მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ბანკირის დღე 2024 | დაჯილდოებულთა შორის არის ლიბერთის საკმაოდ სტაჟიანი თანამშრომელი ირაკლი ბოხუა

news image

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image კონკურენციის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, შესაძლო კარტელზე მოკვლევა დაიწყო - BV Consulting-ი პროცედურის დეტალებზე

08.12.2025.17:54

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო.

აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველის პარტნიორი ვახტანგ შურღაია, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე კომპანიას გახმაურებულ ნავთობის და ფარმაციის ქეისებზე კონკურენციის სააგენტოსთან დავაში.

როგორ შეაფასებთ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით მოკვლევის დაწყების თაობაზე? 

როგორც კონკურენციის სააგენტოს განცხადებიდან ირკვევა, მოკვლევა დაწყებულია სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე კომპანიების მიმართ რეგიონალური სამინისტროს მომართვის საფუძველზე. მოკვლევა შეეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევას, რომელიც ე.წ. კარტელური შეთანხმებას მოიაზრებს. 

როგორია კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის განხორციელების პროცედურა?

საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 18 თვემდე.

ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი  გარემოებების დადგენას. თავის მხრივ,  ეკონომიკური აგენტი ვალდებულია მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მის დაჯარიმებას და ამასთან ჯარიმა არ ათავისუფლებს მას ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან.

სააგენტო უფლებამოსილია, ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, ჩაატაროს სხდომა მხარეთა მონაწილეობით. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდგომ კი მოკვლევის ჯგუფი გადაწყვეტილების პროექტს წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე სააგენტოს გადაწყვეტილებით კომპანია შეიძლება დაჯარიმდეს წლიური ბრუნვის 5%-მდე. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

სახელმწიფო ტენდერების სტრუქტურა და კრიტერიუმები ხომ არ იწვევს თანამშრომლობის/შეთანხმების სტიმულს კომპანიებს შორის? რა ზღვარი არსებობს  კომპანიების პარალელურ ქცევასა და კოორდინირებულ ქმედებას შორის?

ზოგადად, სახელმწიფო ტენდერები კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის მაღალი რისკით ხასიათდება როგორც საქართველოში, ისე - საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, რომ ზღვარი ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმებულ ქმედებასა და პარალელიზმს შორის საკმაოდ მყიფეა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარალელური ქმედება თავისთავად არ იგივდება შეთანხმებულ ქმედებასთან, ის მაინც შეიძლება წარმოადგენდეს ამგვარი პრაქტიკის არსებობის მყარ მტკიცებულებას“. 

სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეთანხმებული ქმედების დადასტურებისას კონკურენციის სააგენტომ იხელმძღვანელოს მაღალი სტანდარტით და მხედველობაში იქნეს მიღებული ეკონომიკური აგენტის როგორც ქმედება (შეთანხმება, შეთანხმებული ქმედება, გადაწყვეტილება), კომუნიკაციის/ინფორმაციის მიმოცვლის ფაქტის დადგენა და კონკურენციის შეზღუდვის მიზანი/შედეგი.  

როგორ აფასებთ სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევების დინამიკასა და ეფექტიანობას წელს?

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევათა რიცხვი მზარდია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.

მიუხედავად მოკვლევების დინამიკისა თუ ეფექტიანობისა, სამწუხაროდ, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზია სასამართლოში არაეფექტურად დიდ დროსთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის კონკურენციის სააგენტოს ეფექტიანობასაც. 

რა რჩევებს მისცემდით სახელმწიფო ტენდერებშში მონაწილე კომპანიებს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უზრუსთვის?

ვინაიდან კონკურენციის სამართალი საქართველოში მეტ-ნაკლებად ახალი დარგია, მნიშვნელოვანია, კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ამაღლდეს ცოდნის დონე. გადამწყვეტია, კომპანიებმა მიიღონ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო, მეორე მხრივ, სწორი კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას კონკურენციის სააგენტოსთან. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა