მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

„ბი ვი ქონსალთინგის“ ახალი სერვისები და წარმატებული საქმეების 95% - როგორ პასუხობს იურიდიული კომპანია ბაზრის მოთხოვნებს

news image

იურიდიულმა კომპანია „ბი ვი ქონსალთინგმა“ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2021 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს საქმიანობას. 2025 წელს კომპანიის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია ესაუბრა.

როგორ აფასებს ბი ვი ქონსალთინგი მიმდინარე წლის 6 თვის მუშაობის შედეგებს, რომელ სერვისებზე იყო მეტი მოთხოვნა და თქვენი აზრით რატომ?

ბი ვი ქონსალთინგში მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებები კვლავ ნარჩუნდება და მკვეთრად იზრდება მოთხოვნა შემდეგ სერვისებზე:

  • საგადასახადო სამართალი: განსაკუთრებით აქტუალური გახდა კომპანიებისთვის საგადასახადო რისკების მართვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა. ბოლო 6 თვის განმავლობაში ბი ვი ქონსალთინგმა არაერთ კომპანიას გაუწია საგადასახადო სამართლის მიმართულებით მომსახურება, მათ შორის, ვაწარმოებთ რამდენიმე სასამართლო დავას.
  • სახელმწიფო შესყიდვები: ტენდერებში აქტიური მონაწილეობის ზრდასთან ერთად, კომპანიები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ სერვისებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარებისთვის, როგორც  დოკუმენტაციის შედგენისათვის, ისე - სასამართლო დავის საწარმოებლად.
  • კონკურენციის სამართალი: ამ მიმართულებით მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა, განსაკუთრებით იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც უკვე აღმოჩნდნენ სამართლებრივი რისკების წინაშე. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, რომლებსაც ვუწევთ მომსახურებას როგორც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან წარმომადგენლობაში, ისე - სასამართლო პროცესებში. ეს ასახავს ბაზარზე სამართლებრივი რისკების ზრდასა და შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერის საჭიროებას.

რამდენად მზარდია „ბი ვი ქონსალთინგის“ სერვისის მიმღები სუბიექტების რაოდენობა და თქვენს მაგალითზე რა ტიპის ბიზნესები უფრო საჭიროებენ თქვენს ჩართულობას?

ბი ვი ქონსალთინგის სერვისის მიმღები სუბიექტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც კომპანიაში ხარისხზე ორიენტირებული და პრაქტიკაზე მორგებული მიდგომის შედეგია. ჩვენი გამოცდილებით, ყველაზე ხშირად იურიდიული მხარდაჭერა ესაჭიროებათ საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება ფარმაცევტული, სადაზღვევო და სხვა სექტორებიდან, რომლებიც საქმიანობენ რეგულირებულ სფეროებში ან/და შეხება აქვთ კონკურენციის სამართალთან.

ბი ვი ქონსალთინგი ბაზრისთვის 6 სერვისის მიწოდებას ახდენს, გეგმავს თუ არა კომპანია სერვისების დამატებას და კონკრეტულად რა სერვისზეა საუბარი?

დიახ, კომპანია უკვე მუშაობს დამატებითი სერვისის დანერგვაზე, რომელიც უკავშირდება FIDIC სტანდარტების დანერგვას - სამშენებლო სექტორისათვის მაღალკვალიფიციური  იურიდიული მომსახურების გაწევას. ეს ნაბიჯი განპირობებულია სექტორში მზარდი მოთხოვნით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაზე და კომპანიების საჭიროებით, მიიღონ სპეციალიზებული სამართლებრივი მხარდაჭერა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

დღეისათვის ბი ვი ქონსალთინგის პორტფელი რამდენ მოგებულ საქმეს აერთიანებს და რა მიგაჩნიათ ბაზარზე კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ბი ვი ქონსალთინგის მიერ წარმოებული საქმეების 95% წარმატებით დასრულდა, რაც ადასტურებს ჩვენი გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებასა და სტრატეგიულ ხედვას. ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა მაღალი ხარისხის მომსახურება, განსაკუთრებით ისეთ სპეციფიკურ სექტორებში, სადაც სამართლებრივი და კომერციული ინტერესები იკვეთება. ბი ვი ქონსალთინგი განაგრძობს თავის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს ხარისხიანი და ადაპტირებული სერვისების მიწოდება.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image არაკეთილსინდისიერი კონკურენცია - რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა?

17.02.2026.13:12

ბიზნესი ხშირად აწყდება კონკურენტი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვან რისკებს ქმნის, როგორც მომხმარებლისთვის ასევე თავად კომპანიისთის ბაზარზე ნორმალური ოპერირებისთვის.  იმაზე, თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს მსგავს ქმედებად კანონისა და სააგენტოს პრაქტიკის მიხედვით, საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია. 

კანონის მიხედვით, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია შესაძლოა გამოიხატოს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტის/მომხმარებლის ინტერესებს. მაგალითად:

  • საქონლის ან/და მომსახურების თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის;
  • კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (არასწორი წარმოდგენის შექმნა), უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია;
  • კონკურენტის/მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება და ა.შ.

აკრძალვა ემსახურება როგორც კონკურენტების, ისე - მომხმარებლების ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ კანონიერი გზით. 

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ კონკურენციის სამართალი არ ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტების გარეგნული იერსახის (საქონლის ფორმის ან შეფუთვის) შედარების კრიტერიუმებს. მაგალითისათვის, „წერეთელის მექსიკურის“ საქმეში სააგენტომ გამოიყენა საავტორო სამართლის ნორმები და სასაქონლო ნიშნების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ ობიექტის დიზაინში ფერების განსხვავება მომხმარებლისთვის საკმარის განმასხვავებელ ნიშანს არ წარმოადგენს, ამდენად, სახეზე იყო კონკურენციის ნორმების დარღვევა.

სხვა შემთხვევაში სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევად მიიჩნია კონკურენტი ეკონომიკური აგენტის შესახებ სოციალურ ქსელში „უკანონო საქმიანობის გაწევის“ ფაქტის მტკიცება. სააგენტომ განმარტა, რომ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის აღნიშნული ჩანაწერი აღქმული იქნება იმგვარად, რომ თითქოს კომპანია საქმიანობს უკანონოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება და უფლებამოსილი უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის საქმიანობის უკანონოდ მიჩნევის შესახებ.

სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს, რომ კონკურენტის მიმართ გამოხატული კეთილსინდისიერი სამეწარმეო ქცევა ასევე გულისხმობს ისეთი მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, რომელიც აზიანებს მის ინტერესებს. ვინაიდან კონკურენტი ეკონომიკური აგენტების პოტენციური მომხმარებლები წარმოადგენენ ერთსა და იმავე სუბიექტებს, მსგავსი ქმედება ლახავს მომხმარებლის ინტერესებსაც მათთვის კომპანიაზე არასწორი შეხედულების შექმნის გზით. 

ამდენად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკები არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო დავით. იგი შეიძლება დასრულდეს კონკურენციის სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ჯარიმის დაკისრებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ბიზნეს-სუბიექტებმა უზრუნველყონ სამართლიანი კონკურენცია და გაითვალისწინონ სააგენტოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა