მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

ბიზნეს მედია Business Insider Georgia და BV Consulting-ი თანამშრომლობას იწყებენ

news image
mbc image

ბიზნესმედია Business Insider Georgia და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგი“ თანამშრომლობას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც დამწყები თუ არსებული ბიზნესი ბიზნეს-სამართლებრივ საკითხებზე კომპეტენტურ რჩევებს და კვალიფიციურ მოსაზრებებს მიიღებენ. www.businessinsider.ge-ზე „ბიზნეს მრჩეველი“ სისტემატურად შემოგთავაზებთ კვალიფიციურ იურიდიულ და საგადასახადო რჩევებს იმისთვის, რომ თქვენ სწორად დაგეგმოთ თქვენი ბიზნესი.

„ბიზნეს მრჩეველი“ გახდება ნებისმიერი ბიზნესის პარტნიორი, რომელიც სწორი და ღირებული ინფორმაციის მიღებით იქნებიან დაინტერესებული. თავად ბიზნესსაც ექნება შესაძლებლობა მათთვის საჭირო საკითხები წინაპლანზე წამოწიონ და „ბიზნეს მრჩევლისგან“ შესაბამისი გადაწყვეტებიც მიიღონ.

„ბი ვი ქონსალთინგის“ გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომელთაც სამართლის სფეროში სიღრმისეული ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ისინი სპეციალიზდებიან კერძო და საჯარო ურთიერთობებზე და წლების განმავლობაში რთული იურიდიული საკითხების გადაჭრის პრაქტიკა გააჩნიათ.

„ბი ვი ქონსალთინგი“ საქმიანობს სამართლის შემდეგ სფეროებში: კონკურენციის სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, საფინანსო და დაზღვევის სამართალი, კორპორაციული სამართალი, საგადასახადო სამართალი, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა - რა ფინანსურ შესაძლებლობებს სთავაზობს სახელმწიფო ბიზნესს?

06.11.2026.15:05

2026 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობის №517 დადგენილებით დამტკიცდა მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და კერძო სექტორის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება. აღნიშნული ინსტრუმენტები მეწარმე სუბიექტებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსების ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

დადგენილების თანახმად, კორპორაცია პროგრამას ახორციელებს შემდეგი სახის ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით:

სინდიცირებული სესხი - წარმოადგენს დაფინანსების მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტს სესხი ერთობლივად მიეწოდება კორპორაციისა და ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტის მიერ. ამ მოდელის ფარგლებში კორპორაციის თანამონაწილეობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის 45%-ს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, კორპორაციის მიერ გაცემულ თანხაზე დასარიცხი პროცენტი არ უნდა იყოს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მაჩვენებელზე დაბალი.

ამავდროულად, სინდიცირებულ სესხში კორპორაციის მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღება მისი მონაწილეობით დაფინანსების ოდენობის მიხედვით (5 მილიონ ლარამდე – კომიტეტის, 5-20 მილიონი ლარის ჩათვლით – საბჭოს, ხოლო 20 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის მიერ).

პირდაპირი ან/და ჰიბრიდული სესხი - პროგრამის თანახმად, მეწარმე სუბიექტის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, გაიცემა:

ა) პირდაპირი სესხი (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სესხი) ან/და

ბ) ჰიბრიდული სესხი, რომელიც აერთიანებს სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლებს, მათ შორის: სესხიდან გამომდინარე ფულადი მოთხოვნის მეწარმე სუბიექტის წილში (აქციებში) კონვერტაციის შესაძლებლობას ან/და კორპორაციის უფლებას, სესხის სანაცვლოდ მიიღოს მეწარმის მოგების შეთანხმებული ნაწილი, ან/და სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლების მქონე სხვა მექანიზმებს.

დადგენილებით განსაზღვრულია მსგავსი სესხის გაცემის წინაპირობაც - მეწარმე სუბიექტის თანამონაწილეობა საინვესტიცო პროექტის დაფინანსებაში, კაპიტალური ხარჯების არანაკლებ 30%-ის ოდენობით.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, პირდაპირი სესხის თანხაზე დასარიცხი მინიმალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს დადგენილებით განსაზღვრულ მაჩვენებელზე ნაკლები. ამავდროულად, გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სინდიცირებული სესხის შემთხვევაში, მიიღება სესხის ოდენობის მიხედვით (2 მილიონ ლარამდე – კომიტეტის, 2-10 მილიონი ლარის ჩათვლით – საბჭოს, ხოლო 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის მიერ). სესხის ტიპები, სარგებლობის პირობები და კრიტერიუმები დამატებით დგინდება კორპორაციის დირექტორის მიერ. 

პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა - კორპორაცია ახორციელებს მეწარმე სუბიექტის კაპიტალში პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. დეტალური კრიტერიუმები, შეფასების წესები, მოთხოვნები და ინსტრუმენტის განხორციელების წესები დგინდება კორპორაციის დირექტორის მიერ.

ამრიგად, მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა ბიზნესს დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებს სთავაზობს და ქმნის შესაძლებლობას, საინვესტიციო პროექტების საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მეწარმე სუბიექტებმა ისარგებლონ როგორც სასესხო, ისე - წილობრივი დაფინანსებით. პროგრამის ეფექტიანობა და კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა კი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის ფარგლებში განსაზღვრულ დამატებით კრიტერიუმებსა და დაფინანსების პირობებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა