მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

Ambassadori Island Batumi საინვესტიციო მიმზიდველობა | გიორგი აბაშიშვილის შეფასება

news image

Ambassadori Island Batumi ,,ამბასადორი აილენდ ბათუმი“ - პროექტის მნიშვნელობა და საინვესტიციო მიმზიდველობა | გიორგი აბაშიშვილის შეფასება;

ექსკლუზიური, აქტუალური, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიზნეს და ეკონომიკის სიახლეები იკითხეთ ჩვენს ვებ-გვერდზე - www.bi.ge | www.insider.ge | www.businessinsider.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image რა იცვლება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში - ვახტანგ შურღაიას შეფასება

07.04.2026.16:32

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის პირველ აპრილს დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის თანახმად, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „თვითდასაქმებულის“ ცნებიდან ამოღებული იქნება ტერმინი „პარტნიორი“. შედეგად, საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება არ გავრცელდება სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორ უცხოელებზე.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს არც ბინადრობის ნებართვისა და არც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებას. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან და ხორციელდება მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მოკლევადიანი საქმიანობის განხორციელება.

ცვლილებების შედეგად, კანონის მოქმედება აგრეთვე არ ვრცელდება: სრულად დისტანციურ საქმიანობაზე, რომელიც არ საჭიროებს საქართველოში შემოსვლას; სახელმწიფო საწარმოსთვის/საჯარო დაწესებულებისთვის მომსახურების გაწევაზე; „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 1-ლი, მე-2 და მე-3 კატეგორიის საწარმოს დირექტორზე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრსა და აუდიტის კომიტეტის წევრზე; სპეციალური ბინადრობის მფლობელ პირზე (რომელიც გაიცემა მთავრობის ინიციატივით); არარეზიდენტი პირისთვის მომსახურების გაწევაზე, როდესაც საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით განისაზღვრა აგრეთვე ორდინალური ვიზის ახალი კატეგორია (C5), რომელიც წარმოადგენს მრავალჯერად მოკლევადიან ვიზას და შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედებით, საქართველოში ყოფნის 1-წლიანი ვადით. იგი გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ის უკავშირდება არარეზდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა