსვლას; სახელმწიფო საწარმოსთვის/საჯარო დაწესებულებისთვის მომსახურების გაწევაზე; „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 1-ლი, მე-2 და მე-3 კატეგორიის საწარმოს დირექტორზე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრსა და აუდიტის კომიტეტის წევრზე; სპეციალური ბინადრობის მფლობელ პირზე (რომელიც გაიცემა მთავრობის ინიციატივით); არარეზიდენტი პირისთვის მომსახურების გაწევაზე, როდესაც საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით განისაზღვრა აგრეთვე ორდინალური ვიზის ახალი კატეგორია (C5), რომელიც წარმოადგენს მრავალჯერად მოკლევადიან ვიზას და შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედებით, საქართველოში ყოფნის 1-წლიანი ვადით. იგი გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ის უკავშირდება არარეზდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა